მკვლელობა მესტიის მუნიციპალიტეტში – მოკლული და სავარაუდო მკვლელი ნათესავები არიან

მესტიის მუნიციპალიტეტ სოფელ ფარში მცხოვრები მამაკაცის ცხედარი სახლთან ახლოს იპოვეს. თვითმხილველების ინფორმაციით, 60 წლამდე მამაკაცს ცეცხლსასროლი იარაღიდან თავისა და შუბლის არეში 2 გამჭოლი ჭრილობა ჰქონდა. მამაკაცი თ. დ-ია. მამაკაცის ცხედარი ქუთაისის სამხარაულის ბიუროში გუშინ გადაასვენეს.
პოლიციამ დააკავა მკვლელობაში ეჭვმიტანილი 50 წლამდე მამაკაცი, რომელიც მოკლულის ნათესავია. წყაროს ინფორმაციით, სოფელში სამართალდამცველები იმყოფებოდნენ.
„მათ ადრე ჰქონდათ კონფლიქტი, მაგრამ დიდი ხნის წინ და ეს უკვე მივიწყებული იყო. ოჯახებით გვერდიგვერდ ცხოვრობენ. მკვლელობაში ეჭვმიტანილი ქართულ გალობას ასწავლიდა სკოლებშიც. ამოღებულია მკვლელობის იარაღიც.”,-ამბობს წყარო.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ სააკაშვილი – „ქოცებს“ გულზე ხვდებოდათ ჩემი კადრები, რომელიც ასახავს თუ როგორ ვეხმარებოდი ხალხს წყალდიდობისას და ჩემს მისაბაძად გაცვივდნენ თელავში – ასევე, არ შემიძლია ხაზი არ გავუსვა ოპოზიციის მიერ თავისი როლის არ შესრულებას

გიორგი შარაშიძე – რა დმანისის და ლანჩხუთის მერიებზეა საუბარი, თბილისის მერია შეისწავლონ – თუ კობახიძეს მართლა სურს დაამტკიცოს, რომ ებრძვის კორუფციას, თბილისის მერიიდან დაიწყონ, რაც შეეხება კაია კალასს, ხალხს თვითონ „ოცნება” გაემიჯნა