გერმანია ზამთრისთვის უკრაინას დახმარების სახით 200 მილიონ ევროს გამოუყოფს

გერმანია ზამთრისთვის უკრაინას დახმარების სახით 200 მილიონ ევროს გამოუყოფს, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრზე, ანალენა ბერბოკზე დაყრდნობით ავრცელებს.
კიევში ვიზიტით მყოფმა, ანალენა ბერბოკმა განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის მესამე ზამთრის მოახლოებისა და მის ინფრასტრუქტურაზე რუსეთის თავდასხმების გამო უკრაინას ახლა დახმარება ესაჭიროება და 200 მილიონი ევრო ფრონტის ხაზთან ახლოს მდებარე სახლების გათბობას მოხმარდება.
„ასევე, მოხმარდება იმას, რომ უკრაინელებმა აუცილებელი ნივთები მიიღონ, საბნები და თბილი ტანსაცმელი, რათა ცივი ტემპერატურისგან თავი დაიცვან“, – აღნიშნა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ასევე დაგაინტერესებთ

“ფოტოზე ჩანს ბიჭები, რომლებიც ჩემი მეგობრის სადარბაზოსთან დგანან და საქმეს მირჩევენ, სად მივდივარ? 18-დან 25 წლამდე არიან ყველა. ასეთი უნდა იყოს ჩემი ქვეყანა დღეს, სადაც შვილებს ასე ზრდიან?“

ლაშა ბუღაძე: ჩემთვის ყველა ეს ადამიანი გმირია, ვინც ამას არ შეუშინდა და არ ეშინია, მაგრამ ამორალურად და დანაშაულად მივიჩნევ ყველა იმ აზრს, რომელიც ნებით თუ უნებლიეთ ადამიანს უბიძგებს მსხვერპლშეწირვისთვის!