თენგიზ შარმანაშვილი – ელისაშვილმა მოსამართლე ხუჭუას გადაწყვეტილება წინასწარ იცოდა, მან განაჩენის გამოცხადებამდე ერთი საათით ადრე, ინტერვიუში თქვა გადაწყვეტილების შინაარსი – დარღვეულია სასამართლოს საიდუმლოება

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თენგიზ შარმანაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ალეკო ელისაშვილმა მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუას გადაწყვეტილება წინასწარ იცოდა და განაჩენის გამოცხადებამდე ერთი საათით ადრე, ინტერვიუში თქვა გადაწყვეტილების შინაარსი. როგორც შარმანაშვილი აღნიშნავს, ზემოხსენებული მოწმობს, რომ პროცესი იყო პოლიტიკურად მოტივირებული და დარღვეულია სასამართლოს საიდუმლოება. “20 საათსა და 58 წუთზე „ტვ პირველს“ მისცა […]
ლევან გოგიჩაიშვილი – კარგი იქნება თუ სასამართლოში სიტუაცია გატყდება და ეს უნდა მოხდეს თვითონ მოსამართლეების მხრიდან

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ხაზი გადის დღეს სასამართლოებზე, იმიტომ, რომ ივანიშვილს მურუსიძე სჭირდებოდა ამ დღისთვის – კარგი იქნება თუ სასამართლოში სიტუაცია გატყდება და ეს უნდა გატყდეს თვითონ მოსამართლეების მხრიდან, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა ლევან გოგიჩაიშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ განაცხადა, რომელიც თბილისის სააპელაციო სასამართლოსთან მიმდინარე აქციაში მონაწილეობს. ლევან გოგიჩაიშვილმა მოსამართლეებზე საზოგადოების მხრიდან წნეხის აუცილებლობაზე ისაუბრა და ამ […]
ჯაბა სამუშიამ სანჯის უნივერსიტეტთან თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერა ხელი

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ სანჯის უნივერსიტეტთან (სამხრეთ კორეა) თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერა ხელი, რომელიც მედიცინის მიმართულებით ერთობლივი სამეცნიერო პროექტების განხორციელებას და კვლევით თანამშრომლობას შეუწყობს ხელს. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, ჯაბა სამუშიამ სამხრეთ კორეელ მეცნიერებთან შეხვედრაზე აღნიშნა, რომ თსუ მორფოლოგიის ინსტიტუტი უკვე თანამშრომლობს სანჯის უნივერსიტეტთან და მემორანდუმზე […]
ირანის მთავრობის პრესსპიკერი – სტუდენტი გოგონა, რომელმაც უნივერსიტეტის წინ ტანსაცმელი გაიხადა პრობლემური ინდივიდია – პოლიციის განყოფილებიდან სამკურნალო ცენტრში გადაიყვანეს, მას მკურნალობა ესაჭიროება

სტუდენტი გოგონა, რომელმაც უნივერსიტეტის წინ ტანსაცმელი გაიხადა პრობლემური ინდივიდია, – ამის შესახებ ირანის მთავრობის პრესსპიკერმა, ფატიმე მოჰაჯერანმა პირველი ოფიციალური განცხადება გააკეთა. „ამ საკითხს უსაფრთხოების პერსპექტივიდან დანახვის ნაცვლად, სოციალური თვალსაზრისით ვუყურებთ და ვცდილობთ ამ სტუდენტის, როგორც პრობლემური ინდივიდის, პრობლემები მოვაგვაროთ“, – განაცხადა ირანის მთავრობის პრესსპიკერმა. მისივე თქმით, გოგონა, რომელიც სოციალურ ქსელებში იდენტიფიცირებულია, როგორც აჰუ დერიაია, პოლიციის […]
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერები Erasmus+ ოფისის თანამშრომლებს შეხვდნენ

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, Erasmus K2 პროგრამის ფარგლებში, საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა, სადაც სპიკერებმა მარიამ სულაშვილმა და გიორგი მჭედლიძემ საუნივერსიტეტო საზოგადოებას უნივერსიტეტის კვლევითი ტრანსფერისა და უნივერსიტეტსა და ინდუსტრიას შორის თანამშრომლობის მეშვეობით შესაძლებლობების გაზრდის შესახებ განახლებული ცნობები მიაწოდეს. აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს. სტუ-ის ტექნოლოგიებისა და საგრანტო პროექტების ოფისის ხელმძღვანელის გიორგი მიქიაშვილის თქმით, Erasmus+ ოფისის თანამშრომლებთან საქართველოს […]
“ა” ლიგის საკვალიფიკაციო ტურნირისთვის რეგისტრაცია 14 ნოემბრამდე გაგრძელდება

