ანა ნაცვლიშვილი – მთავარი ფიგურა, რომელიც რუსულ გეგმას ახორციელებს და სათავეში უდგას სპეცოპერაციას, არის ივანიშვილი – სანქციების რეჟიმის გაგრძელება გარდაუვალია

„ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი „რუსულ გეგმას“ ახორციელებს საქართველოში, რის გამოც მისი დასანქცირება გარდაუვალია. როგორც ნაცვლიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ბიძინა ივანიშვილს ადრე თუ გვიან პერსონალური პასუხისგება მოუწევს. „ბიძინა ივანიშვილი არის რუსი ოლიგარქი, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ იმ სქემებს ახორციელებს, რომელიც დაწერილი არის კრემლში ქვეყნის ინტერესების დასაზიანებლად და საქართველოს დამოუკიდებლობის […]
გიორგი ვაშაძე – პირველადი დასკვნები წარვუდგინეთ დიპლომატიურ კორპუსს და საერთაშორისო ორგანიზაციებს, ახლა „ქართული ოცნებისგან“ ველოდებით პასუხს, რადგან საერთაშორისო გამოძიება ვერ დაიწყება, თუ წვდომა არ მისცეს ყველა მასალაზე

ჩვენ პირველადი დასკვნები უკვე წარვუდგინეთ დიპლომატიურ კორპუსს და საერთაშორისო ორგანიზაციებს. ახლა „ქართული ოცნებისგან“ ველოდებით პასუხს, რადგან საერთაშორისო გამოძიება ვერ დაიწყება, თუ მათ წვდომა არ მისცეს ყველა ამ მასალაზე, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. მისი თქმით, ასეთი ტოტალური და სისტემური დანაშაული ვერც დაიმალება და ვერავის ვერ შერჩება. „ჩვენ […]
ირაკლი კობახიძე – ჩვენ არ გვაქვს არავითარი დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთის ფედერაციასთან – ჩვენი კომუნიკაცია ძირითადად ეხება ჰუმანიტარულ საკითხებს, ვაჭრობასა და ეკონომიკას

ჩვენ არ გვაქვს არავითარი დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთის ფედერაციასთან, რადგან ჩვენი ტერიტორიის 20% ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ იტალიურ სატელევიზიო არხ sky-სთან ინტერვიუში განაცხადა. კობახიძის თქმით, კომუნიკაციისთვის ორი სპეციფიკური ხაზია. „ჩვენი კომუნიკაცია ძირითადად ეხება ჰუმანიტარულ საკითხებს, ვაჭრობასა და ეკონომიკას. თუკი ვინმე დაგვარწმუნებს, რომ გამჭვირვალობის თუ სხვა რომელიმე კანონი არ შეესაბამება […]
ირაკლი კობახიძე – ვინც სარგებლობს უცხოური დაფინანსებით, ცდილობს რევოლუციის წახალისებას საქართველოში, ჩვენ ვთვლით, რომ ამ შემთხვევაში მისი დაფინანსება უნდა იყოს სრულად გამჭვირვალე

ვინც სარგებლობს უცხოური დაფინანსებით, ცდილობს რევოლუციის წახალისებას საქართველოში, ჩვენ ვთვლით, რომ ამ შემთხვევაში მისი დაფინანსება უნდა იყოს სრულად გამჭვირვალე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ იტალიურ სატელევიზიო არხ Sky-სთან ინტერვიუში განაცხადა. პრემიერის თქმით, „ოჯახური ღირებულებების დაცვის კანონით“ არ იზღუდება ადამიანის უფლებები, „აქ საუბარია პროპაგანდის შეზღუდვაზე“. „ამ ეტაპზე ჩვენ გვაქვს სპეციფიკურ საკითხებთან დაკავშირებული გამოწვევები: მაგალითად, […]
ირაკლი ფავლენიშვილი – როდესაც ხალხს ართმევენ თავისუფლებას და ყველაზე მთავარ დემოკრატიულ ინსტიტუტს, არჩევნებს, ერთადერთ გზად რჩება ეროვნული წინააღმდეგობა, მათ შორის ქუჩის პროტესტი

