ნათია იოსელიანი: დაზუსტებით შეგვიძლია გითხრათ სიმართლე – ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილს ალექსანდრ მალკევიჩთან არანაირი კავშირი არ აქვს, მას არასოდეს უსწავლია რუსეთში და ამასთანავე არასდროს ყოფილა ამ ქვეყანაში

ნათია იოსელიანი: დაზუსტებით შეგვიძლია გითხრათ სიმართლე – ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილს ალექსანდრ მალკევიჩთან არანაირი კავშირი არ აქვს, მას არასოდეს უსწავლია რუსეთში და ამასთანავე არასდროს ყოფილა ამ ქვეყანაში ცესკოში საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა, რომელზეც პრეს-სპიკერმა ნათია იოსელიანმა მორიგ დეზინფორმაციასთან დაკავშირებით ისაუბრა. „გვინდა გამოვეხმაუროთ იმ დეზინფორმაციულ კამპანიას, რომელიც ბოლო რამდენიმე დღეა ინტენსიურად მიმდინარეობს მედიასა და სოციალური ქსელებში. დაინტერესებული […]
ლუვრის მუზემმა უკრაინიდან 16 ხატი გაიტანა, რათა ისინი რუსეთის იერიშებისგან დაეცვა

უკრაინული ხელოვნების ძვირფასი ნიმუშები საფრანგეთში პირველად გამოიფინა. ოთხი განსაკუთრებული უკრაინული ხატი პარიზის ჩრდილოეთით 200 კილომეტრში, ლუვრ-ლანსის მუზეუმშია წარმოდგენილი. მათ შორისაა მე-15 საუკუნის ხატი „ღვთისმშობელი ყრმით“ და მე-16 საუკუნის წმინდა იოანე ნათლისმცემლის ხატი. გამოფენაზე ასევე წარმოდგენილია ბერძენი მხატვრის თეოდორის პულაკისის ორი უჩვეულოდ დიდი ხატი, რომლებზეც ასახულია ღვთისმშობლისადმი მიძღვნილი ჰიმნისა და განკითხვის დღის სცენები. როგორც მუზეუმში ამბობენ, […]
მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული კომპანიების რეიტინგი

2024 წლის ნოემბრის მდგომარეობით, უმსხვილესი და ყველაზე ძვირად ღირებული კომპანიების სათავეში Apple ექცევა, რომელმაც წლის განმავლობაში მოწინავე პოზიციაზე მყოფ Microsoft-ს სულ ცოტა ხნის წინ გადაასწრო. ამჟამად მსოფლიოში უკვე 8 კომპანიაა, რომელთა საბაზრო ღირებულებაც 1 ტრილიონს უდრის ან აღემატება. მართალია, საფონდო ბირჟებზე დომინანტური პოზიცია კვლავ ტექნოლოგიურ კომპანიებს უჭირავთ, ძვირად ღირებული კომპანიების ჩამონათვალში ასევე ვხვდებით ნავთობის, სადაზღვევო, […]
წყალდიდობისგან დაზარალებულ ვალენსიაში 10000 ჯარისკაცსა და პოლიციელს გააგზავნიან

ესპანეთის პრემიერმინისტრი ბრძანებით, ვალენსიაში, სადაც სტიქიას ებრძვიან, დამატებით 5000 სამხედროსა და 5000 პოლიციელს გააგზავნიან. მოსახლეობა ხელისუფლებას წყალდიდობაზე რეაგირების გამო აკრიტიკებს. ბოლო მონაცემებით, ვალენსიასა და მის შემოგარენში სტიქიის შედეგად სულ მცირე 211 ადამიანი დაიღუპა. მოსალოდნელია, რომ დაღუპულთა რიცხვი გაიზრდება. ორშაბათს დაწყებულმა ძლიერმა წვიმამ წყალდიდობა გამოიწვია, რის გამოც ჩაინგრა ხიდები და ქალაქები ტალახით დაიფარა, ხოლო დასახლებული პუნქტები […]
ცესკო: მალკევიჩის აკრედიტაცია კანონმდებლობის დაცვით გაიცა, ცესკოს არ აქვს წვდომა ამა თუ იმ პირის სამართლებრივ სტატუსზე

ცენტრალური საარჩევნო კომისია განცხადებას ავრცელებს რუსი პროპაგანდისტის, ალექსანდრ მალკევიჩისთვის არჩევნების გასაშუქებლად აკრედიტაციის გაცემის შესახებ და აცხადებს, რომ ცესკოს მიმართ მორიგი დეზინფორმაციული კამპანია ხორციელდება. უწყებაში აცხადებენ, რომ რუსული მედიაორგანიზაციის წარმომადგენელზე აკრედიტაცია საარჩევნო კანონმდებლობის დაცვით გაიცა, ცესკოს არ აქვს წვდომა ამა თუ იმ პირის სამართლებრივ სტატუსზე და ეს არ განეკუთვნება ამ უწყების უფლებამოსილების ფარგლებს. ცესკოს პრესსპიკერის, ნათია […]
ევროპის კარი იხურება იმ ქართველების ხელით, ვინც “ქართულ ოცნებას” ხმა მისცა და ვინც ქართველი ხალხისგან არჩევნები მოიპარა – რასა იუკნევიჩიანე

