„გირჩი“ ახალი არჩევნების მოთხოვნით შაბათს აქციას გამართავს

პარტია „გირჩი“ 9 ნოემბერს, 19:00-ზე პარლამენტის წინ აქციას აანონსებს. „გირჩის“ მოთხოვნაა, ფარულობის ტოტალური დარღვევის საფუძველზე დაინიშნოს ახალი არჩევნები და ამ მოთხოვნის შესასრულებლად ცესკოს ერთ ვირიანი ვადა მიეცეს. „დასავლელ პარტნიორებს მოვუწოდებთ არ აღიარონ ამ არჩევნების შედეგები. დაგვიჭირე მხარი და შემოუერთდი ჩვენს გეგმას, რათა ფეიქ-რევოლუციის ნაცვლად, ახალი არჩევნებისთვის გავაგრძელოთ ბრძოლა!“, — ნათქვამია „გირჩის“ მიმართვაში საზოგადოებისადმი. „გირჩის“ აზრით: […]
პროკურატურა ვერიფიკაციის აპარატების წაღებას ცდილობს — „გახარია საქართველოსთვის“

გახარიას პარტია აცხადებს, რომ სასამართლომ არ დააკმაყოფილა მათი მოთხოვნა ცესკოს სერვერებზე და ხმის მიცემის აპარატებში არსებული მონაცემების გადაუდებელი აუცილებლობით დაცვაზე. „გახარია საქართველოსთვის“ შეფასებით, როგორც მოსალოდნელი იყო, ცესკოსთან ერთად პროკურატურაც ჩაერთო სიების და სხვა მტკიცებულებების ფალსიფიკაციის პროცესში. „პროკურატურა ყალბი გამოძიების ფარგლებში ცდილობს ვერიფიკაციის აპარატების წაღებას. ეს ნიშნავს იმას, რომ შესაძლოა, არჩევნების გაყალბების უმნიშვნელოვანესი მტკიცებულებები განადგურდეს, რაც […]
გორის სასამართლომ ISFED-ის სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა

გუშინ, 4 ნოემბერს, გორის რაიონულმა სასამართლომ „სამართლიანი არჩევნების“ (ISFED) სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა. კერძოდ, ორგანიზაცია ითხოვდა 15 საარჩევნო უბნის შედეგების ხელახლა დათვლასა და ამ უბნების თავმჯდომარეებისა და მთვლელებისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებას. როგორც ISFED-ის წარმომადგენელმა, რატი თინიკაშვილმა ნეტგაზეთს განუცხადა, გორის სასამართლომ მხოლოდ უბნების ხელახლა დათვლის მოთხოვნა დააკმაყოფილა. „გორის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება, ჩვენი ინფორმაციით, უკვე გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოში, […]
საქართველოს მილების ინდუსტრიის მდგრადობა: უხარისხო პროდუქტის გამოწვევები და ეფექტური გამოსავლის გზები

საქართველოს სამშენებლო და ინფრასტრუქტურული სექტორი ბოლო წლების განმავლობაში სწრაფი ტემპით ვითარდება. თუმცა, ამ განვითარების პარალელურად, ქვეყნის ბაზარზე გაჩნდა სერიოზული პრობლემა – უხარისხო პოლიეთილენის მილების გავრცელება, რაც ეჭვქვეშ აყენებს ცალკეული პროექტების ხარისხს და საფრთხეს უქმნის მთლიანად ქვეყნის ინფრასტრუქტურის უსაფრთხოებას. განსაკუთრებით მნიშვნლოვანია სასმელი წყლის მილების ხარისხი, რადგან ეს პირდაპირ გავლენას ახდენს მოსახლეობის ჯანმრთელობაზე და კეთილდღეობაზე. · ეკონომიკური […]
„გახარია საქართველოსთვის“ – სასამართლომ არ დააკმაყოფილა ჩვენი მოთხოვნა ცესკოს სერვერებზე და ხმის მიცემის აპარატებში არსებული მონაცემების გადაუდებელი აუცილებლობით დაცვაზე

ცესკოსთან ერთად პროკურატურაც ჩაერთო სიების და სხვა მტკიცებულებების ფალსიფიკაციის პროცესში – სასამართლომ არ დააკმაყოფილა ჩვენი მოთხოვნა ცესკოს სერვერებზე და ხმის მიცემის აპარატებში არსებული მონაცემების გადაუდებელი აუცილებლობით დაცვაზე, – ამის შესახებ ნათქვამია პარტია „გახარია საქართველოსთვის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში. განცხადების თანახმად, პროკურატურა ყალბი გამოძიების ფარგლებში ცდილობს ვერიფიკაციის აპარატების წაღებას. „როგორც მოსალოდნელი იყო, ცესკოსთან ერთად პროკურატურაც ჩაერთო სიების […]
შალვა პაპუაშვილი – საუბრობენ, თითქოს სიების ჩახსნა შეუძლიათ, სიების ჩახსნა ამ ეტაპზე აკრძალულია – პარლამენტის პირველ სხდომამდე ვერავინ, ვერანაირ სიას, ვერსად ვერ ჩახსნის

