ოპოზიციამ სააპელაციო სასამართლოსთან აქცია ხვალაც დააანონსა

“ხვალ, 11 საათზე, გთხოვთ ყველანი შევიკრიბოთ აქ. 12-ზე იქნება პირველი პროცესი, 14:00 საათზე იქნება მეორე პროცესი. ახლა გთავაზობთ, გადავინაცვლოთ მარცხენა მხარეს, დავიწყოთ მსვლელობა დიღმის მასივის ცენტრალური გამზირისკენ სადაც გავაგრძელებთ ჩვენს მსვლელობას. წინააღმდეგობის მოძრაობა იკრებს ძალებს, წინააღმდეგობრივი მსვლელობები იქნება ყველგან”, – თქვა გიორგი ვაშაძემ.
“ბიზნესი მხოლოდ ფულის კეთება არ არის… შენ უნდა გჯეროდეს მომავლის” – თამაზ დაუშვილი

კომპანია „დიოს“ მმართველი პარტნიორის თამაზ დაუშვილის აზრით, „ბიზნესი მხოლოდ ფულის კეთება არ არის“. ასე უპასუხა ბიზნესმენმა BMGTV-ის გადაცემა „წერტილთან“ ინტერვიუში წამყვანის კითხვას, რომელიც „დიოს“ საინვესტიციო და საექსპორტო გეგმებს შეეხებოდა. თამაზ დაუშვილი მიმდინარე წლის დასაწყისში აცხადებდა, რომ „დიო“ პროდუქციის ექსპორტისთვის და ახალი ინვესტიციების განხორციელებისთვის ემზადებოდა, მაგრამ ახლა ამბობს, რომ ქვეყანაში შექმნილი ვითარების გამო, გარკვეულწილად ბიზნესგეგმების კორექტირება […]
თსუ-ს სტუდენტურმა კაპელამ ბარსელონაში მსოფლიოს საგუნდო თასი და ოქროს მედალი დაიმსახურა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურმა კაპელამ, ბარსელონაში გამართულ პრესტიჟულ და მასშტაბურ კონკურსში სახელწოდებით – ”SING FOR GOLD, WORLD CHOIR CUP 2024“, Barcelona უფროსთა A კატეგორიაში, უმაღლესი ქულები მიიღო, დაიმსახურა . კაპელის ხელმძღვანელია თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის, აკადემიური გუნდის დირიჟორობის მიმართულების დოქტორანტი ლაშა მიროტაძე (პროფესორ ლიანა ჭონიშვილის კლასი). „კონკურსში 34 ქვეყნის 52 […]
სააპელაციო სასამართლოსთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

თბილისის სააპელაციო სასამართლოსთან ოპოზიციური პარტიებისა და მოქალაქეების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ადგილზე კოალიცია ძლიერი საქართველოსა და ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის წევრები იმყოფებიან. აქციის მონაწილეები არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას ითხოვენ. კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერის, ნიკა მელიას ცნობით, სააპელაციო სასამართლოში უბნების ბათილობასთან დაკავშირებით არასამთავრობოების საჩივრების განხილვა გაიმართება და ისინი სამართლიან განხილვას მოითხოვენ. ადგილზე, როგორც სასამართლოს […]
ვლადიმერ პუტინი – რუსეთი ღიაა ყველა ქვეყანასთან თანასწორობის და საშინაო საქმეებში ჩაურევლობის პრინციპებზე დაფუძნებული ორმხრივად სასარგებლო თანამშრომლობისთვის

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაცია ღიაა ყველა ქვეყანასთან თანასწორობის პრინციპებზე დაფუძნებული ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობისთვის. „რაც შეეხება ჩვენს ქვეყანას, ის ღიაა ყველა სახელმწიფოსთან თანასწორობის, საშინაო საქმეებში ჩაურევლობისა და საერთაშორისო სამართლის მკაცრი დაცვის პრინციპებზე დაფუძნებული ორმხრივად სასარგებლო თანამშრომლობისთვის“, – აღნიშნა პუტინმა. მისი მტკიცებით, რუსეთი ყოველთვის ერთგულია ქვეყნებთან ორმხრივად სასარგებლო თანამშრომლობის ლოგიკის და კონფრონტაციისკენ არ ისწრაფვის. […]
თინა ბოკუჩავა – ხელისუფლება ეცდება, მორჩილი მოსამართლის მიერ გააუქმოს თეთრიწყაროს მოსამართლის გადაწყვეტილება – უნდა ვიაქტიუროთ და ბევრნი ვიყოთ სააპელაციო სასამართლოსთან – ხვალაც უნდა შევიკრიბოთ!

