“ეს პიროვნება არის ჩვენი ქვეყნის, სპორტისა და კაცობის სირცხვილი…” მერაბ დვალიშვილი ავთანდილ ხურციძეს პასუხობს

მოკრივე ავთანდილ ხურციძე (34-2-2) ამბობს, რომ UFC-ის ჩემპიონ მერაბ დვალიშვილთან (18-4) ბრძოლა სურს. ხურციძემ სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა სადაც ამ თემაზე საუბრობს. ქართველი მოკრივე 2017 წელს აშშ-ში დააკავეს, რამოდენიმე ვიდეოში ის ამბობს, რომ ამ ამბავში მერაბის ხელი ურევია. ავთანდილ ხურციძემ ამ თემაზე საუბარი რამოდენიმე თვის წინ დაიწყო, როდესაც მერაბ დვალიშვილმა ლეგენდარული ჰენრი სეხუდო (16-4) დაამარცხა. […]
რუსებმა ზაპოროჟიეს დაარტყეს, დაიღუპა 6 და დაშავდა 16 ადამიანი

რუსულმა ძალებმა ზაპოროჟიეზე თავდასხმა განახორციელეს, რის შედეგადაც ექვსი ადამიანი დაიღუპა და 16 დაშავდა, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ზაპოროჟიეს რეგიონალური-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ივან ფედოროვზე დაყრდნობით ავრცელებს. ფედოროვის განცხადებით, რუსებმა ზაპოროჟიეში ინფრასტრუქტურულ ობიექტს დაარტყეს. უკრაინული მედია წერს, რომ ანალიტიკოსების პროგნოზით, რუსეთი, სავარაუდოდ, ზაპოროჟიეს მიმართულებით შეტევითი მოქმედებებისთვის ემზადება.
დასავლეთ სანაპიროზე ისრაელის იერიშებს 4 ადამიანი ემსხვერპლა

დასავლეთ სანაპიროზე ისრაელის იერიშებს 4 ადამიანი ემსხვერპლა, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ორი ადამიანი ქალაქ ქაბატიაში დაიღუპა, კიდევ ორი კი ტამუნის რაიონში. ამასთან, პალესტინის საინფორმაციო სააგენტო WAFA-ს ინფორმაციით, ღაზის სექტორში ისრაელის საჰაერო იერიშების შედეგად, სულ მცირე, 30 ადამიანი დაიღუპა.
აშშ-ის არჩევნებში ჩარევის თვალსაზრისით, რუსეთი ყველაზე აქტიური საფრთხეა – აშშ-ის სადაზვერვო სააგენტოები

ამერიკის შეერთებული შტატების სადაზვერვო სააგენტოები აცხადებენ, რომ არჩევნების დღეს და მომდევნო კვირებში რუსეთის ჩარევის საფრთხე არსებობს. „რუსეთი ყველაზე აქტიური საფრთხეა. რუსეთთან დაკავშირებული გავლენის აგენტები აწარმოებენ ვიდეოებს და ყალბ სტატიებს, რათა შეარყიონ არჩევნების ლეგიტიმაცია, ჩანერგონ შიში ამომრჩევლებში არჩევნების პროცესთან დაკავშირებით და შექმნან შთაბეჭდილება, რომ ამერიკელები მზად არიან მიმართონ ძალადობას თავიანთი პოლიტიკური პრეფერენციების გამო“, – აღნიშნულია აშშ-ის […]
როდის გვეცოდინება 47-ე პრეზიდენტის ვინაობა? – ნანა საჯაია

Fox News-ის ვაშინგტონის ბიუროს პოლიტიკური მიმართულების პროდიუსერი, ჟურნალისტი ნანა საჯაია: ,,ამერიკაში საპრეზიდენტო კამპანია დასრულდა. როდის გვეცოდინება 47-ე პრეზიდენტის ვინაობა? მოკლე პასუხია – არავინ იცის. ვრცელი პასუხი, თუ არ გეზარებათ, ამ პოსტშია :))) ხუთ ნოემბერს ამერიკა პრეზიდენტს ირჩევს, მაგრამ, დიდი ალბათობით, პრეზიდენტის ვინაობა იმავე საღამოს არ გვეცოდინება. 2020 წელს გამარჯვებულის გამოცხადებას 4 დღე დასჭირდა. პირველი საარჩევნო […]
,,ვატყობ მოსამართლეების რევოლუცია მიიღეს ამათმა“ – ნანუკა ჟორჟოლიანი

ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი: ,,ვატყობ მოსამართლეების რევოლუცია მიიღეს ამათმა:)) გორის მოსამართლე ნინო გერგაულმა, 15 უბანზე ბათილი ბიულეტენების გადათვლა დაუშვა. მოსამართლე გერგაულს გაუმარჯოს.”
,,გირჩი” ახალი არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით აქციას გამართავს

,,გირჩი” ახალი არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით, შაბათს, 19.00 საათზე პარლამენტთან აქციას გამართავს: ,,ფარულობის ტოტალური დარღვევის საფუძველზე დაინიშნოს ახალი არჩევნები და ამ მოთხოვნის შესასრულებლად ცესკოს მიეცეს ერთ კვირიანი ვადა. დასავლელ პარტნიორებს მოვუწოდებთ არ აღიარონ ამ არჩევნების შედეგები. მოდი შაბათს, 19:00-ზე მიტინგზე, პარლამენტის წინ, დაგვიჭირე მხარი და შემოუერთდი ჩვენს გეგმას, რათა ფეიქ-რევოლუციის ნაცვლად, ახალი არჩევნებისთვის გავაგრძელოთ ბრძოლა!“ – […]
დღეს მწვანე ბარათის გათამაშებაში რეგისტრაციის ვადა სრულდება

დღეს, 5 ნოემბერს, თბილისის დროით 20:00 საათზე სრულდება რეგიტრაციის ვადა მწვანე ბარათის გათამაშებაში მონაწილეობის მისაღებად. აშშ სულ 55 000 ბარათს გაათამაშებს. შედეგები 2025 წლის მაისში გამოქვეყნდება. მწვანე ბარათისთვის რეგისტრაცია რეგისტრაცია უფასოა და შესაძლებელია ერთადერთ ბმულზე: dvprogram.state.gov. რეგისტრაციისას მოგენიჭებათ უნიკალური კოდი, რომელიც უნდა შეინახოთ. აშშ-ის მთავრობა არ აგზავნის შეტყობინებას, მოიგეთ თუ არა მწვანე ბარათი. შედეგის შემოწმება […]
აშშ-ის სადაზვერვო სააგენტოები – აშშ-ის არჩევნებში ჩარევის თვალსაზრისით, რუსეთი ყველაზე აქტიური საფრთხეა

ამერიკის შეერთებული შტატების სადაზვერვო სააგენტოები აცხადებენ, რომ არჩევნების დღეს და მომდევნო კვირებში რუსეთის ჩარევის საფრთხე არსებობს. „რუსეთი ყველაზე აქტიური საფრთხეა. რუსეთთან დაკავშირებული გავლენის აგენტები აწარმოებენ ვიდეოებს და ყალბ სტატიებს, რათა შეარყიონ არჩევნების ლეგიტიმაცია, ჩანერგონ შიში ამომრჩევლებში არჩევნების პროცესთან დაკავშირებით და შექმნან შთაბეჭდილება, რომ ამერიკელები მზად არიან მიმართონ ძალადობას თავიანთი პოლიტიკური პრეფერენციების გამო“, – აღნიშნულია აშშ-ის […]
ივანე ჩხაიძე – მიმდინარე წელს ქვეყანაში გრიპის და გრიპისმაგვარი დაავადებების 2-ჯერ ნაკლები შემთხვევა გვაქვს, ვიდრე ეს 2022 წელს იყო

ახლა ძირითადად რინოვირუსია ქვეყანაში გავრცელებული. რა თქმა უნდა, შემთხვევების მატება აღინიშნება, – ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ მედიაცენტრ „მთავარში“ განაცხადა. მისივე თქმით, მიმდინარე წელს ქვეყანაში გრიპის და გრიპისმაგვარი დაავადებების 2-ჯერ ნაკლები შემთხვევა გვაქვს, ვიდრე ეს 2022 წელს იყო. „ახლა ძირითადად რინოვირუსია ქვეყანაში გავრცელებული. პარაგრიპის ვირუსიც არის გავრცელებული, ძველი კორონავირუსი […]