საუბრობენ, თითქოს სიების ჩახსნა შეუძლიათ, სიების ჩახსნა ამ ეტაპზე აკრძალულია. პარლამენტის პირველ სხდომამდე ვერავინ, ვერანაირ სიას, ვერსად ვერ ჩახსნის – ეს კინოც საკმარისად გვაქვს ნანახი მიმდინარე მოწვევის პარლამენტში, გადაწყვეტილებას იღებს პარლამენტი შეუწყვიტოს თუ არა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრმა, პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, ჰიბრიდული ომის ერთ-ერთი საშუალება იყო ის საინფორმაციო […]
კახა კალაძე – არანაირი მტკიცებულება არ გაგაჩნიათ, ხავსს ეჭიდებით და ხავსიც აღარ დაგრჩათ – მოსამართლის გადაწყვეტილება კონკრეტულ მტკიცებულებებზე და ფაქტებზე უნდა იყოს დამყარებული, რომელმაც ყველა ინსტანციას უნდა გაუძლოს

დედაქალაქის მერი კახა კალაძე თეთრიწყაროს სასამართლოს გადაწყვეტილების მოტივს გაუგებარს უწოდებს და აცხადებს, რომ მსგავსი გადაწყვეტილების მისაღებად მყარი მტკიცებულებების ქონაა საჭირო. მისი თქმით, აბსოლუტურად გაუგებარია რა მოტივით და კრიტერიუმებით იქნა მიღებული აღნიშნული გადაწყვეტილება. „მე მოვისმინე დღეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადება და ის ვარაუდი, რაც იყო, აბსოლუტურად გამართლდა – არანაირი მტკიცებულება, არანაირი ფაქტები. რა მოტივით და კრიტერიუმებით […]
შალვა პაპუაშვილი – ამერიკას ვუსურვებ მშვიდობიან არჩევნებს, ეს უფრო მნიშვნელოვანი საკითხია, რომელზეც კონცენტრირებული უნდა იყოს აშშ-ის ადმინისტრაცია – არ ვარ სანქციების მოლოდინში, ასეთ საკითხებზე არ ვფიქრობთ

ამერიკის შეერთებულ შტატებს ვუსურვებ მშვიდობიან არჩევნებს. ვფიქრობ, ეს უფრო მნიშვნელოვანი საკითხია, რომელზეც კონცენტრირებული უნდა იყოს ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაცია. არ ვარ სანქციების მოლოდინში, ასეთ საკითხებზე არ ვფიქრობთ, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, მეთიუ მილერის განცხადებას. როგორც პაპუაშვილმა განმარტა, მნიშვნელოვანია, რომ არჩევნების შედეგების მიმართ არ ჰქონდეს ეჭვი არცერთ მხარეს. […]
კახა კალაძე – მისასალმებელია ის შეფასება, რაც ეუთო/ოდირმა დადო

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მისასალმებელია ის შეფასება, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაცია ეუთო/ოდირმა საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით წარმოდგენილ დასკვნაში გააკეთა. როგორც კალაძემ ჟურნალისტებს შესაბამისი კითხვის პასუხად განუცხადა, ის ფაქტი, რომ აღნიშნულ ორგანიზაციას ტერმინები – „სამართლიანი“ და „თავისუფალი“ არც მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნებთან მიმართებაში გამოუყენებია, აიხსნება იმით, რომ ეუთო/ოდირი მსგავს ტერმინებს რახანია, აღარ იყენებს. „ამ ტერმინოლოგიას ეუთო/ოდირი […]
კახა კალაძე ოპოზიციაზე – არჩევნებში მარცხი ყველას დააბრალეს, საკუთარი თავის გარდა – თუ რაიმე მტკიცებულება აქვთ, ხალხს აჩვენონ

თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ ქვეყანაში, კანონის ფარგლებში, აზრის გამოხატვის შესაძლებლობა ყველას აქვს. ამის შესახებ მან ოპოზიციის გეგმებთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე განაცხადა. კალაძის შეფასებით, ოპოზიციის განცხადებები მეტყველებს იმაზე, თუ რა მდგომარეობაში იმყოფებიან ისინი. „ვხედავთ, თუ რას წარმოადგენენ ეს ადამიანები და ვინ არიან, თუმცა აზრის გამოხატვის შესაძლებლობა ქვეყანაში, სხვადასხვა ფორმით, ნებისმიერი პარტია იქნება, კონკრეტული პიროვნება […]