„დეილი“ FMCG ბაზრის #1 მოთამაშე ხდება – „სპარი“, „მაგნიტი“, „იოლი“, „გვირილა“ და „ზედაზენი“ ერთი ჰოლდინგის ქვეშ გაერთიანდა

„დეილი“ FMCG ბაზრის #1 მოთამაშე ხდება – „სპარი“, „მაგნიტი“, „იოლი“, „გვირილა“ და „ზედაზენი“ ერთი ჰოლდინგის ქვეშ გაერთიანდა სუპერმარკეტების ქსელი „დეილი“ “ზედაზენის”, ანუ “ქართული ლუდის კომპანიის” მფლობელი ხდება, კომპანია ასევე შეიძენს “მაგნიტის”, ანუ “რითეილ ინვესთმენთსის” 100%-იანი წილი. ამის შესახებ ინფორმაცია დღეს კონკურენციის სააგენტომ გაავრცელა. რამდენიმე თვის წინ კი ცნობილი გახდა, რომ საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის […]

გამოკითხვების მიხედვით, დონალდ ტრამპი ოთხ მერყევ შტატში – ჯორჯიაში, არიზონაში, ნევადასა და ჩრდილოეთ კაროლინაში ლიდერობს, ხოლო კამალა ჰარისი – ვისკონსინისა და მიჩიგანის შტატებში

გამოკითხვების მიხედვით, დონალდ ტრამპი ოთხ მერყევ შტატში – ჯორჯიაში, არიზონაში, ნევადასა და ჩრდილოეთ კაროლინაში ლიდერობს, ხოლო კამალა ჰარისი – ვისკონსინისა და მიჩიგანის შტატებში გამოკითხვების მიხედვით, დონალდ ტრამპი ოთხ მერყევ შტატში, ჯორჯიაში, არიზონაში, ნევადასა და ჩრდილოეთ კაროლინაში ლიდერობს, ხოლო კამალა ჰარისი – ვისკონსინის და მიჩიგანის შტატებში. ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ ავრცელებს. გამოცემის ცნობით, პენსილვანიისა და მიჩიგანის […]

გახარიას პარტიაში ამბობენ, რომ სასამართლომ ცესკოს არ დაავალა მნიშვნელოვანი მონაცემების დაცვა

ოპოზიციური პარტია „გახარია საქართველოსთვის“ აცხადებს, რომ სასამართლომ არ დააკმაყოფილა მათი მოთხოვნა, დაევალდებულებინა ცესკო სერვერებსა და ხმის მიცემის აპარატებში შენახული ინფორმაცია დაეცვა. „თავიდანვე ვამბობდით, ვერიფიკაციის აპარატები და მათში არსებული ინფორმაცია შესაძლოა იყოს გაყალბების მთავარი მტკიცებულება. ამიტომ ცდილობს პროკურატურა კონტროლის აღებას ყალბი გამოძიების ფარგლებში და ფაქტობრივდ მძევლად აჰყავს როგორც მტკიცებულებები, ისე სიმართლის დადგენის მთლიანი პროცესი… ეს ნიშნავს […]

ჩრდილოეთმა კორეამ იაპონიის მიმართულებით რამდენიმე ბალისტიკური რაკეტა გაუშვა

ჩრდილოეთ კორეამ იაპონიის ზღვისკენ რამდენიმე მოკლე რადიუსის ბალისტიკური რაკეტა გაუშვა. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო “რენჰაპი” სამხრეთ კორეელ სამხედროებზე დაყრდნობით იუწყება. ეს არის ბალისტიკური რაკეტების მეორე გაშვება კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის მხრიდან რამდენიმე დღეში. სამხრეთ კორეის გაერთიანებული შტაბის ცნობით, პირველი რაკეტის გაშვება ადგილობრივი დროით დაახლოებით 7:30 საათზე, ჩრდილოეთ ჰვანგჰეის დასავლეთ პროვინციის სარივონის ტერიტორიიდან დაფიქსირდა. რაკეტების რაოდენობა […]

“ნამდვილად დამწუხრებულია, თუმცა არა “ოქროს ბურთის” გამო” – ანჩელოტიმ ვინისიუსზე ისაუბრა

