მოლდოვამ საპრეზიდენტო არჩევნებში “მასშტაბური ჩარევის” შესახებ განაცხადა

მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, 3 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის ფარგლებში გერმანიისა და დიდი ბრიტანეთის რამდენიმე საარჩევნო უბანზე ნაღმების შესახებ სიგნალები გავრცელდა. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში სახელმწიფოს მეთაურის პოსტისთვის იბრძვიან ამჟამინდელი პრეზიდენტი მაია სანდუ, რომელიც ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების მომხრეა და ყოფილი გენერალური პროკურორი ალექსანდრ სტოიანოგლო, რომელსაც პრორუსული სოციალისტური პარტია უჭერს მხარს. კიშინიოვში აღნიშნეს, რომ […]
ოპოზიციის დღევანდელი მდგომარეობა დავით ქართველიშვილს ანეკდოტს ახსენებს

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში ანეკდოტს აქვეყნებს, რომელიც, როგორც თავად წერს ქართულ ოპოზიციას ახსენებს. „ეს არის ინგლისური ანეკდოტი ფილოსოფიის გამოცდაზე: პროფესორმა მაგიდაზე სკამი დადო და დაფაზე დაწერა: „დაამტკიცე, რომ ეს სკამი არ არსებობს“. სტუდენტებმა დაიწყეს გრძელი ესეების წერა, გაჯერებული მსჯელობით ყოფიერების არსებობასა და მის აღქმაზე. ერთმა მოსწავლემ კი მხოლოდ ორი სიტყვა დაწერა […]
რუსთავში საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი ლიკვიდირებულია

რუსთავში, შარტავას გამზირზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი იყო. როგორც “ინტერპრესნიუსს” შს სამინისტროს საგანგებო სიტუაციების სამსახურში განუცხადეს, ცეცხლი ამ დროისთვის, ლიკვიდირებულია. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. “ინფო რუსთავის” ინფორმაციით, მოხდა კორპუსის მცხოვრებთა ევაკუაციაც.
ბიზნესესხებიდან ყველაზე მაღალი ვადაგადაცილება რესტორნების სექტორშია, საცალო სეგმენტში – ოვერდრაფტების სესხებში

საქართველოს კომერციულ ბანკებს 2024 წლის სექტემბრის მდგომარეობით 60.5 მილიარდი ლარის საკრედიტო პორტფელი აქვთ ეკონომიკაზე გაცემული. ბანკების მიერ წარდგენილი ფინანსური ანგარიშგებების თანახმად, ამ სესხებიდან 90 დღეზე მეტად, ანუ 3 თვეზე მეტად ვადაგადაცილებულია 1 მილიარდი ლარის მოცულობის კრედიტები, რაც მთლიანი პორტფელის 1.7%-ია. ქართული საბანკო სისტემა წლებია ვადაგადაცილებული კრედიტების დაბალ მაჩვენებელს ინარჩუნებს, თუმცა კრედიტების კონკრეტული სახეობების მიხედვით, ვადაგადაცილების […]
საიას ხელმძღვანელი აცხადებს, რომ არჩევნებთან დაკავშირებით სარჩელები თბილისისა და სხვა ქალაქების სასამართლოებმა არ დააკმაყოფილეს

საია-ს ხელმძღვანელი, ნონა ქურდოვანიძე აცხადებს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სარჩელი, რომელიც 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ხმის ფარულობას უკავშირდებოდა. მისივე ინფორმაციით, ანალოგიური შინაარსის სარჩელები არ იქნა დაკმაყოფილებული ქვეყნის სხვა სასამართლოებშიც. “ახლახანს დასრულდა საქალაქო სასამართლოში საიას სარჩელის განხილვა ხმის ფარულობის უფლებაზე. საქმე განიხილა გამოსაცდელ ვადაში მყოფმა, ახლახანს დანიშნულმა მოსამართლემ. მას ჰქონდა შანსი, […]
ესპანეთის მეფეს ტალახი დაუშინეს წყალდიდობით დაზარალებულ რეგიონში

