გერმანიის მოსახლეობის ნახევარზე მეტი ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მომხრეა – Deutschlandtrend

გერმანიის მოსახლეობის ნახევარზე მეტი (54%) მხარს უჭერს ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას. როგორც Deutschlandtrend-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვიდან ირკვევა, ეკონომიკური კრიზისის ფონზე გერმანიის მმართველი კოალიციის, რომელშიც შედიან სოციალ-დემოკრატიული პარტიის, თავისუფალი დემოკრატიული პარტიისა და „კავშირი-90/მწვანეების“ წარმომადგენლები, პოპულარობა ახალ მინიმუმამდე დაეცა. შოლცის მთავრობის მუშაობას დადებითად აფასებს გამოკითხულთა მხოლოდ 14%, უარყოფითად კი – 85%. გამოკითხულთა მხოლოდ 41% უჭერს მხარს […]
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული ღამის განმავლობაში 24 დრონი ჩამოაგდეს

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული ღამის განმავლობაში 24 დრონი ჩამოაგდეს. „გასული ღამის განმავლობაში, კიევის რეჟიმის მცდელობები, რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე მდებარე ობიექტებზე ტერორისტული თავდასხმები განეხორციელებინა, აღიკვეთა“, – აცხადებენ რუსეთის თავდაცვის სამინისტროში. უწყების ცნობით, 8 დრონი კურსკის, 8 ბრიანსკის, 2 ბელგოროდის, 3 ორიოლის, 1 როსტოვისა და 1 ნიჟნი-ნოვგოროდის ოლქების თავზე და 1 დრონი დროებით ოკუპირებულ ყირიმში ჩამოაგდეს.
2 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი ახლა განმარტოების დრო არ არის, შეხვდით მეგობრებს, გაერთეთ, მოუწყვეთ საყვარელ ადამიანს რომანტიკული ვახშამი, საქმეები მოიცდის. კურო გადახედეთ თქვენს ცხოვრებას, გარემოებებს, მიმდინარე მოვლენებს, ადამიანებს, დააკვირდით და გაფილტრეთ უკვე დრომოჭმული კავშირები და სიტუაციები. იყავით დამოუკიდებელი. ტყუპები თუ უკვე დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლა ის დროა, მოიკრიბოთ თანამოაზრეები და მათთან ერთად დასახოთ გრძელვადიანი გეგმები. გამოიყენეთ ნაყოფიერი პერიოდი. კირჩხიბი […]
მადრიდის „რეალმა“ წყალდიდობით დაზარალებული მოსახლეობისთვის 1 მილიონი ევრო გადარიცხა

ესპანურმა საფეხბურთო გრანდმა მადრიდის „რეალმა“ 1 მილიონი ევრო გადარიცხა ესპანეთში წყალდიდობის შედეგად დაზარალებული ადამიანების დასახმარებლად. ინფორმაცია საფეხბურთო კლუბის ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული. გარდა ამისა, „რეალი“ „წითელ ჯვართან“ ერთად სოლიდარობის ნიშნად იწყებს კამპანიას დამატებითი თანხების შეგროვების მიზნით, რათა დაზარალებულ ადამიანებს დაეხმაროს. ესპანეთის სამხრეთ და აღმოსავლეთ რეგიონებში რამდენიმე დღის წინ მომხდარი წყალდიდობის შედეგად 205 ადამიანი გარდაიცვალა. განსაკუთრებით დაზარალდა ქალაქი […]
რუსეთის უკრაინაში შეჭრის საწყის ეტაპზე დასავლელი პარტნიორები ზელენსკის ვიდეოანდერძის ჩაწერას სთავაზობდნენ – კულება

რუსეთის უკრაინაში ფართომასშტაბიან შეჭრამდე დასავლეთში ფიქრობდნენ, რომ უკრაინის ახლანდელი მთავრობა ვერ შეძლებდა ქვეყნის ტერიტორიის შენარჩუნებას და საჭირო იქნებოდა სამთავრობო განახლება. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, დმიტრო კულებამ „1+1“ არხთან განაცხადა. კულებას თქმით, ერთ-ერთმა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა რუსეთის უკრაინაში შეჭრამდე თქვა, რომ ახლანდელი მთავრობა შეძლებდა მხოლოდ უკრაინის ტერიტორიის მცირე ნაწილის შენარჩუნებას, ისიც ოპტიმისტური სცენარით. მისივე […]
სამხრეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრი – ვაკვირდებით, დახმარების სანაცვლოდ ჩრდილოეთ კორეა რუსეთისგან რას მიიღებს

