დიდი ბრიტანეთის „კონსერვატიული პარტიის“ ლიდერი კემი ბეიდინოკი გახდა

დიდი ბრიტანეთის „კონსერვატიული პარტიის“ ლიდერი კემი ბეიდინოკი გახდა, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. „კონსერვატიული პარტიის“ წევრებს შორის კემი ბეიდინოკმა ხმების უმრავლესობა მიიღო, მეორე ადგილზე კი იმიგრაციის ყოფილი მინისტრი, რობერტ იენრიკი გავიდა. „ჩემთვის ამ თანამდებობაზე არჩევა, ამ პარტიის ხელმძღვანელობა დიდი პატივია, პარტიის, რომელიც მიყვარს და პარტიის, რომელმაც ძალიან ბევრი მომცა“, – განაცხადა კემი ბეიდინოკმა […]

მოლდოვის პრემიერ-მინისტრი – საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ მოქალაქეებს ანონიმური ზარების გამოყენებით მოკვლით ემუქრებიან

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ მოქალაქეებს ანონიმური ზარების გამოყენებით მოკვლით ემუქრებიან, – ამის შესახებ მოლდოვის პრემიერ-მინისტრმა, დორინ რეჩანმა განაცხადა. „დაშინების ამ აქტებს ერთი მიზანი აქვს: პანიკისა და შიშის შექმნა, რათა ხალხს ქუჩაში გამოსვლის და ხმის მიცემის შეეშინდეს. გარწმუნებთ, რომ სამთავრობო ინსტიტუტები წესრიგსა და მოქალაქეებს დაიცავენ“, – განაცხადა დორინ რეჩანმა. მოლდოვის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ რიგით მოქალაქეებთან […]

ლარის კურსი ხელოვნურადაა დაჭერილი ქვეყნის რეზერვების არარაციონალური ხარჯვით – ბექა ლილუაშვილი

პარტია “გახარია – საქართველოსთვის” ერთ-ერთი ლიდერის, ბექა ლილუაშვილი, ამბობს, რომ, არჩევნების სისტემური გაყალბების პირობებში მნიშვნელოვნად გაუარესდა ეკონომიკური პრესპექტივები. მისივე მტკიცებით, ხელოვნურადაა დაჭერილი ლარის კურსი ქვეყნის რეზერვების არარაციონალური ხარჯვის გზით. “ლარის კურსი, პოლიტიკური დაკვეთით ხელოვნურადაა დაჭერილი ქვეყნის რეზერვების არარაციონალური ხარჯვის გზით – რაც, მხოლოდ საარჩევნო კვირაში, ქვეყანას 100 მლნ. დოლარი დაუჯდა, ხოლო მთლიანად ოქტომბერში იმაზე მეტი […]

“რეალის” საქციელი აღმაშფოთებელია, როდრის მთელ მსოფლიოში პატივს სცემენ, რასაც ვინისიუსზე ვერ ვიტყვი” – გარი ნევილი

ვეტერანი ფეხბურთელი და ამჟამად საფეხბურთო ანალიტიკოსი გარი ნევილი “ოქროს ბურთის” ცერემონიალს გამოეხმაურა. მოგეხსენებათ, მას შემდეგ რაც გაირკვა, რომ ჯილდოს “რეალის” ვარსკვლავი ვინისიუს ჟუნიორი ვერ მოიგებდა, “ბლანკოსმა” პარიზში გამგზავრებაზე უარი თქვა. ნევილის თქმით, “სამეფო კლუბის” ეს გადაწყვეტილება აღმაშფოთებელია. “მოხარული ვარ, რომ “ოქროს ბურთი” როდრიმ მოიგო, ესპანელი მთელი სეზონის განმავლობაში ტოპ დონეზე ასპარეზობდა. მესმის “რეალისა” და ბრაზილიელების […]

ვაკო ყაზაიშვილის გოლი და საგოლე პასი ჩინეთის ჩემპიონატის ბოლო ტურში [VIDEO]

ჩინეთის სუპერლიგის ბოლო ტურში “შანდუნმა” “მეიჟუ” 2:1 დაამარცხა, აღნიშნულ მატჩში მასპინძელთა რიგებში ვაკო ყაზაიშვილმა გოლის გატანა და საგოლე პასის შესრულება მოახერხა. 31 წლის შემტევმა მიმდინარე სეზონში “შანდუნის” მაისურით გამართულ 28 მატჩში 7 გოლის გატანა და 6 საგოლე პასის შესრულება მოახერხა. “შანდუნმა” ჩინეთის სუპერლიგაში მე-5 ადგილი დაიკავა და აზიის ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვება ვერ მოახერხა.