როდესაც ხალხს ართმევენ თავისუფლებას და ართმევენ ყველაზე მთავარ დემოკრატიულ ინსტიტუტს – არჩევნებს, ამ შემთხვევაში ერთადერთ გზად რჩება ეროვნული წინააღმდეგობა, მათ შორის ქუჩის პროტესტიც, რომელიც უნდა იყოს იქამდე, სანამ არ დავიბრუნებთ არჩევნებს, – ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა, რითაც ოპოზიციის მიერ ხვალ დაგეგმილ აქციას გამოეხმაურა. მისივე შეფასებით, „სანამ არჩევნები ყალბდება, […]
უკრაინელებმა 10 ოლქში 66 დრონი და ერთი რაკეტა ჩამოაგდეს

რუსეთმა უკრაინაზე წუხელ იერიში 96 უპილოტო საფრენი აპარატით და X-59/69 ტიპის რაკეტით მიიტანეს, უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა დაადასტურეს რაკეტა და 66 დრონი ჩამოაგდეს, – ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, რუსებმა რაკეტა კურსკის ოლქიდან გაუშვეს, დრონები კი ბრიანსკის, კურსკისა და პრიმორსკო-ახტარსკის მიმართულებიდან. უკრაინელებმა 66 დრონი და ერთი რაკეტა კიევის, სუმის, ხმელნიცკის, […]
გიორგი ვაშაძე – სრულად გაშიფრულია დანაშაულებრივი სისტემა, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ შექმნა, ეს არ იყო არჩევნები, ეს იყო სპეცოპერაცია, სწორედ ამიტომ ვითხოვთ არჩევნების ხელახლა ჩატარებას

სრულად გაშიფრულია ის დანაშაულებრივი სისტემა, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ შექმნა – სწორედ ამიტომ ვამბობთ, რომ ეს არ იყო არჩევნები – ეს იყო სპეცოპერაცია საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ იცის, რომ „ეს არის ტოტალური კონტროლის ქვეშ ჩატარებული“ არჩევნები, „ორგანიზებულ-დანაშაულებრივი სქემა“, რომლის […]
ირაკლი კობახიძე – საქართველოს მთავრობა ცალსახად პროევროპულია

საქართველოს მთავრობა ცალსახად პროევროპულია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ იტალიურ სატელევიზიო არხ sky-სთან ინტერვიუში განაცხადა. როგორც კობახიძემ აღნიშნა, საქართველოს კონსტიტუციაში ქვეყნის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტად განსაზღვრულია, რომ ყველა ხელისუფლებამ ხელი უნდა შეუწყოს საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას. „ჩვენთვის აქ არჩევანის საკითხი არ დგას, რადგან საქართველოს კონსტიტუციაში ქვეყნის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტად განსაზღვრულია, რომ ყველა ხელისუფლებამ ძალ-ღონე არ […]
ირაკლი კობახიძე – ჩვენი სახელმწიფოს ეროვნული მიზნების რეალიზებაში თითოეული დიპლომატის შრომას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება, მადლობას გიხდით გაწეული საქმიანობისთვის

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოს დიპლომატიური კორპუსის წევრებს დიპლომატის დღეს ულოცავს. მთავრობის მეთაური დიპლომატებს მადლობას უხდის გაწეული საქმიანობისა და პროფესიონალიზმისთვის. “საქართველოს დიპლომატიური კორპუსის წევრებს გილოცავთ დიპლომატის დღეს! ჩვენი სახელმწიფოს ეროვნული მიზნების რეალიზებაში თითოეული დიპლომატის შრომას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. მადლობას გიხდით გაწეული საქმიანობისთვის, პროფესიონალიზმისა და პატრიოტიზმისთვის და გისურვებთ წარმატებებს თქვენს საპასუხისმგებლო საქმიანობაში”, – აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი. ინფორმაციას […]
ირაკლი ფავლენიშვილი – პოლიტიკური ძალა, რომელიც ხმების უდიდეს ნაწილს იღებს უკანონო მეთოდებით, მოსყიდვით, დაშინებით, შეუძლებელია ჩაითვალოს მმართველ პარტიად

არჩევნებზე ყველა მეთოდით ხდებოდა ქართველი ხალხის ნების შეცვლა, რაც ამ არჩევნებს ხდის არალეგიტიმურს. შეუძლებელია პოლიტიკური ძალა ჩავთვალოთ მმართველ პარტიად, რომელმაც ყველაფერი უკანონო გააკეთა არჩევნებში გასამარჯვებლად, – განაცხადა „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა. ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებით, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა ხმების სრული უმრავლესობა უკანონო გზით მიიღო. „მას აქვს […]