გიორგი ვაშაძემ მოსახლეობას მოუწოდა, ხვალ, 11:00 საათზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოსთან კვლავ შეიკრიბონ

კოალიცია „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ მოსახლეობას მოუწოდა, რომ პროტესტის გამოსახატად ხვალ, 11:00 საათზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოსთან კვლავ შეიკრიბონ. მისივე თქმით, თბილისის სააპელაციო სასამართლოში ფარულობის დარღვევასთან დაკავშირებული საქმეების განხილვა ხვალისთვის გადაიდო. „სასამართლო პროცესი ხვალისთვის გადაიდო. ხვალ 12:00 საათზე არის ერთი პროცესი, ხოლო მეორე პროცესი არის 14:00 საათზე. ხვალ, 11:00 საათზე გთხოვთ ყველანი […]
მამუკა ხაზარაძე – მინდა მივმართო პოლიციას, არ ფიქრობთ, რომ დამპალი სისტემაა, რომელიც ემსახურება ერთადერთ კაცს და კორუფციას?! – ქართულ მუნდირს ემსახურებით და არა რუსულს!

არ ფიქრობთ, რომ დამპალი სისტემაა, რომელიც ემსახურება ერთადერთ კაცს, კორუფციას?! – ქართულ მუნდირს ემსახურებით და არა რუსულს! – ასე მიმართა „ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ თბილისის სააპელაციო სასამართლოსთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე სიტყვით გამოსვლისას. როგორც მან აღნიშნა, ნიჰილიზმის დრო არ არის და ბრძოლა იწყება ახლა. „მინდა, მივმართო პოლიციას: მეგობრებო, ჩვენ არ ვართ აქ მოსული იმისთვის, რომ […]
გია ვოლსკი – ვინც ამბობს, რომ ამოტრიალებული საარჩევნო ბიულეტენის ყდაში წერტილი მაინც შეიძლება გამოჩნდეს, უნდა ვუთხრათ, რომ ალბათ, ტანსაცმლის ქვეშ მაინც ჩანს, რომ შიშველია

ვინც ამბობს, რომ ამოტრიალებული საარჩევნო ბიულეტენის ყდაში წერტილი მაინც შეიძლება გამოჩნდეს, უნდა ვუთხრათ, რომ ალბათ ტანსაცმლის ქვეშ მაინც ჩანს, რომ შიშველია – როგორ შეიძლება ადამიანებს ასეთი სისულელე მიართვა, მით უმეტეს, ისეთი საპასუხისმგებლო კათედრიდან, რასაც მოსამართლის კათედრა ჰქვია! – ასე ეხმაურება პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუას გადაწყვეტილებას, რომელმაც 26 ოქტომბრის არჩევნებზე ხმის ფარულობის […]
სააპელაციო სასამართლოსთან შეკრებილი აქციის მონაწილეები, მსვლელობით დიდუბის მიმართულებით გადაადგილდებიან

სააპელაციო სასამართლოსთან შეკრებილი აქციის მონაწილეები, მსვლელობით დიღმის მასივის გავლით, დიდუბის მიმართულებით გადაადგილდებიან. აქციის მონაწილეების წინ პოლიტიკური პარტიების ლიდერები მიუძღვებიან. ამ დროისთვის სრულად გადაკეტილია გრიგოლ რობაქიძის გამზირი.
Smartmatic – საქართველოს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები არჩევნების მოდერნიზაციის მნიშვნელოვან ეტაპს წარმოადგენს

საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე Smartmatic-ის ტექნოლოგიებისა და სერვისების გამოყენებით წარმატებით მოახდინა ძირითადი საარჩევნო პროცესების მოდერნიზება, – ამის შესახებ კომპანია Smartmatic-ის პრესრელიზშია აღნიშნული. კომპანიის განმარტებით, Smartmatic-ის ტექნოლოგიებისა და სერვისების ქვეყნის მასშტაბით გამოყენება აღნიშნავს ეტაპობრივი გავრცელების დასრულებას, რომელიც 2021 წელს ხუთი საპილოტე პროგრამით დაიწყო. კომპანიის ინფორმაციით, Smartmatic-მა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მიაწოდა 4 876 […]
თბილისში, სააპელაციო სასამართლოსთან ოპოზიციის აქცია იმართება