მადრიდის “რეალის” მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ ჟურნალისტებთან ვინისიუს ჟუნიორის შესახებ ისაუბრა. იტალიელის თქმით, ბრაზილიელი შემტევი “ოქროს ბურთის” ვერმოგების გამო, დამწუხრებული სულაც არ არის. “გასული კვირა ძალიან რთული იყო, საქმე “ოქროს ბურთს” არ ეხება, ეს წარსულში დარჩა, დაჯილდოებულებს ვულოცავ. ვინისიუსი ნამდვილად დამწუხრებულია, თუმცა არა “ოქროს ბურთის”, არამედ იმის გამო, რაც ახლა ვალენსიაში ხდება. ვფიქრობ, ასეთ დროს […]

“დეილი”, “მაგნიტი”, “გვირილა”, “სპარი” და “იოლი” ერთ ჯგუფში ერთიანდება

საქართველოს კონკურენციის სააგენტომ გასცა თანხმობა შპს “დეილის” მიერ “რითეილ ინვესთმენთის”, ანუ “მაგნიტის” 100%-იანი წილის შესყიდვის თაობაზე – ამის შესახებ კონკურენციის სააგენტოს მიერ დღეს გამოქვეყნებული განცხადებიდან ირკვევა.

სასამართლომ ცესკოს სერვერებზე მონაცემების დაცვაზე გახარიას პარტიის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა

სასამართლომ არ დააკმაყოფილა გახარია საქართველოსთვის მოთხოვნა ცესკოს სერვერებზე და ხმის მიცემის აპარატებში არსებული მონაცემების გადაუდებელი აუცილებლობით დაცვაზე. ინფორმაციას გახარიას პარტია ავრცელებს და აღნიშნავს, რომ საქართველოს პროკურატურა “ყალბი გამოძიების ფარგლებში ცდილობს ვერიფიკაციის აპარატების წაღებას”. პარტიაში აღნიშნავენ, რომ შესაძლოა, არჩევნების გაყალბების უმნიშვნელოვანესი მტკიცებულებები განადგურდეს. “როგორც მოსალოდნელი იყო, ცესკოსთან ერთად პროკურატურაც ჩაერთო სიების და სხვა მტკიცებულებების ფალსიფიკაციის პროცესში. […]

არჩევნების დღე აშშ-ში – ამერიკული საარჩევნო სისტემა და მერყევი შტატების როლი

5 ნოემბერს ამერიკის შეერთებულ შტატებში არჩევნებია და ქვეყანა რიგით 47-ე პრეზიდენტს ირჩევს. დემოკრატიული პარტიის კანდიდატი მოქმედი ვიცე-პრეზიდენტი, 60 წლის კამალა ჰარისია, ხოლო რესპუბლიკური პარტიიდან პრეზიდენტობისთვის აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, 78 წლის დონალდ ტრამპი იბრძოლებს. ცნობილია ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატებიც – ტრამპმა ამ თანამდებობისთვის ოჰაიოს სენატორი, ჯ.დ. ვენსი შეარჩია, ხოლო კამალა ჰარისმა – მინესოტას გუბერნატორი, ტიმ უოლცი. ამასთან, ამომრჩევლები […]

ირანის პრეზიდენტი „ქართულ ოცნებას“ არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს

ირანის პრეზიდენტი მასუდ ფეზეშქიანი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს. პრეზიდენტის მისალოც ტექსტს საქართველოში ირანის საელჩო აქვეყნებს. „მსურს, თქვენს აღმატებულებას და ქართველ ხალხს, გულითადად მოგილოცოთ წარმატებული საპარლამენტო არჩევნები და ამ არჩევნებში პარტია ქართული ოცნების გამარჯვება. იმედია, ეს არჩევნები, რომელიც წარმოადგენს ქართველი ხალხის ნების გამოხატულებას, გახდება ქართველი ხალხის წინსვლის და კეთილდღეობის, ორი […]

გუდანი-შატილის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის კმ60-კმ106 (გუდანი-შატილი) მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, კმ53-კმ59 (კორშა-გუდანი) მონაკვეთზე დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) ავტოტრანსპორტის გადაადგილება, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. საავტომობილო გზის კმ1-კმ52 (ჟინვალი-კორშა) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.