თამარ კორძაია – დღეს ფრონტის ხაზი სააპელაციო სასამართლოსთან გადის!

დღეს, ოპოზიცია თბილისის სააპელაციო სასამართლოსთან შეიკრიბება და სასამართლოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს გააპროტესტებს – დღეს ფრონტის ხაზი სააპელაციო სასამართლოსთან გადის! – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თამარ კორძაიამ განაცხადა. მისივე თქმით, ოპოზიციის გეგმაა, რომ ყველა კანონიერი გზით და საშუალებით ხელახალი არჩევნების ჩატარებას მიაღწიონ. „პირველ რიგში, მინდა გითხრათ, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის და საერთაშორისო საზოგადოებისთვის […]

შალვა პაპუაშვილი – ერთმა მოსამართლემ ჩათვალა, რომ ფარულობა დარღვეული იყო – ამის საპირწონედ 22 მოსამართლე და გადაწყვეტილება დგას, რომელიც სხვანაირად ხედავს ამ საკითხს

ერთმა მოსამართლემ ჩათვალა, რომ ფარულობა დარღვეული იყო – ის, რომ გუშინ ერთმა მოსამართლემ ასე განმარტა ეს საკითხი, ამის საპირწონედ 22 მოსამართლე და გადაწყვეტილება დგას, რომელიც სხვანაირად ხედავს ამ საკითხს,- ასე გამოეხმაურა საქართველო პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი იმ ფაქტს, რომ თეთრიწყაროს სასამართლომ ხმის ფარულობის დარღვევა დაადასტურა. როგორც პაპუაშვილმა განაცხადა, ოცდასამივე წავა სააპელაციო სასამართლოში და სასამართლო მიიღებს […]

DeepState – რუსებმა სტეპანოვკა დაიკავეს

რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო ჯარებმა უკრაინის დონეცკის ოლქის კრამატორსკის რაიონში მდებარე სტეპანოვკას დასახლება დაიკავეს, – ინფორმაციას უკრაინული მედია პროექტ DeepState-ზე დაყრდნობით ავრცელებს. ანალიტიკოსების განცხადებით, საოკუპაციო ძალები ასევე წინ მიიწევენ კურახოვოს, კოლესნიკოვკას, ბოგოიავლენკასა და კრემენნაია ბალკას მახლობლად. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი აღნიშნულ ინფორმაციას არ ადასტურებს. ამასთან, გენშტაბის ანგარიშის თანახმად, გასული დღის განმავლობაში ფრონტზე 226 საბრძოლო შეტაკება […]

უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული ორი რაკეტა და 48 დრონი ჩამოაგდეს

უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული ორი რაკეტა და 48 დრონი ჩამოაგდეს, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს. უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, სულ, რუსულმა ძალებმა უკრაინის მიმართულებით Х-59/69-ის ტიპის ორი რაკეტა და 79 დრონი გაუშვეს. უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსული დრონები და რაკეტები ოდესის, კიევის, სუმის, პოლტავის, ჟიტომირის, ჩერკასის, ჩერნიგოვისა და ხმელნიცკის ოლქებში […]

ნაქერალას უღელტეხილსა და საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ62 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე და საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

15:00 საათზე აქცია სპორტის სასახლის ნაცვლად სააპელაციოსთან გაიმართება

კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერის ნიკა მელიას ინფორმაციით, 15:00 საათზე საპროტესტო აქცია სპორტის სასახლის ნაცვლად სააპელაციო სასამართლოსთან გაიმართება. მისი თქმით, სააპელაციო სასამართლოში უბნების ბათილობასთან დაკავშირებით არასამთავრობოების საჩივრების განხილვა გაიმართება და სამართლიან განხილვას მოითხოვენ. “მას შემდეგ, რაც გუშინ, მნიშვნელოვანი სამართლებრივი პრეცედენტი შეიქმნა თეთრწყაროში, სადაც მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ მიიღო შემდეგი გადაწყვეტილება: “სასამართლოს ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად მიაჩნია, რომ მტკიცებულებების გამოკვლევით, […]

შალვა პაპუაშვილი ოპოზიციაზე – გუშინ, საკადრისი პასუხი მიიღეს საკუთარი მხარდამჭერებისგან იმ რიცხოვნობით, რომელიც დაინახეს აქციაზე – დაიშალნენ და გადავიდნენ ქუჩაში სეირნობაზე

გუშინ, საკადრისი პასუხი მიიღეს საკუთარი მხარდამჭერებისგან იმ რიცხოვნობით, რომელიც დაინახეს აქციაზე. დაიშალნენ და გადავიდნენ ქუჩაში სეირნობაზე,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, რუკის ფერებზე ცდილობენ საკუთარი მხარდამჭერების გაღიზიანებას, თუმცა ესეც არ გამოუვიდათ. „რუკაზე, დიახ, აფხაზეთი და ცხინვალი არის გამოსახული როგორც ფაქტობრივი იურისდიქციის განხორციელების ქვეშ არ მყოფი ტერიტორიები. ზუსტად […]

ოპოზიციური პარტიები დღეს პროტესტის გამოსახატად, სპორტის სასახლის ნაცვლად, თბილისის სააპელაციო სასამართლოსთან შეიკრიბებიან

ოპოზიციური პარტიები დღეს პროტესტის გამოსახატად, სპორტის სასახლის ნაცვლად, თბილისის სააპელაციო სასამართლოსთან შეიკრიბებიან. აღნიშნულის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერი, ნიკა მელია სოციალურ ქსელში წერს. მელიამ მოსახლეობას მოუწოდებს, რომ 15:00 საათზე თბილისის სააპელაციო სასამართლოსთან შეიკრიბონ. „დღეს, 3 საათზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოში ჩაინიშნა, არასამთავრობოების საჩივრების განხილვა, უბნების ბათილობასთან დაკავშირებით. მას შემდეგ, რაც გუშინ, მნიშვნელოვანი სამართლებრივი პრეცედენტი შეიქმნა თეთრიწყაროში, სადაც […]

თბილისის ოპერის თეატრში ოპერა „ვერთერის“ წარმოდგენა გაიმართება

9, 10, 16, 17 ნოემბერს, 19:00 საათზე, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში ჟიულ მასნეს ოპერა „ვერთერის“ წარმოდგენა გაიმართება. თბილისის სცენაზე კვლავ აჟღერდება გოეთეს რომანის „ახალგაზრდა ვერთერის ვნებანი“ მიხედვით შექმნილი ფრანგული ოპერა. ეს დადგმა 2002 წელს ტოკიოს ახალ ნაციონალურ თეატრში დიდი წარმატებით განხორციელდა. „ვერთერის“ ეს ვერსია დღესაც ერთერთ ყველაზე დასამახსოვრებელ პროდუქციად არის მიჩნეული. სპექტაკლი ტრადიციულ, კლასიკურ […]

ნაცვლად სპორტის სასახლისა, ვიკრიბებით 3 საათზე, სააპელაციო სასამართლოსთან – მელია

„კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას განცხადებით, დღეს აქცია სპორტის სასახლის ნაცვლად, თბილისის სააპელაციო სასამართლოსთან გაიმარტება. მელია მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოსთან 3 საათზე მივიდნენ. „დღეს, 3 საათზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოში ჩაინიშნა, არასამთავრობოების საჩივრების განხილვა, უბნების ბათილობასთან დაკავშირებით. მას შემდეგ, რაც გუშინ, მნიშვნელოვანი სამართლებრივი პრეცედენტი შეიქმნა თეთრწყაროში, სადაც მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ მიიღო შემდეგი გადაწყვეტილება: […]