საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთა ავტობუსის ტიპის სატრანსპორტო მომსახურებაზე აცხადებს მოწვევას ინტერესთა გამოხატვაზე

საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ინტერესთა გამოხატვის საშუალებით იწვევს ყველა იმ პირს, რომელიც დაინტერესებულია ქუთაისის დავით აღმაშენებლის საერთაშორისო აეროპორტში სატრანსპორტო საშუალებებით, კერძოდ ავტობუსებით არაექსკლუზიური უფლებით მოემსახუროს მგზავრებს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს. მათივე განმარტებით, ამ ეტაპზე მგზავრთა გადაყვანა დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტამდე და პირიქით, თბილისიდან და ბათუმიდან ავტობუსის ორი კომპანიის მიერ ხორციელდება, თუმცა ქუთაისის საერთაშორისო […]
გია ვოლსკი – საქართველოს საზოგადოების დიდი ნაწილი – მილიონ 200 ათასამდე ადამიანი „ქართულ ოცნებას“ უჭერს მხარს, რაც დიდი ძალა და არგუმენტია იმისთვის, რომ ჩვენმა პარტნიორებმა შესაბამისი დასკვნები გააკეთონ

საქართველოს საზოგადოების დიდი ნაწილი – მილიონ 200 ათასამდე ადამიანი „ქართულ ოცნებას“ უჭერს მხარს, რაც დიდი ძალა და არგუმენტია იმისთვის, რომ ჩვენმა პარტნიორებმა შესაბამისი დასკვნები გააკეთონ, მაგრამ არც იმდენად დიდია, რომ გლობალური დაპირისპირების პირობებში პოზიცია მყისიერად შეცვალონ! – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განუცხადა. მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ კლასტერთან დაკავშირებულმა მედია საშუალებების მიერ […]
„ჯარიმა გამოწერილია შეცდომით“ – უგულავას „უბილეთოდ მგზავრობისთვის“ დაკისრებული ყადაღა მოუხსნეს

თბილისის მერიის პრესსამსახურში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ დედაქალაქის ყოფილ მერს, გიგი უგულავას, ავტობუსით „უბილეთოდ მგზავრობისთვის“ ჯარიმა შეცდომით გამოუწერეს. მერიის ცნობით, ამ დროისთვის უგულავას მოეხსნა ჯარიმასთან დაკავშირებული ყველა შეზღუდვა. თბილისის მერიაში უგულავას სახელზე ჯარიმის შეცდომით გამოწერის მიზეზი განმარტეს. „აღნიშნული ჯარიმა გამოწერილია შეცდომით. უბილეთო მგზავრობას ადგილი ჰქონდა სხვა პიროვნების მხრიდან და იდენტიფიცირების დროს დაფიქსირდა ხარვეზი. აღნიშნული მოქალაქის […]
GCCA-მ ორი წლის განმავლობაში მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით 1300-მდე განაცხადი განიხილა

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო(GCCA) მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით მიღებული შედეგების მიხედვით ორი წლის სტატისტიკას აქვეყნებს. კერძოდ, 2022 წლის ნოემბრიდან, GCCA „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონს აღასრულებს და ბიზნეს-სამომხმარებლო ურთიერთობებში, საქართველოს ტერიტორიაზე, კანონით დადგენილი უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვას უზრუნველყოფს. მიღებული სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, საქმეების 80%-ზე მეტი მომხმარებლის სასარგებლოდ წყდება. გენდერული ნიშნით განმცხადებლების […]
დღეიდან ევროპარლამენტში ევროკომისრობის კანდიდატთა მოსმენა იწყება

დღეიდან ევროპარლამენტში ევროკომისრობის კანდიდატების მოსმენა იწყება. 12 ნოემბრამდე ევროპარლამენტის წევრების წინაშე ევროკომისრების თანამდებობაზე 26 კანდიდატი წარდგება. საპარლამენტო კომიტეტებში თითოეული კანდიდატისთვის დეპუტატების შეკითხვებზე პასუხისთვის სამი საათია გათვალისწინებული. მოსმენა ევროკომისიის შემადგენლობის დამტკიცების ბოლო ეტაპია. მანამდე, ოქტომბერში იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა კანდიდატების ფინანსური დეკლარაციები შეისწავლა შესაძლო ინტერესთა კონფლიქტის გამოსავლენად. ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროკომისიის ახალი შემადგენლობა სექტემბერში […]
მაია სანდუ ქართველ ხალხს – მტკიცედ დადექით, მოლდოვა თქვენთანაა!

მივმართავ ქართველ ხალხს: აღფრთოვანებული ვარ თქვენი სიმტკიცით, აშენოთ თავისუფალი, ევროპული მომავალი. მტკიცედ დადექით – მოლდოვა თქვენთანაა, – ამის შესახებ მოლდოვის პრეზიდენტი, მაია სანდუ სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს. მისი თქმით, გუშინ მოლდოველებმა ევროპულ გზაზე გადამწყვეტი ნაბიჯი გადადგეს. „მოლდოველებმა გუშინ ჩვენს ევროპულ გზაზე გადამწყვეტი ნაბიჯი გადადგეს. მაგრამ ბრძოლა დემოკრატიისთვის მოლდოვაში და ჩვენს რეგიონში გრძელდება“, – წერს სანდუ.
პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდა

საქართველოს პროკურატურამ მესტიის მუნიციპალიტეტში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. როგორც პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 31 ოქტომბერს, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ფარში, წარსულში არსებული უთანხმოების გამო, ბრალდებულმა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაზარალებულს ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა. […]
აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროში აფხაზეთის წარმატებული სპორტსმენების დაჯილდოება გაიმართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროში აფხაზეთის წარმატებული სპორტსმენებისა და სპორტის სხვადასხვა სახეობაში 2024 წლის ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონების დაჯილდოება გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის მთავრობა ავრცელებს. როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, სამინისტროს საპატიო სიგელები და სიმბოლური საჩუქრები აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრმა დავით მორგოშიამ და მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი ჯინჭარაძემ გადასცეს. მინისტრმა სპორტსმენებს საერთაშორისო ტურნირებზე […]
კახა კალაძე – ქალბატონმა ზურაბიშვილმა წარადგინოს მტკიცებულებები – კეთილი ინებოს, აწიოს ერთი ადგილი, მივიდეს და პასუხი გასცეს ყველა შეკითხვას

ქალბატონმა ზურაბიშვილმა წარადგინოს მტკიცებულებები – კეთილი ინებოს, აწიოს ერთი ადგილი, მივიდეს და პასუხი გასცეს ყველა შეკითხვას, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ განაცხადა. აღნიშნულით იმ ფაქტს გამოეხმაურა, რომ საქართველოს მთავარმა პროკურატურამ საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე გამოძიება დაიწყო, საქმეზე კი გამოკითხვისთვის პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილია დაბარებული. „პროკურატურას დაწყებული აქვს გამოძიება და […]
ანა დოლიძე – „ოცნების“ სასამართლო მალავს მტკიცებულებებს, მაგრამ საერთაშორისო გამოძიება მაინც ამოიღებს ყველაფერს

თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა კოალიცია ,,ძლიერი საქართველოს“ სარჩელი, რომლითაც კოალიცია, 26 ოქტომბრის არჩევნებზე, აპარატში მოთავსებული სიების გამოქვეყნებას ითხოვდა. სხდომას კოალიციის ერთ-ერთი ლიდერი, ანა დოლიძეც ესწრებოდა. მისი თქმით, „ოცნების“ სასამართლო მალავს მტკიცებულებებს, მაგრამ საერთაშორისო გამოძიება მაინც ამოიღებს ყველაფერს. ,,ჩვენ ვიმყოფებოდით თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც გავასაჩივრეთ და ვითხოვდით, რომ გამოქვეყნებულიყო ის სიები, რომელიც იყო აპარატებში. ეს […]