საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ისრაელს ეწვევა

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ისრაელს ეწვევა. „საფრანგეთის როლი შეტყობინებების გადაცემაა და ამიტომ ხვალ მე ისრაელსა და პალესტინის ტერიტორიებს ვეწვევი, რათა ხელისუფლებისა და ჰუმანიტარული ორგანიზაციების წარმომადგენლებს შევხვდე“, – განუცხადა ჟან-ნოელ ბარომ ფრანგულ სატელევიზიო არხ France 2-ს. მისივე თქმით, ომი უკვე დიდი ხანია გრძელდება და დროა, ძალის გამოყენებამ გზა დიპლომატიასა და დიალოგს დაუთმოს. „საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარღვევა […]
სტეფანწმინდაში, მოსახლეობას რუსეთ-საქართველოს დამაკავშირებელი მაგისტრალი ჰქონდა გადაკეტილი

სტეფანწმინდაში, მოსახლეობას რუსეთ-საქართველოს დამაკავშირებელი მაგისტრალი ჰქონდა გადაკეტილი. არსებული ინფორმაციით, მოსახლეობა სასმელ წყალს ითხოვდა. როგორც „ინტერპრესნიუსისთვის“ გახდა ცნობილი, ამ დროისთვის მოძრაობა აღდგენილია.
„მრავალეროვანმა საქართველომ“ ბოლნისის რაიონული სასამართლოს განჩინებები თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა

საერთო-სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანმა საქართველომ“ ბოლნისის რაიონული სასამართლოს განჩინებები თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. როგორც „მრავალეროვან საქართველოში“ განმარტავენ, საერთო-სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვან საქართველოს“ ბოლნისის რაიონულ სასამართლოში აღძრული ჰქონდა 4 ადმინისტრაციული სარჩელი ცესკო-ს N22 მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიის წინააღმდეგ, რომელიც ეხებოდა მარნეულის საარჩევნო ოლქის N2, N41, N69 და N71 საარჩევნო უბანზე გამოვლენილ საარჩევნო კანონდარღვევებს; „მიუხედავად შეზღუდული დროისა, ადმინისტრაციული სარჩელები […]
კახა კალაძე – ოპოზიციის მხრიდან დეზინფორმაციის გავრცელება არჩევნების შემდეგაც გრძელდება, მათ არანაირი ფაქტი არ წარმოუდგენიათ ვითომდა არჩევნების გაყალბებაზე

ოპოზიციამ მაქსიმალურად დააჯერა თავიანთ მხარდამჭერებს, რომ არჩევნებს იგებდნენ, რეალურად კი, ამის არანაირი შანსი არ ჰქონდათ, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მედიასთან განაცხადა, როდესაც პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის დღევანდელი ბრიფინგის შესახებ ისაუბრა, სადაც მან წარადგინა მაგალითები დეზინფორმაციასთან დაკავშირებით. კახა კალაძის თქმით, ის დარწმუნებული იყო მმართველი გუნდის გამარჯვებაში, რადგან საარჩევნო კამპანიის დროს, მოსახლეობასთან შეხვედრებზე ხედავდა […]
საარჩევნო ადმინისტრაციის განცხადება მორიგი დისკრედიტაციული კამპანიის შესახებ

ცესკო განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: გრძელდება 26 ოქტომბრის არჩევნების და საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციის კამპანია. დაინტერესებული მხარეები უსაფუძვლო ბრალდებებით ცდილობენ შექმნან აღქმა, თითქოს საარჩევნო ადმინისტრაციის მხრიდან რაიმე კანონდარღვევას ჰქონდა ადგილი. ეს ხდება იმ ფონზე, როცა საარჩევნო ადმინისტრაციამ შესაძლო სისხლის სამართლის დანაშაულების შესახებ ინფორმაციის გავრცელებისთანავე მიმართა პროკურატურას გამოძიების დაწყების თხოვნით. მას შემდეგ რაც საარჩევნო ადმინისტრაციამ პასუხი […]
,, შესაძლოა არჩევნების გაყალბების უმნიშვნელოვანესი მტკიცებულებები განადგურდეს” – გახარიას პარტია

სასამართლომ არ დააკმაყოფილა “გახარია საქართველოსთვის” მოთხოვნა ცესკოს სერვერებზე და ხმის მიცემის აპარატებში არსებული მონაცემების გადაუდებელი აუცილებლობით დაცვაზე. ინფორმაციას გახარიას პარტია ავრცელებს: ,,როგორც მოსალოდნელი იყო, ცესკოსთან ერთად პროკურატურაც ჩაერთო სიების და სხვა მტკიცებულებების ფალსიფიკაციის პროცესში. სასამართლომ არ დააკმაყოფილა ჩვენი მოთხოვნა ცესკოს სერვერებზე და ხმის მიცემის აპარატებში არსებული მონაცემების გადაუდებელი აუცილებლობით დაცვაზე, ხოლო პროკურატურა ყალბი გამოძიების ფარგლებში […]
ირანის პრეზიდენტი ირაკლი კობახიძეს ,,ქართული ოცნების” გამარჯვებას ულოცავს

ირანის პრეზიდენტი, მასუდ ფეზექშიანი პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძეს საპარლამენტო არჩევნებში ,,ქართული ოცნების” გამარჯვებას ულოცავს: ,,მსურს, თქვენს აღმატებულებას და ქართველ ხალხს, გულითადად მოგილოცოთ წარმატებული საპარლამენტო არჩევნები და ამ არჩევნებში პარტია ქართული ოცნების გამარჯვება. იმედია, ეს არჩევნები, რომელიც წარმოადგენს ქართველი ხალხის ნების გამოხატულებას, გახდება ქართველი ხალხის წინსვლის და კეთილდღეობის, ორი ქვეყნის ურთიერთობის გამტკიცებისა და რეგიონის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის […]
გამოფენა თიბისი კონცეპტში „An Atlas of Commoning: კოლექტიური წარმოების ადგილები

თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცე, 15 ნოემბრის ჩათვლით, თბილისის არქიტექტურის ბიენალეს ფარგლებში მასპინძლობს საგარეო ურთიერთობათა ინსტიტუტის (Ifa-Institut für Auslandsbeziehungen) გამოფენას An Atlas of Commoning: კოლექტიური წარმოების ადგილები, ARCH+-თან თანამშრომლობით. სოციალური მედია და სხვა პლატფორმები, რომელთა ბიზნეს მოდელები ეფუძნება სოციალური ურთიერთობების კომერციალიზაციას, სიტყვებს, როგორებიცაა „საზოგადოება”, „გაზიარება” ან „ჩვენ”, გარდაქმნიან ცარიელ ცნებებად, რომლებიც თავის თავში აღარ მოიაზრებენ სოლიდარობას […]
ჯენზი” რატომ არ მოდის აქციაზეო – რას წერს ჩერგოლეიშვილი

ფედერალისტების თანადამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი: “ჯენზი” რატომ არ მოდის აქციაზეო. “ჯენზიკოებიო” და ჯენზი აქციაზე კი არა, პარტიულ პოლიტიკაში იყო შემოსული, ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით ულამაზესი სისტემა ააწყო და დემოკრატიული პრაიმერიზით დრომოჭმულ სისტემას ანაცვლებდა. მაგრამ გიგი წერეთელმა და კაკო ბობოხიძემ არჩევნებამდე 3 თვით ადრე გაუყალბეს – ყველა მეთოდით, რაც ქოცებმა გამოიყენეს, გარდა ახალი ტექნოლოგიებისა. კორუმპირებულმა ბერიკაცებმა “ჯენზი” იმ […]
,,…როცა ხვდები, რომ ოპერაცია “ფოთოლა” ჩავარდა…” – ლალი მოროშკინა

ჟურნალისტი ლალი მოროშკინა ოპოზიციის მიერ შეკრების ადგილის შეცვლას ასე ეხმაურება: ,,…როცა ხვდები, რომ ოპერაცია “ფოთოლა” ჩავარდა, ხალხს ყელში ამოუხვედით და არათუ გაშლილ ტერიტორიას, ათ კვადრატსაც ვერ ავსებ და გადამთვრალი “ტოპტვინების” კონწიალს იწყებ ქუჩა-ქუჩა, მინიმუმ მყვარებელმა უნდა გითხრას, რომე “გეიმ ოვერ”! მაგრამ ვაი, რომ მყვარებელიც არ დაიტოვეთ… P.S. უსქესო ეკოაქტივისტი არსად დაგრჩეთ”