ლილუაშვილი: რეზერვები ნორმაზე 2-ჯერ ნაკლებია, რაც საფინანსო სექტორს უფრო მოწყვლადს ხდის

გახარია საქართველოსთვის ერთ-ერთი ლიდერმა, ბექა ლილუაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ ხელისუფლების მიერ არჩევნების სისტემური გაყალბების პირობებში მნიშვნელოვნად გაუარესდა ეკონომიკური პრესპექტივები, რაც უარყოფითად აისახება თითოეული ოჯახის სოციალურ პირობებზეც. “ეკონომიკაში დაგროვებულია მძიმე სისტემური რისკები, რომელიც, შესაძლოა, ძალიან მალე გამოვლინდეს და ერთბაშად დაასუსტოს ქვეყნის ფინანსური სისტემა – ამაზე საუბრობს არაერთი საერთაშორისო გავლენიანი ორგანიზაცია. მაგალითად, ლარის კურსი, პოლიტიკური დაკვეთით ხელოვნურადაა […]

ბექა ლილუაშვილი – არჩევნების გაყალბების შედეგად, „ქართული ოცნების“ მცდელობა – გაიხანგრძლივოს ხელისუფლება, ქმნის არამარტო ლარის კურსის, არამედ ქვეყნის ეკონომიკური და ფინანსური იზოლაციის საფრთხესაც

არჩევნების გაყალბების შედეგად, „ქართული ოცნების“ მცდელობა – გაიხანგრძლივოს ხელისუფლება, ქმნის არამარტო ლარის კურსის, არამედ ქვეყნის ეკონომიკური და ფინანსური იზოლაციის საფრთხესაც, – ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, ბექა ლილუაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ხელისუფლების მიერ, არჩევნების სისტემური გაყალბების პირობებში მნიშვნელოვნად გაუარესდა ეკონომიკური პერსპექტივები, რაც უარყოფითად აისახება თითოეული ოჯახის სოციალურ პირობებზეც. „ეკონომიკაში დაგროვილია მძიმე სისტემური რისკები, რომელიც შესაძლოა, […]

აშშ-მა გამოაცხადა, რომ ახლო აღმოსავლეთში დამატებით სამხედრო ძალებს განალაგებს

შეერთებულმა შტატებმა გამოაცხადა ახლო აღმოსავლეთში დამატებითი სამხედრო ძალების განლაგების შესახებ. მათ შორის არის საესკადრო ნაღმოსნები, სარაკეტო თავდაცვის სისტემები და შორ მანძილზე მოქმედი B-52 ბომბდამშენები. ეს ნაბიჯი გაფრთხილებაა ირანის მიმართ. როგორც პარასკევს თქვა აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს სპიკერმა პეტ რაიდერმა, ჯარები უახლოეს თვეებში დაიწყებენ ჩასვლას. „ჩვენი ვალდებულებების შესაბამისად, დავიცვათ აშშ-ის მოქალაქეები და ძალები ახლო აღმოსავლეთში, დავიცვათ ისრაელი […]

მოსკოვი, ცხინვალი და სოხუმი ჟენევის დისკუსიაზე კოორდინირებული პოზიციით გამოსვლას აპირებენ

ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის მორიგი რაუნდის წინ, მოსკოვში შეხვედრები გამართეს ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის წარმომადგენლებმა. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მიხეილ გალუზინმა დე ფაქტო აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ოდისეი ბიგვავას და ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო პრეზიდენტის წარმომადგენელს ჟენევის დისკუსიებზე კონსტანტინ კოჩიევს უმასპინძლა. ინფორმაციას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, მოსკოვის, ცხინვალის და […]

ნიკა გვარამია – დემოკრატიის დაბრუნება არა მხოლოდ პარტიების, საზოგადოების, არასამთავრობო ორგანიზაციების, გავლენის ცენტრების, ე.წ. ინფლუენსერების ვალდებულებაცაა – 50 კარვამდე გვაქვს შეგროვებული, ყველას მოვუწოდებ, დაგვეხმარეთ

საქართველოში დემოკრატიის დაბრუნება არა მხოლოდ პოლიტიკური პარტიების, არამედ საზოგადოების, არასამთავრობო ორგანიზაციების, გავლენის ცენტრების, ე.წ. ინფლუენსერების უფლება და ვალდებულებაცაა – უკვე 50 კარვამდე გვაქვს შეგროვებული და მინდა, მოვუწოდო ყველას, დაგვეხმარეთ, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა გვარამიამ საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით, სხვადასხვა საზოგადოებრივი ჯგუფის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარე […]