საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დოქტორანტების კვლევითმა პროექტებმა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფინანსება მოიპოვა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის დოქტორანტების კვლევითმა პროექტებმა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2024 წლის დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების დაფინანსების კონკურსში გამარჯვება მოიპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს. სტუ-ის ცნობით, კონკურსში გამარჯვებული სამი პროექტის ავტორები მშენებლობის სადოქტორო პროგრამის სტუდენტი ქეთევან წიქარიშვილი და წყლის რესურსების ინჟინერიის სადოქტორო პროგრამის სტუდენტები – მარიამ ყავრელიშვილი და ლაშა […]

სამხრეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრი – ვაკვირდებით, დახმარების სანაცვლოდ ჩრდილოეთ კორეა რუსეთისგან რას მიიღებს

ვაკვირდებით, დახმარების სანაცვლოდ, ჩრდილოეთ კორეა რუსეთისგან რას მიიღებს, – ამის შესახებ სამხრეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჩო ტაე-იულიმ განაცხადა. კითხვაზე, გაუგზავნის თუ არა სეული კიევს იარაღს ჩრდილოეთ კორეის მიერ რუსეთის მხარეს მონაწილეობის საპასუხოდ, სამხრეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ „ყველა შესაძლო სცენარი განიხილება“. „კერძოდ, ვაკვირდებით ჩრდილოეთ კორეის ძალების მონაწილეობის დონეს და რა იქნება ის, […]

„დავიბრუნოთ ქვეყანა“ – სამოქალაქო აქტივისტები დღეიდან, პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქციებს იწყებენ

„დავიბრუნოთ ქვეყანა“ – ამ ლოზუნგით დღეს, 2 ნოემბერს, 20:00 საათზე, საკანონმდებლო ორგანოსთან საპროტესტო აქცია გაიმართება. აქციის ორგანიზატორი სამოქალაქო მოძრაობა „ტალღაა“. როგორც მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ქვეყანაში არჩევნები მასობრივად გააყალბეს, დაირღვა ამომრჩევლის ხმის ფარულობის პრინციპი, რის გამოც აქციები ყოველდღიურ რეჟიმში გაგრძელდება. „2 ნოემბერს, შაბათს, 20:00 საათზე, გაბრაზებული მოქალაქეები ვიკრიბებით რუსთაველის გამზირზე, სცენის, გამომსვლელებისა და ლიდერების […]

46-მდე გაიზარდა ხარკოვის დაბომბვის შედეგად დაშავებულთა რიცხვი

46-მდე გაიზარდა პირველ ნოემბერს, ხარკოვის დაბომბვის შედეგად დაშავებულთა რაოდენობა. გარდაცვლილია ერთი პოლიციელი. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, დარტყმის სამიზნე იყო შენობა, სადაც პოლიცია იყო დისლოცირებული. რუსი სამხედრო ბლოგერები ამტკიცებენ, რომ შენობა, სადაც პოლიცია იყო განთავსებული, უკრაინის ეროვნული გვარდიის აკადემია იყო. ამის ოფიციალური დადასტურება არ მოიპოვება. 2 ნოემბრის დილას ხარკოვის ოლქის საგანგებო სიტუაციების სამსახურში განაცხადეს, რომ შემთხვევის ადგილზე […]

14 ადამიანი დაიღუპა სერბეთში ვაგზალზე ბეტონის ჭერის ჩამონგრევის შედეგად

14 ადამიანი დაიღუპა სერბეთის ქალაქ ნოვი-სადში, რკინიგზის ვაგზალზე ბეტონის გადახურვის ჩამონგრევის შედეგად. ინფორმაციას ქვეყნის პრეზიდენტი, ალექსანდარ ვუჩიჩი ავრცელებს. „იმედი გვაქვს, რომ მსხვერპლის რაოდენობა არ გაიზრდება – დაიღუპა 14 ადამიანი. მათგან ვერ ამოვიცანით – ხუთი“, – განაცხადა პრეზიდენტმა ტრაგედიიდან რამდენიმე საათში. 2 ნოემბერი სერბეთში გლოვის დღედ გამოცხადდა. ბეტონის გადახურვა პირველ ნოემბერს, შუადღისთვის ჩამოინგრა. ის ვაგზლის შენობასთან, […]

წალენჯიხის მერი გია ხარჩილავა გარდაიცვალა

54 წლის ასაკში ჯანმრთელობის გაუარესების გამო გარდაიცვალა წალენჯიხის მერი გია ხარჩილავა. ის იყო ერთადერთი ოპოზიციონერი მერი (ენმ), რომელიც საქართველოს მუნიციპალიტეტს ხელმძღვანელობდა. მან მერის არჩევნებში გამარჯვება 2021 წელს მოახერხა. ყოფილი სპორტსმენი გია ხარჩილავა პოლიტიკაში 1995 წლიდან საქმიანობდა. ის რამდენჯერმე ხელმძღვანელობდა წალენჯიხის მუნიციპალიტეტს. იყო საკრებულოს თავმჯდომარეც.

54 წლის ასაკში წალენჯიხის მერი გია ხარჩილავა გარდაიცვალა

54 წლის ასაკში წალენჯიხის მერი გია ხარჩილავა გარდაიცვალა. როგორც ცნობილია, მერი სახლში გარდაიცვალა, სავარაუდო მიზეზი თრომბია. გია ხარჩილავა 2006–2010 წლებში იყო წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე. 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებში ხარჩილავა ერთადერთი ოპოზიციონერი კანდიდატი იყო, რომელიც მერი გახდა.

წალენჯიხის მერი გია ხარჩილავა გარდაიცვალა

55 წლის ასაკში გარდაიცვალა წალენჯიხის მერი გია ხარჩილავა. 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებში წალენჯიხა ერთადერთი თვითმმართველი თემი იყო, სადაც მერის არჩევნების მეორე ტურში ოპოზიციის კანდიდატმა გაიმარჯვა. ფორუმი

EU-საქართველოს ურთიერთობები 1996 წლიდან დღემდე

მიმდინარე მოვლენების ფონზე განსაკუთრებით აქტუალურია საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობა, რომლის მომავალიც, როგორც ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი აცხადებს, საქართველოს ლიდერების ხელშია. საქართველოსა და ევროკავშირს შორის პირველი ხელშესახები პარტნიორობა 1996 წელს იწყება, მაშინ, როცა ევროკავშირსა და საქართველოს შორის ხელი მოეწერა პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას. მოვლენის კვალდაკვალ შეიქმნა – საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის საბჭო, საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის კომიტეტი, საქართველო-ევროკავშირის საპარლამენტო თანამშრომლობის კომიტეტი, […]

წალენჯიხის მერი გია ხარჩილავა გარდაიცვალა

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი, გია ხარჩილავა გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, ხარჩილავას გარდაცვალების მიზეზი თრომბი გახდა. ცნობისთვის, გია ხარჩილავა 1954 წელს დაიბადა. მან 1991 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მექანიკა-მანქანათმშენებლობის ფაკულტეტი. 2006–2010 წლებში იყო წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე. 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებში ხარჩილავა ერთადერთია ოპოზიციის წევრებს შორის, ვინც თვითმმართველობის არჩევნებში გაიმარჯვა და წალენჯიხის მერი გახდა. წყარო: […]