მიხეილ სააკაშვილი – დღევანდელ აქციაზე ხალხის რაოდენობა მნიშვნელოვანია, მაგრამ არა გადამწყვეტი – უფრო მნიშვნელოვანია აქციების განგრძობადობა, წინააღმდეგობის ხარისხი და ორგანიზატორების პრინციპულობა

მზადდება საქართველოს დიდი ეთნიკური წმენდა. კიდევ მილიონამდე ადამიანის იძულება დატოვონ ქვეყანა. ჩვენ ძალიან ბევრი დრო არ გვაქვს. რა თქმა უნდა გვჭირდება მოთმინებაც, მაგრამ მოთმინებაზე მეტად გვჭირდება აგრესიული წინააღმდეგობა უკვე დე-ფაქტო დამყარებული დიქტატურისადმი, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. სააკაშვილი ეხმაურება დღეს, ოპოზიციის მიერ რუსთაველის გამზირზე დაგეგმილ აქციას, რომელიც 26 ოქტომბრის […]
ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, ყველა სამართლებრივ გზას მიმართავენ, რათა არჩევნების არალეგიტიმურობა დაამტკიცონ

კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, ისინი ყველა სამართლებრივ გზას მიმართავენ, რათა არჩევნების არალეგიტიმურობა დაამტკიცონ. ამის შესახებ მან დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „მინდა საზოგადოებას მოგაწოდოთ ფაქტები იმის შესახებ, როგორ გამალებით მალავს შეშინებული ხელისუფლება 26 ოქტომბერს ჩადენილი დანაშაულის მთავარ სამხილებს. ჩვენ გითხარით, რომ ე.წ. შავი ყუთი ინახავს უტყუარ ინფორმაციას ჩადენილი უმძიმესი დანაშაულის შესახებ, რაც […]
გლდანში კიდევ ერთი სკვერი განახლდა – გამგეობის ბიუჯეტიდან 1 847 408 ლარი დაიხარჯა

გლდანის „ა“ მიკრორაიონში, N55-58 კორპუსებთან სკვერის რეაბილიტაცია დასრულდა. პროექტს დედაქალაქის მერი კახა კალაძე ადგილზე გაეცნო. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. „აღნიშნული სამუშაოები რამდენიმე თვის წინ დავიწყეთ. მოსახლეობას დავპირდით, რომ მოეწყობოდა სივრცე, სადაც ისინი შეძლებდნენ დასვენებას, გართობას, ვარჯიშს. პროექტის ფარგლებში, ბავშვებისთვის მოეწყო ატრაქციონები, ასევე, ქვედა ტერიტორიაზე არის საკალათბურთო და საფეხბურთო მოედანი, რომელიც რეაბილიტირდა. სივრცე ყოველმხრივ […]
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილებს უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით ქვემო ქართლის რეგიონში თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ აფხაზეთიდან დროებით დევნილებს უფასო მრავალპროფილური სკრინინგული გამოკვლევები ჩაუტარდათ. ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის მთავრობა ავრცელებს. მათივე ცნობით, აქციის ფარგლებში ბენეფიციარებს მაღალკვალიფიციური ექიმ სპეციალისტების კონსულტაცია ჩაუტარდათ და ექიმის დანიშნულების შესაბამისად საჭირო მედიკამენტები უსასყიდლოდ გადაეცათ. „ღონისძიების მიმდინარეობას […]
ელისაშვილი იოსელიანზე: რამდენიმე თვეა კომუნიკაცია არ გვქონია, მასზე ლაპარაკი არ მინდა

ლევანი ჩემი ბავშვობის მეგობარია, თუმცა მასთან რამდენიმე თვეა კომუნიკაცია არ მქონია, რადგან ბევრი რამ ჩემთვისაც უბრალოდ აუხსნელია. არ მინდა ამაზე ლაპარაკი… არჩევნების გაუქმება იყო, ადამიანებზე ზეწოლა, მილიონი ფაქტია როგორ აიძულებდნენ სოციალურად დაუცველებს ხმის მიცემას, პასპორტების ჩამოართმევა საჯარო უწყებებში – ეს თუ ადამიანის უფლებების დარღვევა არ არის არ ვიცი, ეს იყო აღვირახსნილობა. ლევანზე ლაპარაკი არ მინდა.
მაია სანდუ ქართველ ხალხს მიმართავს