თბილისის სააპელაციო სასამართლოსთან ოპოზიციის აქცია მიმდინარეობს. დღეს სასამართლოს უნდა განეხილა საარჩევნო სარჩელები, თუმცა სხდომა ხვალამდე გადაიდო. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. ამ წუთბში აქციის მონაწილეები სასამართლოდან მსვლელობით დაიძრნენ. მამუკა ხაზარაძის განცხადებით, პროტესტი ხვალ, 11 საათზე, სააპელაციო სასამართლოსთან განახლდება. არჩევნებზე ხმის ფარულობის მასობრივად დარღვევის საქმესთან დაკავშირებით საია-ს სააპელაციო საჩივრები გაერთიანდა – ქუთაისში სასამართლო პროცესი დღეს, 5 ნოემბერს გაიმართება, […]
,,დგანან და მოღავიან, ის მოსამართლე ადეიშვილის კადრი იყოო კაცო, ადეიშვილისო..“ – გიორგი ფოფხაძე

საფრანგეთში მცხოვრები ჟურნალისტი გიორგი ფოდხაძე: ,,დგანან და მოღავიან, ის მოსამართლე ადეიშვილის კადრი იყოო კაცო, ადეიშვილისო.. თან ის სასტავი მე რომ მლანძღავდა მურუსიძეზე ხმას ნუ იღებ, მოსამართლის ბულინგი არ შეიძლებაო ჭიტააა ქოცებოოო,… PS ისე როგორც ბოროტი ენები ამბობენ, (გაბრაზებული ქოცებიდან, აი სასტავი როა ხმამაღლა რო არაფერს ამბობენ, ერთი ზომით პატარა ფეხსაცმელი რო აცვით მარა მაინც სულ […]
ოპოზიცია 6 ნოემბერსაც გეგმავს თბილისის სააპელაციო სასამართლოსთან აქციის გამართვას

ოპოზიციური პარტიების ორგანიზებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოსთან საპროტესტო აქცია გაიმართა. ამის შემდეგ დემონსტრანტებმა რობაქიძის გამზირიდან მსვლელობა დაიწყეს და ამ წუთებში წერეთლის გამზირზე იმყოფებიან. საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეზღუდულია. „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ, რომელიც 5 ნოემბერს მიმდინარე აქციაში მონაწილეობს, რადიო თავისუფლებას პროტესტის მიზეზებზე ელაპარაკა. „თეთრიწყაროში 4 ნოემბერს მოსამართლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შეეშინდათ, რომელიც წესიერი ადამიანი აღმოჩნდა […]
“მემორიალი”: ჩეჩნეთში მასობრივად აკავებენ მამაკაცებს

ჩეჩნეთში ეროვნული გვარდიის სატვირთო მანქანაზე თავდასხმის შემდეგ ჩეჩნეთში მასობრივად აკავებენ მამაკაცებს. ამის შესახებ ადამიანის უფლებების ცენტრი „მემორიალი“იტყობინება. ცენტრის ცნობით, გროზნოს რაიონში „ასობით ადამიანი“ დააკავეს. პოლიციის განყოფილებებში მათ არჩევანს სთავაზობენ: წავიდნენ ფრონტზე ან მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეს აღძრავენ. ამ მოვლენების დეტალებში გარკვევა რთულია, რადგან ახლობლებს ეშინიათ დაკავებულების მდგომარეობის გაუარესების. „მემორიალმა“ მოახერხა ერთი ასეთი დაკავების დეტალების […]
საქართველოს ბანკის გათამაშებაში ინდ. მეწარმეებმა 1 000 000-მდე ბილეთი დააგროვეს – პირველი ეტაპის გამარჯვებული 6 ნოემბერს გამოვლინდება

საქართველოს ბანკის გათამაშებაში ინდ. მეწარმეებმა ციფრული ტრანზაქციების შესრულებით უკვე მილონამდე ბილეთი დააგროვეს. გათამაშება 1 ოქტომბერს დაიწყო და სამ ეტაპად, 13 იანვრამდე ხორციელდება. პირველი ეტაპი 31 ოქტომბერს დასრულდა და მისი გამარჯვებულების ვინაობა 6 ნოემბერს გახდება ცნობილი. ინდ. მეწარმეებს, რომლებიც ამ დროის განმავლობაში ციფრულ ბილეთებს აგროვებდნენ, ექნებათ შესაძლებლობა, სხვადასხვა ფულადი პრიზიდან ერთ-ერთი მიიღონ. 6 ნოემბერს გამოვლინდება როგორც […]