რამ შეუწყო ხელი ლურჯი მოცვის საექსპორტო ბაზრის დივერსიფიკაციას? – ასოციაციის განმარტება

2024 წლის ზაფხულში საქართველოდან ექსპორტირებული ლურჯი მოცვის მოცულობა 54%-ით, მისი ღირებულება კი 53%-ით გაიზარდა. ამასთან, ექსპორტში ევროკავშირის ქვეყნების წილი გაიზარდა, რუსეთს კი – შემცირდა. ჯამში კი წელს ლურჯი მოცვის რეკორდული რაოდენობის, 26 მილიონი დოლარის ექსპორტი განხორციელდა.

ევროპის საუკეთესო რეგიონული განვითარების პროექტები დასახელდა

გამოვლინდნენ ყოველწლიური RegioStars Awards-ის გამარჯვებულები, რომლებიც დაჯილდოვდებიან საუკეთესო პროექტებით ევროპის შიდა ქვეყნების განვითარებისთვის. იტალიაში ვულკანურ კუნძულ ლიპარის ლაბორატორია ამუშავებს თევზაობის მრეწველობის ნარჩენებს, რათა შექმნას ახალი ინგრედიენტები მედიკამენტებისთვის, საკვები დანამატებისთვის და კოსმეტიკისთვის. ექსპერტები ნარჩენებიდან ამოიღებენ ანტიბაქტერიულ, ანტიმიკრობულ და სიმსივნის საწინააღმდეგო ნივთიერებებს და ნარჩენებს გამოიყენებენ თევზის ახალი საკვების წარმოებისთვის. პროექტმა ასევე მიიღო აუდიტორიის ჯილდო. სამედიცინო ცენტრი უნგრეთში […]

მირიან მირიანაშვილი – აშშ-ს ხელისუფლება საქართველოს ხელისუფლებასთან შევიდა სერიოზულ დაპირისპირებაში და მისი შედეგი არ იქნება ისეთი მარტივი და ტრივიალური, როგორიც არჩევნებამდე ივანიშვილს ეგონა

საგარეო და საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ პოლიტიკის ანალიტიკოს, მირიან მირიანაშვილს ესაუბრა. – ბატონო მირიან, არჩევნების შემდეგ საკმაოდ დრო გავიდა, არჩევნების შედეგებზე უამრავი განცხადება კი მოვისმინეთ ყველა მხრიდან, მაგრამ, სურათი მაინც არც ცხადია და არც ნათელი. მხედველობაში მაქვს ის, რომ მმართველ გუნდსა და ხელისუფლებას არჩევნების შედეგები ბევრმა კი მიულოცა, მაგრამ აშშ-ს და ევროპის 13 ქვეყანა […]

ნეომი მეტროპოლიის მშენებლობისას 21 ათასი მუშა დაიღუპა, 100 ათასი ადამიანი გაუჩინარდა – მედია

საუდის არაბეთში ნეომი მეტროპოლიის მშენებლობისას 21 ათასი მუშა დაიღუპა, კიდევ 100 ათასი ადამიანი გაუჩინარდა, დარჩენილთაგან ბევრს მონებად იყენებენ, – ამის შეასხებ არქიტექტურული გამოცემა The Architect’s Newspaper-ი წერს. “1,5 ტრილიონი დოლარიანი მომავლის ქალაქი მხოლოდ 2045 წელს დასრულდება, რაც კიდევ უფრო მეტ სიკვდილს გამოიწვევს,” – იუწყება The Architect’s Newspaper.

დიდი ბრიტანეთის მთავრობამ სანქციები დაუწესა სამ რუსულ საინფორმაციო სააგენტოს

დიდი ბრიტანეთის მთავრობამ სანქციები დაუწესა სამ რუსულ სააგენტოს და მათ მაღალჩინოსნებს, დეზინფორმაციული კამპანიების გავრცელებასა და ევროპის მასშტაბით უკრაინის წინააღმდეგ პროტესტის გაღვივებაში ადანაშაულებენ. ბრალდებული კომპანიების სიაში მოხვდნენ: სოციალური დიზაინის სააგენტო (SDA), Structura National Technologies და Ano Dialog, მათ დირექტორებთან ერთად, რომელიც საყოველთაოდ ცნობილია როგორც „Doppelganger“-ი. ამის შესახებ ინფორმაცია გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა. განცხადებაში ნათქვამია, […]

რუსეთში გაკოტრების გამო შესაძლოა 200-მდე სავაჭრო ცენტრი დაიხუროს

მომავალ წელს რუსეთში გაკოტრების გამო შესაძლოა 200-მდე სავაჭრო ცენტრი დაიხუროს, – ამის შესახებ წერს კომერსანტი. გამოცემის განმარტებით, ეს ყველაფერი საბაზისო განაკვეთის ზრდით არის განპირობებული. სავაჭრო ცენტრის მფლობელებმა ხელისუფლებას მიმართეს სუბსიდიების ან სესხის პირობების გადახედვის მორატორიუმის მოთხოვნით. სხვათა შორის, ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ყველაზე მსხვილი დავალიანებული სავაჭრო ცენტრები შეიძლება გახდეს ბანკების საკუთრება.

ლიონში (საფრანგეთი) საბავშვო საფენებს დააკომპოსტირებენ

ლიონი (საფრანგეთი) დაიწყებს მეორადი ბავშვის საფენების მასობრივ კომპოსტირებას. წლის დასაწყისში ქალაქში უკვე ათმა ბაგა-ბაღმა დაიწყო ბიოდეგრადირებადი საფენების გამოყენება, რომელთა გადამუშავებაც შესაძლებელია. ისინი არ შეიცავენ პლასტმასს, ქიმიკატებს, მცენარეულია და უსაფრთხოა ბავშვის კანისთვის. მეორად საფენებს კურიერები სატვირთო ველოსიპედებით მიიტანენ გადამამუშავებელ ქარხანაში, სადაც მათ ურევენ სველ საკვებ კომპოსტსა და ხის ნამსხვრევებს. მზა კომპოსტს გამოიყენებენ როგორც სასუქს ბოსტნეულისა და […]

უმსხვილესი ენერგომომხმარებელი კომპანიები საქართველოში

2024 წლის ცხრა თვეში საქართველომ სულ 11.7 მილიარდი კილოვატ საათი ელექტროენერგია მოიხმარა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 0.7%-ით არის გაზრდილი. სტატისტიკის თანახმად, ქვეყანამ წელს საკუთარი ენერგომოხმარების უდიდესი ნაწილი ადგილობრივი გენერაციის მეშვეობით დააკმაყოფილა, რამაც აღნიშნულ პერიოდში 11.3 მილიარდი კილოვატ საათი შეადგინა. სემეკის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის თანახმად, ადგილობრივ მოხმარებაში თელასისა და ენერგო პროს აბონენტები ჭარბობენ, კერძოდ […]

შალვა პაპუაშვილი ეხმაურება ევროპარლამენტარ იუკნევიჩიანეს განცხადებას არჩევნებთან დაკავშირებით

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი, სოციალურ ქსელში ეხმაურება ევროპარლამენტარ რასა იუკნევიჩიანეს განცხადებას საქართველოში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით და წერს, რომ ლიეტუვის სახელისუფლებო პარტიის წარმომადგენლის განცხადებები „აბსოლუტურად მიუღებელი და შეურაცხმყოფელია“. „ამერიკის ხმისთვის“ მიცემულ ინტერვიუში რასა იუკნევიჩიანე ამბობს, რომ საქართველოში მიმდინარე მოვლენებისა და ევროკავშირში გაკეთებული განცხადებების ფონზე, მისთვის ნათელია, რომ ნატოსა და ევროკავშირის კარი, რომელზეც აქამდე გამუდმებით ისმოდა, […]

წყალდიდობის გამო ვალენსიაში დამატებითი ჯარები გაიგზავნა

ესპანეთის ხელისუფლებამ კიდევ 500 ჯარისკაცი გაგზავნა ვალენსიის ავტონომიურ თემში კატასტროფული წყალდიდობის შედეგების აღმოსაფხვრელად. ეს მოხდა ადგილობრივი ხელმძღვანელობის კრიტიკის ფონზე, რომ სტიქიაზე რეაგირება დააგვიანა და, როგორც ამტკიცებენ, მის შესახებ არ იყო დროული გაფრთხილება. ბოლო მონაცემებით, 200-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, უმეტესობა თავად ვალენსიაში და მიმდებარე რაიონებში. ამასთან, მოსალოდნელია წყალდიდობის მსხვერპლთა რიცხვის გაზრდა. კრიტიკული ვითარება გამოიწვია ამ კვირაში […]