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გამარჯვების შემდეგ მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ ქართველ ხალხს მიმართავს. „გუშინ მოლდოველებმა გადადგეს გადამწყვეტი ნაბიჯი ჩვენს ევროპულ გზაზე. მაგრამ ბრძოლა დემოკრატიისთვის მოლდოვაში და ჩვენს რეგიონში გრძელდება. ქართველ ხალხს: აღფრთოვანებული ვარ თქვენი გამძლეობითა და მონდომებით, ააშენოთ თავისუფალი, ევროპული მომავალი. მტკიცედ დადექით — მოლდოვა თქვენთანაა“, — წერს სანდუ X-ზე. Yesterday, Moldovans took a crucial […]
არჩევნების გაყალბების გამოძიება: პროკურატურამ მეზვრიშვილი დაიბარა

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ნათია მეზვრიშვილი ამბობს, რომ პროკურატურაში დაიბარეს არჩევნებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, თუმცა ის ამ უწყებაში მისვლას არ აპირებს, თუმცა მზადაა ჩვენება სასამართლოში მისცეს: ამის შესახებ მეზვრიშვილმა სოციალურ ქსელში წერს: „პროკურატურიდან დამირეკეს, ივანიშვილის დაკვეთით არჩევნების გაყალბების ჩასაფარცხად გამოძიება რომ დავიწყეთ, მაგაზე გიბარებთ, რადგან თქვენ გაყალბების მტკიცებულებებზე და სქემებზე საუბრობთო. · კარგია, […]
სიტყვებსა და ფერებთან თამაში-როდის ხდება სწავლა სასიამოვნო და სახალისო

თავიდან ყველაფერი სიტყვების თამაშით დაიწყო და მისი საქმიანობის ამოსავალი სლოგანი გახდა: „ყველაფერი (თ)ამაშია“. მერე, იმ გზაზე პატარ-პატარა აღმოჩენები გააკეთა. სიტყვებით თამაში მისთვის ერთგვარი მაგიური იარაღია, ხელოვნებაა, რომლის მეშვეობითაც ახალი პერსპექტივების დანახვა და ეფექტური კომუნიკაციაა შესაძლებელი. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური თანამშრომელი, ლექტორი და ხელოვანი, მაია გიორგაძე “თამაშის ელემენტით“ სწავლების პროცესს სტუდენტებისთვის ბევრად საინტერესოსა […]
5 ნოემბერს საქართველოში ამინდი გაუარესდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 5 ნოემბერს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მაღალ მთაში თოვლი, ზოგან შესაძლებელია ქარბუქი. ამასთან, განმარტავენ, რომ საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. „ზღვაზე შესაძლებელია 4-6 ბალიანი შტორმული ღელვა. მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მატება, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს. (საფრთხის დონე საშუალო)“, […]
ლევან ქარუმიძე ტარიე ჰელანდის მიერ საქართველოს რუკასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე – დეზინფორმაცია არჩევნების კიდევ ერთი უარმყოფლისგან, შეგიძლიათ იხილოთ რეალური პრეზენტაცია ეკრანზე

დეზინფორმაცია არჩევნების კიდევ ერთი უარმყოფლისგან, – ასე პასუხობს „ქართული ოცნების“ დეპუტატი, ლევან ქარუმიძე, ნორვეგიელი კომუნიკაციების კონსულტანტის, ტარიე ჰელანდის მიერ X-ზე გამოქვეყნებულ განცხადებას, სადაც მან „შემაშფოთებელი ნაბიჯი“ უწოდა პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილის პრეზენტაციაში გამოყენებულ საქართველოს რუკას, სადაც ოკუპირებული რეგიონები ნაცრისფრად არის გამოყოფილი. ლევან ქარუმიძის თქმით, ყველა ქართულმა მედიასაშუალებამ მიიღო პრეზენტაციის ციფრული ვერსია, სადაც რეალურად ჩანს, როგორ […]