გორის სასამართლომ 15 უბნის ბათილი ბიულეტენების გადათვლაზე ISFED-ის სარჩელი დააკმაყოფილა

გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ნინო გერგაულმა დააკმაყოფილა სამართლიანი არჩევების მოთხოვნა და საოლქო საარჩევნო კომისიას 15 საარჩევნო უბნის ბათილი ბიულეტენების გადათვლა დაავალა. სამართლიანი არჩევნების წარმომადგენლის განცხადებით, გორის 15 საარჩევნო უბანზე, წინასწარი შედეგების ქვითარში ბათილი ბიულეტენების რაოდენობა შემაჯამებელ ოქმებში მითითებული რაოდენობისგან განსხვავებული აღმოჩნდა. რამდენიმე წუთის წინ თეთრიწყაროს სასამართლომ თეთრიწყაროს და წალკის ელექტრონულ უბნებზე შედეგები გააბათილა.
მილერი: ქართველი ხალხის გვერდით ვდგავართ

“რა თქმა უნდა, ქართველი ხალხის გვერდით ვდაგავართ”, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, ჟრნალისტის კითხვაზე პასუხად, საპროტესტო აქციებისა და ოპოზიციის პროტესტის ფონზე, გააგრძელებს თუ არა აშშ ქართველი ხალხის მხარდაჭერას, პოსტსაარცევნო პროცესში. “ჩვენ ნათლად გამოვხატეთ, რომ ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით. ნათლად ვაჩვენეთ, რომ მხარს ვუჭერთ მათ ამბიციას ევროკავშირში გაერთიანებაზე და რომ მომხრე ვართ მათი ევრო-ატლანტიკურ პარტნიორებთან […]
პრეზიდენტი თეთრიწყაროს სასამართლოს გადაწყვეტილებაზე – საქართველო გადარჩება

საქართველო გადარჩება – ერთი წესიერი მოსამართლე გამოჩნდა , – ასე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მოსამართლის ვლადიმერ ხუჭუას გადაწყვეტილებას, რომელმაც არჩევნების ფარულობასთან დაკავშირებით საიას სარჩელი დააკმაყოფილა. როგორც ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს, ერთგულ და გულანთებულ მოქალაქეს არაფერი გამოლევს ქვეყანაში. “საქართველო გადარჩება – ერთი წესიერი მოსამართლე გამოჩნდა, ერთი ღირსეული დიპლომატი და უამრავი უცნობი გმირი […]
მეთიუ მილერი – ჩვენ ქართველი ხალხის გვერდით ვდგავართ

რა თქმა უნდა, ჩვენ ქართველი ხალხის გვერდით ვდგავართ , – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა ბრიფინგზე განაცხადა. ამასთან, მილერმა კიდევ ერთხელ ისაუბრა საქართველოს მთავრობის ქმედებების საპასუხოდ აშშ-ის მიერ უკვე გატარებულ ზომებზე და აღნიშნა, რომ საჭიროების შემთხვევაში მათ დამატებითი ზომების გამოყენება “არ მოერიდებათ“. „რა თქმა უნდა, ჩვენ ქართველი ხალხის გვერდით ვდგავართ. ჩვენ ნათლად […]
გია ხუხაშვილი – ივანიშვილი ეცდება, ივაჭროს, ლეგიტიმაცია თუ არა, დუმილი და ლოიალობა მაინც მიიღოს დასავლეთისგან – წინასწარ ბარტყებს არ ყრის, ამიტომ გაყინული აქვს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის თემა

ბიძინა ივანიშვილი ეცდება, რომ ივაჭროს, რაღაც ტიპის ლეგიტიმაცია თუ არა, დუმილი და ლოიალობა მაინც მიიღოს დასავლეთისგან , – ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა. როგორც გია ხუხაშვილმა განაცხადა, ერთ-ერთი სავაჭრო თემა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი იქნება. „მას სავაჭრო თემები აქვს. საკონსტიტუციო სასამართლომ დროებითი ღონისძიება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით […]
მოსამართლე – მინდა, ერთხელ და სამუდამოდ მოვახერხოთ საარჩევნო გარემოსა და ადმინისტრაციის იმგვარად წარმართვა, რომ ყოველგვარი მანიპულაცია და უკანონო ჩარევა იყოს გამორიცხული და არა ვინმეს კეთილ ნებაზე დამოკიდებული

