აშშ უკრაინისთვის 425 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს აანონსებს

აშშ უკრაინისთვის 425 მილიონი დოლარის მოცულობის სამხედრო დახმარების პაკეტის შესახებ აცხადებს. ინფორმაციას აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი ავრცელებს. მათი განცხადებით, სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი მარაგების შემცირების საპრეზიდენტო უფლებამოსილების (PDA) ფარგლებში ხორციელდება, რაც იმას ნიშნავს, რომ უკრაინას დახმარება ამერიკული არმიის მარაგებიდან გადაეცემა. პაკეტში სხვა სამხედრო დახმარებასთან ერთად შედის NASAMS და HIMARS სისტემების რაკეტები, Stinger რაკეტები, დრონების საწინააღმდეგო c-UAS […]
ყოფილი სახალხო დამცველი მოქმედს უხსნის, როგორ მუშაობს საარჩევნო “კარუსელი”

“როგორც ჩანს ჩვენი ანგარიშების კითხვა დაგეზარათ და 2 ნოემბერს, 20:00 საათზე ჩაუჯექით ამ გადაცემას”, – ასე მიმართავს ყოფილი სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია მოქმედ ომბუდსმენ ლევან იოსელიანს, რომელსაც არ სჯერა, რომ 2024 წლის არჩევნები გაყალბდა. ლომჯარია გულისხმობს ნოდარ მელაძის შაბათს, რომელიც ანონსის თანახმად, მთლიანად არჩევნების გაყალბების სქემას ეხება. იოსელიანმა პალიტრას ეთერში განაცხადა, რომ „ძნელია, საღი აზრის […]
საქართველოში კრიპტოვალუტების მაინინგი გააქტიურდა

საქართველოში კრიპტოვალუტების მაინინგი, რაც უკანასკნელ წლებში შემცირებული იყო, კვლავ დაბრუნდა – ამის შესახებ სემეკის მიერ გამოქვეყნებული ელექტროენერგიის მოხმარების სტატისტიკიდან ხდება ცნობილი. საუბარია ელექტროენერგიის პირდაპირი შემსყიდველი კომპანიების მიერ მოხმარებულ ენერგიაზე, რომელთა შორისაც წელს რამდენიმე კომპანიაა, რომელიც მაინინგით არის დაკავებული. 2024 წლის 9 თვის განმავლობაში კომპანიებმა – შპს თი ეფ ზი სერვისისმა, აითილებმა და დატა ჰაბმა საერთო […]
ბურჯანაძე: სახალხო დამცველს აქვს არჩევნების კონსტიტუციურობის კონტროლის უფლებამოსილება

სახალხო დამცველის ყოფილი მოადგილის, გიორგი ბურჯანაძის თქმით, სახალხო დამცველს აქვს არჩევნების კონსტიტუციურობის კონტროლის უფლებამოსილება. ამის შესახებ იგი ფეისბუქზე წერს. “ამის არცოდნა ალბათ არაკომპეტენტურობაა. ეს უფლებამოსილება ერთადერთია, რომელიც პირდაპირ წერია კონსტიტუციაში. დანარჩენი ორგანულ კანონშია. საქართველოს მეხუთე სახალხო დამცველმა კონკრეტულ არჩევნებზე სპეციალური ანგარიშიც მოამზადა სხვათა შორის. არჩევნებში მონაწილეობის უფლება და მისი რეალიზებაც სახალხო დამცველის მანდატის ქვეშაა”, – […]
სერბეთში, რკინიგზის სადგურზე ბეტონის გადახურვის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 14-მდე გაიზარდა

სერბეთის ქალაქ ნოვი სადის რკინიგზის სადგურზე ბეტონის გადახურვის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 14-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა განაცხადა. მისი თქმით, დაღულულთა შორის 5 ადამიანის ამოცნობე ვერ მოხერხდა. დაშავებულია 3 ადამიანი. ბეტონის გადახურვა 1-ელ ნოემბერს შუადღისას ჩამოინგრა და მოსაცდელში მსხდომ ადამიანებს დაეცა. სადგურის შენობას რეკონსტრუქცია 2021 წელს ჩაუტარდა და წელს ისევ განახლდა ოფიციალური […]
“არ შეგრჩებათ, მოღალატეებო” – ქართველმა ემიგრანტებმა ვაშინგტონში, საქართველოს საელჩოსთან აქცია-პერფორმანსი გამართეს