განრისხებულმა ბრბომ ტალახი ესროლა ესპანეთის მეფე ფილიპე VI-ს და შეურაცხმყოფელი შეძახილებით შეხვდა მას, როცა მონარქი კვირას ეწვია ვალენსიის რეგიონში მდებარე ქალაქ პაიპორტას. ქალაქი ყველაზე მეტად დაზარალდა ბოლოდროინდელი დამანგრეველი წყალდიდობით. „მკვლელო“, – უყვიროდა ხალხმა ესპანეთის მეფეს. სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ ქალაქში მისულ ხელისუფლების წარმომადგენლებსაც. გაისმოდა კითხვები იმაზე, თუ რატომ არ გამოჩნდნენ ისინი უფრო ადრე. რაღაც მომენტში ხალხის […]
“გალათასარაიმ” ოსიმენის გამოსყიდვა მოისურვა

Sözcü-ს ცნობით, “გალათასარაიმ” “ნაპოლისგან” იჯარით აყვანილი ვიქტორ ოსიმენის გამოსყიდვა მოიწადინა, მზადაა ტრანსფერში მაქსიმუმ 50 მილიონი ევრო გადაიხადოს, ფეხბურთელს კი ხუთწლიანი კონტრაქტი გაუფორმოს. ამ ფასად ოსიმენს, რა თქმა უნდა, ნეაპოლური კლუბის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი ვერ შეელევა. მიმდინარე სეზონში ოსიმენმა 7 მატჩში 4 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა. Transfermarkt-ის მიხედვით მისი ფასი 75 მილიონია. […]
რა წილი აქვს ქარის, თბო და ჰიდრო სადგურებს საქართველოში ელექტროენერგიის გამომუშავებაში

2024 წლის 9 თვეში საქართველოში ელექტროენერგიის გენერაცია 1.5%-ით გაიზარდა და 11.4 ტვტ.სთ შეადგინა, – ამის შესახებ „გალტ ენდ თაგარტის“ კვლევაში ვკითხულობთ. აღსანიშნავია ისიც, რომ ელექტროენერგიის გენერაციაში უდიდესი წილი ჰიდროელექტროსადგურებზე მოდიოდა და საანგარიშო პერიოდში 83.5% შეადგინა. „ჰიდრო გენერაცია წლიურად 7.2%-ით გაიზარდა 9.5 ტვტ.სთ-მდე და ჯამური გენერაციის 83.5% შეადგინა. ზრდა გამოწვეული იყო ამ წლის სახარბიელო ჰიდროლოგიით და […]
მედია – ირანში დააკავეს სტუდენტი გოგონა, რომელმაც უნივერისტეტის წინ პროტესტის ნიშნად ტანსაცმელი გაიხადა

ირანში, დააკავეს სტუდენტი გოგონა, რომელმაც უნივერისტეტის წინ ტანსაცმელი გაიხადა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. როგორც CNN-ი წერს, სტუდენტმა ქალმა აღნიშნული ფორმით გამოხატა წინააღმდეგბობა ქვეყნის მკაცრი, ჩაცმულობის კანონის მიმართ. ვიდეო, რომელიც სოციალურ მედიაში გავრცელდა და ასევე, გაავრცელა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა, ჩანს, რომ ქალი უნივერსიტეტის გარეთ ტანსაცმლის გარეშე ზის და თმები აქვს გაშლილი. კიდევ ერთ ვიდეოში […]
„რადარმა“ სასტუმროებისთვის ახალი ციფრული პლატფორმა შექმნა – რა ღირს მომსახურება?

საკონსულტაციო კომპანია „რადარმა“ სასტუმროებისთვის ახალი ციფრული პლატფორმა შექმნა. როგორც BMGTV-ის გადაცემა „რედაქტ2-ში“ სტუმრობისას კომპანიის დამფუძნებელმა, მაია მახათაძემ განაცხადა, პლატფორმის შექმნისას გათვალისწინებულია იმ მსხვილი ამერიკული კომპანიების გამოცდილება, რომლებსაც მომსახურების მაღალი დონე აქვთ. „პლატფორმის შექმნის მიზანი იყო მომსახურების ხარისხის გაზრდა. გარდა ამისა, მიიღებენ სერვისებს, რომელიც მათ არა მხოლოდ გადარჩენისთვის, არამედ ყოველდღიური ოპერირებისთვის და თავიანთი ბიზნესის საქმიანობის გაუმჯობესებისთვის […]