სასამართლოს ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად მიაჩნია, რომ ხმის დაცულობა და ხმის ფარულობა ამომრჩეველს არ ჰქონდა , – ამის შესახებ თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მოსამართლემ ვლადიმერ ხუჭუამ საიას სარჩელთან დაკავშირებით წარმოებული პროცესის დასრულებისას განაცხადა. როგორც მოსამართლემ აღნიშნა, სასამართლო სხდომაზე გამოიკვეთა, რომ მთელი რიგი სადამკვირვებლო ორგანიზაციები, რიგი პოლიტიკური სუბიექტები არ ემსახურებიან იმ მიზანს, რომ ქართველი ხალხის ნების აღსრულება მოხდეს. […]
თბილისში საპროტესტო მსვლელობა დასრულდა

ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისა და მოქალაქეების მონაწილეობით საპროტესტო მსვლელობა დასრულდა. ისინი რუსთაველის გამზირიდან იუსტიციის სახლამდე მსვლელობით მივიდნენ, სადაც რამდენიმე წუთით საავტომობილო მოძრაობა გადაკეტეს. ამის შემდეგ კი მსვლელობით მშრალ ხიდზე გადაინაცვლეს. „ძლიერი საქართველოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის მოწოდების შემდეგ, აქციის მონაწილეებმა მშრალი ხიდიდან მარჯანიშვილის გამზირისკენ გადაინაცვლეს, სადაც მსვლელობა დასრულდა. მსვლელობის დასრულების შემდეგ მამუკა ხაზარაძემ აქციის მონაწილეებს მიმართა და მათ […]
ნინო ლომჯარია – თეთრიწყაროს სასამართლომ 30 ელექტრონულ უბანზე შედეგები გააბათილა – უნდა მივიდეთ სააპელაციო სასამართლოებთან და მოვითხოვოთ იმ უბნების გაბათილება, სადაც საჩივრები გვაქვს დაწერილი!

თეთრიწყაროს სასამართლომ თეთრიწყაროს და წალკის 30 ელექტრონულ უბანზე შედეგები გააბათილა ხმის ფარულობის დარღვევის გამო!, – ამის შესახებ პლატფორმა „საქართველოს ევროპული ორბიტის“ დამფუძნებელმა, ყოფილმა სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ სოციალურ ქსელში დაწერა, რითაც გამოეხმაურა თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას საიას სარჩელთან დაკავშირებით. მისი თქმით, ეს „ ძალიან მნიშვნელოვანი პრეცედენტია. „ძალიან მაგარი ამბავი! თეთრიწყაროს სასამართლომ თეთრიწყაროს და წალკის ელექტრონულ […]
ოქტომბერში ალკოჰოლური სასმელები და თამბაქო გაძვირდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ სხვადასხვა საქონელსა და მომსახურებაზე. საქსტატის ცნობით, ჯგუფში ფასები გაიზარდა 5.8 პროცენტით, რაც 0.3 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები 24.5 პროცენტით მომატებულია პირადი ნივთებზე, 12.9 პროცენტით – დაზღვევაზე, 4.5 პროცენტით – საფინანსო მომსახურებასა და 1.8 პროცენტით – პირად ჰიგიენაზე. ამასთან, ფასები 7.6 პროცენტით […]
„დასაქმებული მოსახლეობის მეათედს ვალი აქვს, რაც ქვეყნის ეკონომიკისთვის საკმაოდ მძიმე სურათია“

„ბევრმა ადამიანმა არ იცის, რომ როდესაც ხდება მათი ინფორმაციის უკანონოდ გაცემა, უნდა შესაბამის სამსახურს მიმართონ,“ – ამის შესახებ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ „საზოგადოება და ბანკების“ დამფუძნებელმა გიორგი კეპულაძემ ისაუბრა. მისი თქმით, ყველაფრის მიუხედავად შემცირებულია ე.წ. შავ სიაში მყოფ ადამიანთა რაოდენობა, რასაც თავისი მიზეზები აქვს. „რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, კლებულობს იმ ადამიანების რაოდენობა, […]