„არ შეგრჩებათ, მოღალატეებო“, „პუტინის მარიონეტები მუშაობენ აქ“ – ამ საპროტესტო ბანერებით აქციას ქართველი ემიგრანტები ვაშინგტონში, საქართველოს საელჩოსთან მართავენ. ინფორმაციას “ამერიკის ხმა” ავრცელებს და წერს, რომ მათ უკვე დააანონსეს ახალი საპროტესტო კამპანია და ამბობენ, რომ საელჩოს შენობასთან ყოველკვირეულად შეიკრიბებიან და მოპარულ არჩევნებს გააპროტესტებენ, პარალელურად კი დისტანციურად იმუშავებენ. აქცია-პერფორმანსის იდეის ავტორები ამბობენ, რომ “არ დაღლილან და ბრძოლა […]
ამინდი იცვლება! – როგორი ამინდი იქნება 5 ნოემბრამდე?

გარემოს ეროვნული სააგენტო საქართველოში 1-4 ნოემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს. სააგენტოს ცნობით, 1-2 ნოემბერს საქართველოში შენარჩუნებული იქნება თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი, 3 ნოემბრიდან კი გაწვიმდება და გაძლიერდება დასავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა 1-2 ნოემბერს დღისით დაბლობსა და ბარში +18, +23 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება, ხოლო 3-4 ნოემბერს დაიკლებს. „თბილისში 1-3 ნოემბერს უნალექო ამინდი იქნება. […]
2 ნოემბერი – წმ. ღირსი მამა გაბრიელის აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეა

მამა გაბრიელი დაიბადა ოჯახში, სადაც ქრისტეს ხსენება მკაცრად იყო აკრძალული. მამა, ვასილ ურგებაძე კომუნისტური პარტიის წევრი იყო, რომელიც მეუღლეს უკრძალავდა ქრისტიანულ ცხოვრებას, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ფიზიკური ანგარიშსწორებით ემუქრებოდა. ვასილ ურგებაძე, მამუკინის (ნავთლუღის) სოფლის საბჭოს თავმჯდომარე და ამავე დროს შინსახკომის (შინაგან საქმეთა სახელმწიფო კომიტეტი) წარმომადგენელი იყო. 1931 წელს ვასილ ურგებაძე შეთქმულებმა ჯერ ყელსახვევით გაგუდეს, შემდეგ კი […]
თბილისი მარიოტში პირველი საერთაშორისო დაჯილდოება-გამოფენა „იფიქრე როგორც და ვინჩი“ გაიმართა

ოქტომბრის ბოლოს, თბილისი მარიოტში, პირველი საერთაშორისო დაჯილდოება-გამოფენა „იფიქრე როგორც და ვინჩი“ გაიმართა. ის რომის გალერეაში „PALAZZO VELLI EXPO“ გამართული გამოფენის „მონა ლიზას ღიმილი – იტალია“ გაგრძელება იყო და მასში 65 მხატვრის ფერწერული ტილოები იყო წარმოდგენილი. გარდა ამისა, გამოფენაზე საქართველოს, ამერიკის და ევროპის სხვადასხვა ქვეყნის 35 ხელოვანს გადაეცა სპეციალური საერთაშორისო პრიზი “ხელოვნების დიდოსტატი“ – დიპლომი, ლეონარდო […]
რუსეთისა და აშშ-ის მოქალაქე აღიარებს ბრალს რუსეთისთვის იარაღის უკანონო მიწოდების შესახებ

რუსეთისა და აშშ-ის მოქალაქე ვადიმ ერმოლენკო აღიარებს მის მიმართ წაყენებულ ბრალს რუსეთისთვის იარაღის უკანონო მიწოდების შესახებ. ინფორმაციას აშშ-ის იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს. „ბრალდებულმა აღიარა, რომ ის თამაშობდა ცენტრალური ფიგურის როლს კონტრაბანდულ სქემაში რუსეთის სადაზვერვო სამსახურებთან ერთად, რაც გულისხმობდა სნაიპერული შაშხანებისთვის განკუთვნილი საბრძოლო მასალისა და აშშ-ის სამხედრო აღჭურვილობის კონტრაბანდას“, – ნათქვამია აშშ-ის გენერალური პროკურორის მერიკა ჰარლანდის განცხადებაში. […]