ვაკვირდებით, დახმარების სანაცვლოდ, ჩრდილოეთ კორეა რუსეთისგან რას მიიღებს, – ამის შესახებ სამხრეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჩო ტაე-იულიმ განაცხადა. კითხვაზე, გაუგზავნის თუ არა სეული კიევს იარაღს ჩრდილოეთ კორეის მიერ რუსეთის მხარეს მონაწილეობის საპასუხოდ, სამხრეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ „ყველა შესაძლო სცენარი განიხილება“. „კერძოდ, ვაკვირდებით ჩრდილოეთ კორეის ძალების მონაწილეობის დონეს და რა იქნება ის, […]
ჩრდილოკორეელი ათასობით ჯარისკაცი უკრაინის საზღვართანაა – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის მოკავშირეებს მოუწოდა, იმოქმედონ ჩრდილოკორეელი ჯარისკაცების საკითხთან დაკავშირებით, ვიდრე ისინი უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებებს დაიწყებენ. „ტელეგრამზე“ გამოქვეყნებულ ვიდეოში ზელენსკიმ განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეამ პროგრესს მიაღწია სამხედრო შესაძლებლობებში, რაკეტების განთავსებასა და იარაღის წარმოებაში. „ახლა, სამწუხაროდ, ისინი თანამედროვე ომის წარმოებას შეისწავლიან. ჩრდილოკორეელი პირველი ათასობით ჯარისკაცი უკრაინის საზღვართან იმყოფება. უკრაინელები იძულებულნი იქნებიან, მათგან თავი […]
სანქციების აღსრულების საგამონაკლისო წესი ბანკებისთვის გაურკვევლობას ზრდის – Fitchs

საკრედიტო სააგენტო Fitch-მა საქართველოს საერთაშორისო რეიტინგზე პოლიტიკური პროცესების გავლენა შეაფასა. მიმოხილვაში საუბარია ეკონომიკური ზრდის პოტენციალზეც და ნათქვამია, რომ სააგენტო მიმდინარე წელს 7%-იან ზრდას ელის. Fitch-ის აზრით, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის დაბალი დეფიციტი, სახელმწიფო ვალის ზომიერი დონე, რომლის დიდი ნაწილი შეღავათიან პირობებშია, ამცირებს მოკლევადიან მაკროეკონომიკურ და ფისკალურ რისკებს. თავდაპირველი შეფასებით, იანვარ-სექტემბერში ეკონომიკა 9,8%-ით გაიზარდა წინა წლის ანალოგიურ […]
უკრაინა არ დათმობს ტერიტორიებს, მიუხედავად აშშ-ის არჩევნების შედეგებისა – ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა არ დათმობს ტერიტორიებს, მიუხედავად აშშ-ის არჩევნების შედეგებისა. ამის შესახებ ზელენსკიმ სამხრეთკორეულ ტელეარხთან ინტერვიუში განაცხადა. ზელენსკის თქმით, იმის მიუხედავად, თუ ვინ გაიმარჯვებს აშშ-ის არჩევნებში ან შეიცვლება თუ არა აშშ-ის მხარდაჭერა, უკრაინა არ წავა კომპრომისზე საკუთარ ტერიტორიებთან დაკავშირებით. „შეერთებული შტატების ახალ პრეზიდენტს შეუძლია, ან გააძლიეროს უკრაინის მხარდაჭერა, ან შეასუსტოს. უკრაინის […]
“ბათუმმა” “ამრა” მესამე პერიოდში გატეხა

დღეს, ბათუმში სტარტი აიღო სუპერლიგის მე-5 ტურმა. აჭარულმა კლუბმა გაგრის “ამრას” უმასპინძლა და თანაბარი პირველი ტაიმის შემდეგ საბოლოოდ იოლი გამარჯვება მოიპოვა. თავად განსაჯეთ, პირველი ნახევარი თანაბარი ანგარიშით – 35:35 დასრულდა, რის შემდეგაც მესამე პერიოდში ფაქტობრივად ყველაფერი გაირკვა. ბუბა ბერიშვილის გაწვრთნილმა ზღვისპირელებმა 10-წუთეული 28:12 მოიგეს და ბოლო პერიოდის წინ 16 ქულით დაწინაურდნენ. მატჩი ისე ჩამთავრდა, მოედანზე […]