26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით მწვავე განცხადებები არ წყდება ბრიუსელიდან. ევროპარლამენტარები ეხმაურებიან ევროკომისიის განცხადებას, რომ ვერ გასცემენ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების რეკომენდაციას იქამდე, ვიდრე ქვეყანა კურსს არ შეიცვლის, არ დაუბრუნდება პროევროპულ გზას და უკან არ გაიწვევს ე.წ უცხოეთის აგენტების, ასევე ოჯახური ღირებულებების კანონებს და არ გამოიძიებს საარჩევნო დარღვევებს. როგორც “ამერიკის ხმასთან” ინტერვიუში ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიანე აცხადებს, საქართველოში […]
ცესკო: საინფორმაციო ბრიფინგი მორიგ დეზინფორმაციასთან დაკავშირებით

ცესკო მორიგ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: გვინდა გამოვეხმაუროთ იმ დეზინფორმაციულ კამპანიას, რომელიც ბოლო რამდენიმე დღეა ინტენსიურად მიმდინარეობს მედიასა და სოციალური ქსელებში. დაინტერესებული მხარეები გამოგონილი ბრალდებებით მიუთითებენ საარჩევნო ადმინისტრაციის და უშუალოდ მისი თავმჯდომარის კავშირებზე რუსეთთან. გვინდა კატეგორიულად განვაცხადოთ, რომ ონლაინ სივრცეში გავრცელებული ხელშეკრულების ფოტოები, რომელიც თითქოს საარჩევნო ადმინისტრაციასა და რუსულ კომპანიას შორის თანამშრომლობას ასახავს, არის […]
საბა ბუაძე – პარტნიორების მხრიდან რეაქციები არის მოცემულობის შესაბამისი, მათი მხარდაჭერა მზარდია და კიდევ უფრო მწვავე რეაქციებს ველოდებით

პარტნიორების მხრიდან რეაქციები არის მოცემულობის შესაბამისი, მათი მხარდაჭერა არის მზარდი და კიდევ უფრო მწვავე რეაქციებს ველოდებით, – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა საბა ბუაძემ განაცხადა. მისი თქმით, მათ საზოგადოებას გააცნეს სამი მიმართულებით მუშაობის გეგმა, რომელთა შორის არის მუშაობა პარტნიორებთან, მუშაობა დარღვევების გამოააშკარავებაზე და მასიური წინააღმდეგობა. „ჩვენ საზოგადოებას განვუცხადეთ რამდენიმე ძირითადი მიმართულების შესახებ, ეს არის […]
თვეში 4100 ლარზე ნაკლები შემოსავლის მქონე პირებს აზარტული თამაშები შესაძლოა, აეკრძალოთ – ინიციატივა

თვეში 4100 ლარზე ნაკლები შემოსავლის მქონე პირებს შესაძლოა, აზარტული თამაშები აეკრძალოთ. ამის შესახებ ინიციატივა არასამთავრობო ორგანიზაციას „დედები აზარტული თამაშების წინააღმდეგ“ აქვს. როგორც ორგანიზაციის პრეზიდენტმა, თამარ ჯაფარიძე,, განაცხადა, წლიურად არაუმეტეს 50 000 ლარი შემოსავლის ( შესაბამისად, თვიურად საშუალოდ, 4100 ლარზე ნაკლები შემოსავლის) მქონე პირებს აზარტულ თამაშობებში ჩართვის უფლება არ უნდა ჰქონდეთ, რისთვისაც შესაბამისი კანონპროექტი მზადდება. მისი […]
ახალი კანონპროექტი უკრაინელებს ესტონეთში ხმის მიცემის უფლებას ანიჭებას

ესტონეთის პარლამენტის (რიიგიკოგუ) დეპუტატის, ჰენდრიკ ტერასის („ეესტი 200“) განცხადებით, შემუშავებული კანონპროექტი შესაძლებელს გახდის უკრაინასთან შეთანხმების დადებას, რომლის მიხედვითაც, ესტონეთში მცხოვრებ უკრაინელებს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ხმის მიცემის უფლება მიენიჭებათ. ესტონეთის ტელე-რადიო მაუწყებელთან (ERR) საუბარში, რიიგიკოგუს საკონსტიტუციო კომიტეტის თავმჯდომარემ განმარტა, რომ კანონპროექტის მიზანია, დეტალურად განისაზღვროს, ვის შეუძლია ხმის მიცემა ადგილობრივ არჩევნებში. „ესენი იქნებიან ესტონეთის მოქალაქეები, ნატო-ს და […]