ცესკოს პრესსპიკერი – გიორგი კალანდარიშვილი თავის სამუშაო კაბინეტშია – შესაბამისად, ინფორმაცია, რომ ის მიმალვაში იმყოფება, არის სიცრუე

ცენტრალური საარჩევნო კომისია არ და ვერ იმოქმედებს პოლიტიკური დღის წესრიგის შესაბამისად, – ასე უპასუხა ცესკო-ს პრესსპიკერმა, ნათია იოსელიანმა ცესკოში ოპოზიციონერი წევრების მოთხოვნას იმის შესახებ, რომ სასწრაფოდ ჩაინიშნოს სხდომა, რომელზეც ხელახალი არჩევნების დანიშვნის საკითხის განხილვა მოხდება. როგორც იოსელიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, ცესკოს სხდომები კანონმდებლობის შესაბამისად გაიმართება. „მიმდინარეობს სასამართლოებში საჩივრების განხილვის პროცესი და როგორც კი ეს პროცესი დასრულდება, […]

საია-ს ხელმძღვანელის განცხადებით, არჩევნების ფარულობის დარღვევასთან დაკავშირებული საქმეების განხილვა თბილისის სააპელაციო სასამართლოში 6 ნოემბერს ჩაინიშნა

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარის, ნონა ქურდოვანიძის განცხადებით, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ფარულობის დარღვევასთან დაკავშირებული საქმეების განხილვა ხვალ, 6 ნოემბერს ჩაინიშნა. სხდომა თბილისის სააპელაციო სასამართლოში 14:00 საათზე ჩატარდება. როგორც სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე ქურდოვანიძე წერს, საია-ს საარჩევნო ყველა დავა ერთ საქმედ გაერთიანდა. „თბილისის სააპელაციო სასამართლოში ჩვენი საარჩევნო დავებიც გაერთიანდა ერთ საქმედ. სხდომა გადაიდო ხვალ, 14:00 […]

თბილისის მერიამ ხუდადოვის ტყის აღდგენის სამუშაოები დაიწყო

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური ჩუღურეთის რაიონში, ხუდადოვის ტყის აღდგენა-განახლებასა და ტყე-პარკის მოწყობას იწყებს. თბილისის მერიის ინფორმაციით, პირველ ეტაპზე ტყის ცენტრალური გზის სავალი ნაწილი და გარე განათება მოეწყობა. ასევე დაგეგმილია 14 426 ნერგის დარგვა. პროექტს დღეს დედაქალაქის მერი, კახა კალაძე მის მოადგილეებთან, ირაკლი ბენდელიანთან და ანდრია ბასილაიასთან ერთად ადგილზე გაეცნო. „ხუდადოვის ტყის სარეაბილიტაციო სამუშაოები […]

პოლიციამ სააპელაციო სასამართლოსთან მისასვლელი გზა ჩაკეტა

პოლიციამ სააპელაციო სასამართლოსთან მისასვლელი გზა ჩაკეტა – ადგილზე სამართალდამცველების განსაკუთრებული მობილიზებაა. ოპოზიცია დღეს აქციას თბილისის სააპელაციო სასამართლოსთან, 15:00 საათზე გამართავს. ოპოზიცია ყოველ დღე გამოაცხადებს მომდევნო დღის გეგმას. დღეს საღამოს კი ხვალინდელი გეგმა გასაჯაროვდება.(tvpirveli)

საიას საარჩევნო დავები გაერთიანდა და სააპელაციოში სხდომა ხვალისთვის გადაიდო – ქურდოვანიძე

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის ნონა ქურდოვანიძის თქმით, ფარულობის დარღვევის საქმეების განხილვის განრიგი შეიცვალა: ,,თბილისის სააპელაციო სასამართლოში ჩვენი საარჩევნო დავებიც გაერთიანდა ერთ საქმედ. სხდომა გადაიდო ხვალ, 14:00 საათზე. ქუთაისის სააპელაციო ასევე ერთ საქმედ გაერთიანებულად იხილავს დღეს, 16:00 საათზე იწყებს განხილვას.“

