“ბიზნეს საზოგადოება შეშფოთებულია… ICC Georgia სრულად უჭერს მხარს პრეზიდენტის პოზიციას” – ICC Georgia

ICC Georgia (საერთაშორისო სავაჭრო პალატა საქართველოში) 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით ღრმა შეშფოთებას გამოხატავს. ამის შესახებ მათ განცხადებაშია საუბარი. ICC Georgia წერს, რომ გმობს ევროინტეგრაციის გზიდან გადახვევას და რუსეთთან მორგებული პოზიციისკენ გადახრას.
საარჩევნო პროცესში მასიური, სისტემური დარღვევების შესახებ ცნობებმა, მათ შორის არჩევნების თარიღამდე, მნიშვნელოვანი შეშფოთება გამოიწვია ბიზნეს საზოგადოებაში. დემოკრატიული პროცესების მთლიანობა ფუნდამენტურია საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლით გათვალისწინებული პრინციპებისადმი ქვეყნის ერთგულებისთვის, რაც ხაზს უსვამს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ კურსს. ჩვენ კატეგორიულად ვგმობთ ნებისმიერ გადახრას ამ გზიდან რუსეთთან მორგებული პოზიციისკენ. ICC Georgia სრულად უჭერს მხარს საქართველოს პრეზიდენტის პოზიციას, რომელმაც გამოთქვა მსგავსი შეშფოთება ამ არჩევნებთან დაკავშირებით, მიიჩნევს მას არალეგიტიმურად და მოწოდებას აკეთებს დემოკრატიული ნორმების დაცვისა და გამჭვირვალობისკენ. ჩვენ მოვუწოდებთ პოლიტიკურად დაინტერესებულ ყველა მხარეს, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე, მტკიცედ დაიცვას დემოკრატიული პრინციპები, რათა უზრუნველყოს ქართველი ხალხის ნების პატივისცემა და დაცვა, – აღნიშნულია განცხადებაში.
ცნობისთვის, ფადი ასლი საერთაშორისო სავაჭრო პალატის (ICC) გენმდივნის სპეციალურ წარმომადგენლად დაინიშნა კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში.

ასევე დაგაინტერესებთ

„ლელო – ძლიერი საქართველო“ – სახეზეა ანექსიის პროცესის ფაქტობრივი გაღრმავება, როცა პირველად ისტორიაში, რუსეთის მოქალაქეა ე. წ. პრეზიდენტობის კანდიდატი – ამ ფონზე სრულიად მიუღებელია მმართველი რეჟიმის ტრადიციული დუმილი

ნორვეგიის საგარეო უწყება – რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ეტაპობრივი პოლიტიკური ინტეგრაციისა და მათი სრული ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯები შემაშფოთებელია და ძირს უთხრის საქართველოს სუვერენიტეტს

ირაკლი კობახიძე: ბოლო ხუთი წლის განმავლობაში საქართველომ ეკონომიკური ზრდის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დააფიქსირა, ჩვენი მთავარი გამოწვევაა, უზრუნველვყოთ, რომ შედეგები მდგრად, ინკლუზიურ და გრძელვადიან განვითარებაში აისახოს