საკალათბურთო “ა” ლიგის საკვალიფიკაციო ტურნირში მონაწილეობის მსურველი გუნდების რეგისტრაცია დაიწყო. შეგახსენებთ, რომ სუპერლიგის ერთი საფეხურით დაბლა მდგომ “ა” ლიგაში 6 გუნდი მონაწილეობს, საიდანაც 4 მონაწილე ცნობილია – “რუსთავი”, რომელიც გასულ სეზონში სუპერლიგიდან დაქვეითდა, “სოხუმი საქართველო”, “ვერა” და “თელავის “ბურჯი”. მე-5 გუნდი იქნება სტუდენტური ლიგის გამარჯვებული, რომელიც დეკემბერში გამოვლინდება, ხოლო მე-6 საგზურისთვის თბილისის “ასტრალი” და საკვალიფიკაციო […]
საერთაშორისო ფესტივალზე “Daejeon International Wine Festival” ქართული ღვინის 8 მწარმოებლის ღვინო იყო წარმოდგენილი

ღვინის ეროვნული სააგენტოს და კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით, ქალაქ დეჯონში საერთაშორისო ფესტივალზე “Daejeon International Wine Festival” ქართული ღვინის 8 მწარმოებლის, როგორც დიდი კომპანიების, ასევე მცირე მარნების ღვინო იყო წარმოდგენილი. ქართული ღვინის მსგავს მასშტაბურ ღონისძიებებზე წარდგენა საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციას ემსახურება . სამდღიანი გამოფენის ფარგლებში, ქართველ ღვინის მწარმოებლებს შესაძლებლობა ჰქონდათ საკუთარი პროდუქცია წარედგინათ ადგილობრივი ღვინის პროფესიონალებისთვის, […]
„იმდენი გამოცდილება დაგროვდა, რომ ძველი შეცდომები არ უნდა გავიმეოროთ“ – რომან გოცირიძე

„ვთქვათ, ჩატარდა რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები რამდენიმე თვეში. გაიმარჯვა ოპოზიციამ. პრეზიდენტი იმ დროისთვის იქნება ქოცების მიერ დანიშნული რომელიმე ოდიოზური პირი. ამ პირმა არ აღიარა არჩევნების შედეგები და არ დანიშნა ახალი პარლამენტის სხდომა. რა ხდება მაშინ? ხელახალი არჩევნები? რა აზრი აქვს, თუ პრეზიდენტი იგივე აზრზე იქნება? კონსტიტუციაში ხარვეზია, წინააღმდეგობაში მოდის ერთმანეთთან ორი ნორმა-ერთი, როცა პარლამენტის სხდომა უნდა […]
ხვალ ბუნდესტაგის საგარეო კომიტეტში საქართველოს არჩევნებზე მოსმენა გაიმართება

ხვალ, 6 ნოემბერს, გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში საქართველოს საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით გერმანიის მთავრობის მოსმენა გაიმართება. კომიტეტის დღის წესრიგში საქართველოს საპარლამენტო არჩევნები პირველ საკითხადაა ჩასმული. ეს ბოლო ერთ თვეში საქართველოს საკითხის ბუნდესტაგში განხილვის მეორე შემთხვევაა. საქართველოს საპარლამენტო არჩევნებამდე 2 კვირით ადრე გერმანიის ბუნდესტაგში სამთავრობო ფრაქციების ინიციირებით რეზოლუციის პროექტი დარეგისტრირდა, რომელშიც „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა […]
გახდი საქართველოს ბანკის სტიპენდიატი და ისწავლე შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში სრული დაფინანსებით

საქართველოს ბანკის სტიპენდიების პროექტი ერთ წელზე მეტია რაც ხორციელდება და ამ ეტაპზე 21 პარტნიორ უნივერსიტეტს და 160-ზე მეტ სტიპენდიატს ითვლის. პროექტის მიზანია, ახალგაზრდებისთვის განათლება რაც შეიძლება მეტად ხელმისაწვდომი გახადოს. ამიტომ, სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს, მიიღონ სწავლის სრული ან ნაწილობრივი დაფინანსება. პროექტის დაწყების დღიდან პარტნიორი უნივერსიტეტების რაოდენობა მუდმივად იზრდება, მათ შორის ერთ-ერთი შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს […]