ლევან ქარუმიძე ტარიე ჰელანდის მიერ საქართველოს რუკასთან დაკავშირებით გავრცელებულ ყალბ ინფორმაციაზე: დეზინფორმაცია არჩევნების კიდევ ერთი უარმყოფლისგან, შეგიძლიათ იხილოთ რეალური პრეზენტაცია ეკრანზე

ლევან ქარუმიძე ტარიე ჰელანდის მიერ საქართველოს რუკასთან დაკავშირებით გავრცელებულ ყალბ ინფორმაციაზე: დეზინფორმაცია არჩევნების კიდევ ერთი უარმყოფლისგან, შეგიძლიათ იხილოთ რეალური პრეზენტაცია ეკრანზე დეზინფორმაცია არჩევნების კიდევ ერთი უარმყოფელისგან, – ასე პასუხობს „ქართული ოცნების“ დეპუტატი, ლევან ქარუმიძე, ნორვეგიელი კომუნიკაციების კონსულტანტის, ტარიე ჰელანდის მიერ X-ზე გამოქვეყნებულ განცხადებას, სადაც „შემაშფოთებელი ნაბიჯი“ უწოდა პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილის პრეზენტაციაში გამოყენებულ საქართველოს რუკას, […]

პარლამენტის სასახლის ეზოში სამართალდამცავები შეიყვანეს

პარლამენტის სასახლის ეზოში საპოლიციო ძალები შეიყვანეს. ამ წუთის მდგომარეობით, სამართალდამცავები ორი ავტობუსითა და შს კუთვნილი სხვა ავტომობილებით მიიყვანეს. ამასთან, მედიის წარმომადგენლებს პარლამენტის შენობის დატოვება მოსთხოვეს. როგორც ცნობილია, დღეს, 19:00 საათზე, პარლამენტის წინ აქცია გაიმართება. აქციზე, რომელიც ოპოზიციის მიერ არის ორგანიზებული, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს გააპროტესტებენ.

„ვერ გაითალა …რა სირცხვილია“ – ლევან ლორთქიფანიძე კახა კალაძეზე

„კავკასიური სახლის“ წევრი, ლევან ლორთქიფანიძე კახა კალაძის მიერ სალომე ზურაბიშვილზე ნათქვამ ფრაზას ეხმაურება: „ვერ გაითალა … ეს არის კულტურა, ზრდილობა და IQ !

ცესკოს თავმჯდომარემ და ENEMO-ს სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებმა ცესკოში გამართულ შეხვედრაზე 26 ოქტომბრის არჩევნები განიხილეს

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი და მისი მოადგილე გიორგი შარაბიძე „არჩევნებზე დამკვირვებელ ორგანიზაციათა ევროპული ქსელის“ (ENEMO) სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს შეხვდნენ. მხარეებმა 26 ოქტომბრის პარლამენტის არჩევნები და მასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. გიორგი კალანდარიშვილმა შეხვედრის მიმდინარეობისას დეტალურად ისაუბრა 26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ადმინისტრაციის მიმართ გამოთქმული ბრალდებების და დეზინფორმაციული კამპანიის შესახებ. მან მისიის წარმომადგენლებს ამ მიმართულებით […]

„ინდ. მეწარმეების გათამაშება დამატებითი რესურსების მოძიების კარგი შესაძლებლობაა“ – გაიცანით მაღაზია Pauline Wears

Pauline Wears ვინტაჟური სამოსის პირველი ონლაინ მაღაზიაა საქართველოში, რომელიც ორმა მეგობარმა, მარიამ ქორიძემ და ქეთევან შედანიამ 2016 წელს დააარსა. როგორც მისი თანადამფუძნებელი, მარიამ ქორიძე იხსენებს, მაშინ ქართულ ბაზარზე არ არსებობდა მსგავსი კონცეფციის მაღაზია. მეგობრებს კი უნიკალური და განსხვავებული სტილის სამოსის მიმართ ინტერესი აერთიანებდა და გადავწყვიტეს, ყოფილიყვნენ პირველები, ვინც საკუთარ ხედვას ქართველ მომხმარებელს სრულიად ახლებური გზით […]

მტკიცედ დადექით, მოლდოვა თქვენთანაა! – მაია სანდუ ქართველ ხალხს

მივმართავ ქართველ ხალხს: აღფრთოვანებული ვარ თქვენი სიმტკიცით, აშენოთ თავისუფალი, ევროპული მომავალი. მტკიცედ დადექით – მოლდოვა თქვენთანაა, – ამის შესახებ მოლდოვის პრეზიდენტი, მაია სანდუ სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს. მისი თქმით, გუშინ მოლდოველებმა ევროპულ გზაზე გადამწყვეტი ნაბიჯი გადადგეს. „მოლდოველებმა გუშინ ჩვენს ევროპულ გზაზე გადამწყვეტი ნაბიჯი გადადგეს. მაგრამ ბრძოლა დემოკრატიისთვის მოლდოვაში და ჩვენს რეგიონში გრძელდება“, – წერს სანდუ.

წვიმა, თოვლი, ქარბუქი – 5 ნოემბრის ამინდის პროგნოზი

წვიმა, თოვლი, ქარბუქი – 5 ნოემბრის ამინდის პროგნოზი გარემოს ეროვნული სააგენტო 5 ნოემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს: „5 ნოემბერს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთაში თოვლი, ზოგან შესაძლებელია ძლიერი და ქარბუქი. საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ზღვაზე შესაძლებელია 4-6 ბალიანი შტორმული ღელვა. მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მატება, […]

იცით, რომ თქვენს მიერ ე.წ არჩეულ პარლამენტარებს 2025 წლიდან ხელფასი ექნებათ 10.000 ლარი+ ბონუსები, სრული პირადი კომფორტი, მილიონების შოვნა – მიხეილ რამიშვილი

იცით, რომ თქვენს მიერ ე.წ არჩეულ პარლამენტარებს 2025 წლიდან ხელფასი ექნებათ 10.000 ლარი+ ბონუსები, სრული პირადი კომფორტი, მილიონების შოვნა – მიხეილ რამიშვილი ადვოკატი მიხეილ რამიშვილი: „15, 50 ,100 და 150 ლარზე, ხელისუფლებას მიყიდულო საპარლამენტო არჩევნების გამყალბებელო აგიტატორებო, კოორდინატორებო, აქტივისტებო, რეგისტრატორებო, კაპიტნებო, ტიტუშკებო და ა.შ. იცით, რომ თქვენს მიერ ე.წ არჩეულ პარლამენტარებს 2025 წლიდან ხელფასი ექნებათ […]

„საჭიროა შეიქმნას ახალი სუბიექტი, რომელიც განკარგავს ქართული ღვინის კატეგორიის ბრენდინგს“ – ლევან კობერიძე

ბიზნეს კონსულტანტი ლევან კობერიძე ინიციატივით გამოდის, შეიქმნას ახალი სუბიექტი, რომელიც ქართულ ღვინოს ახალ ბაზრებზე გასვლასა და დამკვიდრებაში დაეხმარება. ,,კომერსანტთან’’ საუბარში ლევან კობერიძე განმარტავს, რომ საჭიროა რეფორმის გატარება, რათა ქართულმა ღვინომ შეძლოს რუსულ ბაზარზე დამოკიდებულების შემცირება. ამ მიზნით, კი საჯარო და კერძო სექტორის თანამშრომლობით სოფლის მეურნეობის სამინისტროში ახალი სუბიექტი უნდა შეიქმნას, რომელიც განსაზღვრავს ქართული ღვინის კატეგორიის […]

მაია სანდუ ქართველ ხალხს – „მტკიცედ დადექით – მოლდოვა თქვენთანაა“

მოლდოვას საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებული მოქმედი პრეზიდენტი, მაია სანდუ ქართველ ხალხს მიმართავს: „გუშინ მოლდოველებმა გადადგეს გადამწყვეტი ნაბიჯი ჩვენს ევროპულ გზაზე. მაგრამ ბრძოლა დემოკრატიისთვის მოლდოვაში და ჩვენს რეგიონში გრძელდება. ქართველ ხალხს: აღფრთოვანებული ვარ თქვენი გამძლეობითა და მონდომებით, ავაშენოთ თავისუფალი, ევროპული მომავალი. მტკიცედ დადექით – მოლდოვა თქვენთანაა”