ძალიან მნიშვნელოვანია, ვიაქტიუროთ და ბევრნი ვიყოთ სააპელაციო სასამართლოსთან, რომ ეს საზოგადოებრივი წნეხი სიმართლის დადგენისთვის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეებმაც იგრძნონ,- ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის’’ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ სააპელაციო სასამართლოსთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა. მისი თქმით, გუშინ თეთრიწყაროს რაიონულმა სასამართლომ დაადასტურა სარჩელი, რომლის თანახმად, ელექტრონულ არჩევნებზე ფარულობა დარღვეული იყო. ბოკუჩავას განმარტებით, ხელისუფლება ამის გადაფარვას ვერ შეძლებს, მაგრამ ეცდება, […]
ნიკა მელია – სპონტანური გადაწყვეტილებების მიღება ხშირად მოგვიწევს ამ საპროტესტო მოძრაობის ფარგლებში – ყველას უნდა ენახა, რაზე დგას ეს რეჟიმი, რომელიც ძალიან სწრაფად გასკდება კვახივით

სპონტანური გადაწყვეტილებების მიღება ჩვენ ხშირად მოგვიწევს ამ საპროტესტო მოძრაობის ფარგლებში – ყველას უნდა ენახა, რაზე დგას ეს რეჟიმი, რომელიც ძალიან სწრაფად გასკდება კვახივით, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ „ინტერპრესნიუსთან“ თბილისის სააპელაციო სასამართლოსთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა. მისი თქმით, ძალიან მალე ბევრისთვის მოულოდნელად ეს ხელისუფლება ჩამოიშლება. „ჯობია ახლა, მომდევნო დღეები და კვირები ყველანი […]
გიორგი ვაშაძე – აღმოჩნდა ერთი გმირი მოსამართლე თეთრიწყაროში, რომელმაც 30 უბანი გააუქმა, ვთხოვ სხვა მოსამართლეებსაც, რომ გაიზიარონ მისი პოზიცია

აღმოჩნდა ერთი გმირი მოსამართლე თეთრიწყაროში, რომელმაც 30 უბანი გააუქმა და მე ვთხოვ სხვა მოსამართლეებსაც, რომ გაიზიარონ მისი პოზიცია, იმიტომ, რომ ეს ყველაფერი არის ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის, საქართველოს ევროპული მომავლისთვის, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ თბილისის სააპელაციო სასამართლოსთან მიმდინარე აქციაზე „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, წინააღმდეგობის მოძრაობა იკრებს […]
გია ვოლსკი – ყველანაირი უზნეობის, უტიფრობისა და უმსგავსობის დაშვებას ველოდები – ვერავინ იტყვის, რას მოიგონებენ და რა გზით გააგრძელებენ აქტივობას ოპოზიციური პოლიტიკური სუბიექტები

ყველანაირი უზნეობის, უტიფრობისა და უმსგავსობის დაშვებას ველოდები – ვერავინ იტყვის, რას მოიგონებენ და რა გზით გააგრძელებენ აქტივობას ოპოზიციური პოლიტიკური სუბიექტები, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განუცხადა. ვოლსკის მტკიცებით, ყველანაირად დასტურდება, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებში არანაირ გაყალბებას ადგილი არ ჰქონია, ხოლო ოპოზიციამ სერიოზულად შეირცხვინა თავი, პირველ რიგში, საკუთარი ამომრჩევლის წინაშე. „შეიძლება ცალკეული […]
ანა დოლიძე – პანიკაში არიან, ყველა მოსამართლეს საქმეები ჩამოართვეს და ერთ საქმედ გააერთიანეს – ეს ხდება იმიტომ, რომ არ დაუშვან მინიმალური შესაძლებლობა, მოხდეს იგივე, რაც თეთრიწყაროში მოხდა

პანიკაში არიან, ყველა მოსამართლეს საქმეები ჩამოართვეს და ერთ საქმედ გააერთიანეს – თბილისშიც და ქუთაისშიც – ეს ხდება იმიტომ, რომ არ დაუშვან მინიმალური შესაძლებლობა იმის, რომ მოხდეს იგივე, რაც თეთრიწყაროში მოხდა, – ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა დოლიძემ „ინტერპრესნიუსთან“ განაცხადა, რომელიც თბილისის სააპელაციო სასამართლოსთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე იმყოფება. მისივე თქმით, პანიკაში მყოფმა „კლანმა“ […]