ირაკლი ფავლენიშვილი – პოლიტიკური ძალა, რომელიც ხმების უდიდეს ნაწილს იღებს უკანონო მეთოდებით, მოსყიდვით, დაშინებით, შეუძლებელია ჩაითვალოს მმართველ პარტიად

არჩევნებზე ყველა მეთოდით ხდებოდა ქართველი ხალხის ნების შეცვლა, რაც ამ არჩევნებს ხდის არალეგიტიმურს. შეუძლებელია პოლიტიკური ძალა ჩავთვალოთ მმართველ პარტიად, რომელმაც ყველაფერი უკანონო გააკეთა არჩევნებში გასამარჯვებლად, – განაცხადა „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა.
ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებით, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა ხმების სრული უმრავლესობა უკანონო გზით მიიღო.
„მას აქვს შექმნილი სისტემა, რომელიც ახდენს არჩევნებზე არა ხმების მობილიზაციას, არამედ, უბრალოდ, იპარავს ხმებს და აიძულებს მოქალაქეებს ხმის მიცემას. პოლიტიკური ძალა, რომელიც ხმების უდიდეს ნაწილს იღებს უკანონო მეთოდებით, მოსყიდვით, დაშინებით, შეუძლებელია ჩაითვალოს მმართველ პარტიად. კრიმინალური სინდიკატი არის უკვე ის ორგანიზაცია, რომელიც ასე ფუნქციონირებს, – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას: სანამ 24 საათი ისაუბრებთ, გაარჩევთ რას აკეთებს ან რა უნდა ივანიშვილს, მანამდე ვიქნებით ამ ტყლაპოში. მანამდე დაგვამარცხებენ და ქუჩებში დახოცავენ 17 წლის ვაჟკაცებს!

ნიკა გვარამია – უსაფრთხოების სამსახურის უფროსს წელიწადნახევარში ოთხჯერ რომ ცვლი, ესე იგი გეშინია – არ ვიცი, რეალური შეთქმულების თუ თავში მოგონილის, ორივე ახასიათებს ივანიშვილს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს შიშის ნიშანია