ოპოზიციის დღევანდელი მდგომარეობა დავით ქართველიშვილს ანეკდოტს ახსენებს

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში ანეკდოტს აქვეყნებს, რომელიც, როგორც თავად წერს ქართულ ოპოზიციას ახსენებს.
„ეს არის ინგლისური ანეკდოტი ფილოსოფიის გამოცდაზე:
პროფესორმა მაგიდაზე სკამი დადო და დაფაზე დაწერა: „დაამტკიცე, რომ ეს სკამი არ არსებობს“.
სტუდენტებმა დაიწყეს გრძელი ესეების წერა, გაჯერებული მსჯელობით ყოფიერების არსებობასა და მის აღქმაზე. ერთმა მოსწავლემ კი მხოლოდ ორი სიტყვა დაწერა და ჩააბარა ნამუშევარი. საბოლოოდ მან უმაღლესი შეფასება მიიღო.
მის ფურცელზე ეწერა:
“რომელი სკამი?”
იგივე პასუხი მებადება ჩვენს “ოპოზიციაზე” – წერს დავით ქართველიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

ჯაბა ხუბუა: როცა ნაცი ფავლენიშვილი ლარსის საზღვარს მორდორის კარიბჭეს უწოდებს, ამით ამბობს, რომ საქართველო ბნელეთი და ბოროტებაა- პრინციპში, ახალგაზრდა კაცი მწამებელი რეჟიმის შემქმნელ პარტიაში რომ გაწევრიანდება, არც არის გასაკვირი, საკუთარი სამშობლო არ უყვარდეს და ბნელეთად მიაჩნდეს