ხუდადოვის ტყის აღდგენა დაიწყო – პირველი ეტაპის სამუშაოების ღირებულება 3 600 000 ლარია

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური ჩუღურეთის რაიონში, ხუდადოვის ტყის აღდგენა-განახლებასა და ტყე-პარკის მოწყობას იწყებს. პირველ ეტაპზე ტყის ცენტრალური გზის სავალი ნაწილი და გარე განათება მოეწყობა. ასევე დაგეგმილია 14 426 ნერგის დარგვა. პროექტს დღეს დედაქალაქის მერი კახა კალაძე მის მოადგილეებთან, ირაკლი ბენდელიანთან და ანდრია ბასილაიასთან ერთად ადგილზე გაეცნო. „ხუდადოვის ტყის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, რომლის ფართობი […]

ზურა ჯაფარიძე გამოკითხვაზე დაიბარეს

გირჩი მეტი თავისუფლების ლიდერი ზურა ჯაფარიძე არჩევნების სავარაუდო გაყალბების საქმეზე პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს. ზურა ჯაფარიძე პროკურატურაში მისვლას არ აპირებს. ის მზადაა, სასამართლოში მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით გამოკითხონ. დღეს მოწმის სახით გამოკითხვაზე ძლიერი საქართველოს ლიდერი მამუკა ხაზარაძეც დაიბარეს. ჯაფარიძის მსგავსად, ხაზარაძეც მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით გამოკითხვას ითხოვს.

ცესკოს ოპოზიციონერი წევრები ხელახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრები მოითხოვენ დაინიშნოს ცესკოს სხდომა, რომელზეც იმსჯელებენ ხელახალი არჩევნების ჩატარებას. ხუთმა ოპოზიციონერმა წევრმა ერთიბლივად გამართულ ბრიფინგზე თქვეს, რომ აუცილებელია დაინიშნოს ხელახალი არჩევნები. „ერთი რამ ყველასთვის ცხადია, რომელსაც არ ხელისუფლება, არც ცესკო და არავინ უარყოფს, ეს გახლავთ ის, რომ ამომრჩევლის ფარულობა ტექნოლოგიზებულ უბნებზე მასობრივად იყო დარღვეული. თეთრიწყაროს რაიონულმა სასამართლომ შექმნა პრეცედენტი და შესაბამისი […]

ამერიკულ ფირმას რუსეთში ტექნოლოგიების ექსპორტში ადანაშაულებენ

აშშ-ის იუსტიციის სამინისტრომ ამერიკული კომპანია Eleview International Inc-ის ორი ხელმძღვანელი დაადანაშაულა სანქციების გვერდის ავლით მილიონობით დოლარის ღირებულების ტექნოლოგიების რუსეთში ექსპორტის გამო. ბრალდებულები, 54 წლის ოლეგ ნაიანდინი და 39 წლის ვიტალი ბორისენკო ვირჯინიის სასამართლოს წინაშე წარდგნენ. ბრალდების მხარის განცხადებით, ბრალდებულებმა სამი სქემა გამოიყენეს უკრაინაში სრულმასშტაბიანი სამხედრო შეჭრის საპასუხოდ. რუსეთისთვის დაწესებული დასავლური სანქციების გვერდის ავლით. გამოძიებამ დაადგინა, […]

ბაზისბანკი ‘რთველისის’ სტაბილური ფინანსური პარტნიორია

რთველისის ისტორია 1920 წლიდან იწყება. სწორედ ამ პერიოდში დაარსებული მამა-პაპისეული მარანი განახლდა კომპანიის მიერ, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემოდა და ზუსტად ამ მარანში იწარმოება დღეს რთველისის ქვევრის ღვინო. რთველისი დაკომპლექტებულია უახლესი ევროპული დანადგარებით და თანამედროვე ლაბორატორიით, რის შედეგადაც იწარმოება უმაღლესი ხარისხის ღვინო და ყურძნისეული წარმოშობის სხვა ალკოჰოლური სასმელი. ბაზისბანკის მხრიდან ინდივიდუალურმა მიდგომამ და მომსახურების უმაღლესმა ხარისხმა […]