სიების ჩახსნა ამ ეტაპზე აკრძალულია – შალვა პაპუაშვილი

მინდა წარმოგიდგინოთ შეჯამება იმ დეზინფორმაციული თავდასხმებისა ქართულ არჩევნებზე, რომელსაც ჩვენ ბოლო პერიოდში ვაკვირდებოდით, ფაქტობრივად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ჰიბრიდული ომის ერთ-ერთი საშუალებაა ის საინფორმაციო თავდასხმა, რომელიც ქართულ არჩევნებზე ხდებოდა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ის ამ დღეების განმავლობაში საზოგადოებას აცნობდა სხვადასხვა მაგალითებს ამ დეზინფორმაციისა და დღეს სურს შეჯამების სახით წარმოადგინოს. […]

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7247 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7247 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7247 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7280 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0033 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9677 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9738 ლარს შეადგენდა. […]

აქციის მონაწილეები მსვლელობით სადგურის მოედნის მიმართულებით გადაადგილდებიან

სააპელაციო სასამართლოსთან შეკრებილი აქციის მონაწილეები, მსვლელობით წერეთლის გამზირზე, სადგურის მოედნის მიმართულებით გადაადგილდებიან. აქციის მონაწილეებს წინ პოლიტიკური პარტიები ლიდერები მიუძღვებიან. მათ ადგილზე საქართველოსა და ევროკავშირის დროშები აქვთ და შემხვედრ მოქალაქეებს მსვლელობაში მონაწილეობის მიღებისკენ მოუწოდებენ. აქციის მონაწილეებმა მოახერხეს წერეთლის გამზირის ნაწილის გადაკეტვა და საპირისპირო მხრიდან მომავალ ავტომობილთა მოძრაობას აფერხებენ. წესრიგის უზრუნველსაყოფად მსვლელობის მონაწილეებს საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟიც […]

სერგეი ლავროვი – მზად ვართ, საქართველოსთან ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზება გავაგრძელოთ

რუსული მხარე მზადაა, გააგრძელოს საქართველოსთან ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზების პროცესი, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა „რია ნოვოსტისთან“ ინტერვიუში განაცხადა. „ქართველმა ხალხმა გააკეთა თავისი არჩევანი. ჩვენ მას პატივისცემით ვეკიდებით. მზად ვართ, ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზების პროცესი გავაგრძელოთ“, – აღნიშნა ლავროვმა. მისი თქმით, აშშ და ევროკავშირი ხელოვნურად ცდილობენ საქართველოში მიმდინარე საარჩევნო პროცესი წარმოაჩინონ, როგორც სტრატეგიული […]

არჩილ გორდულაძე – ალეკო ელისაშვილმა გუშინდელი აქციის დროს, დადასტურებულ ფაქტად იცოდა, რომ მოსამართლე გააუქმებდა ცესკოს და საოლქო კომისიის შესაბამის გადაწყვეტილებებს – „ნაცკლასტერის“ პოლიტიკოსებმა წინასწარ იცოდნენ გადაწყვეტილება

ალეკო ელისაშვილმა, გუშინდელი აქციის დროს, რამდენჯერმე გაიმეორა, რომ მოსამართლეს თურმე მიღებული აქვს უკვე გადაწყვეტილება და მან დადასტურებულ ფაქტად იცოდა, რომ მოსამართლე გააუქმებდა ცენტრალური საარჩევნო კომისიის და საოლქო კომისიის შესაბამის გადაწყვეტილებებს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, არჩილ გორდულაძემ, თეთრიწყაროს სასამართლოს მოსამართლის, ვლადიმერ ხუჭუას გადაწყვეტილებაზე საუბრისას განაცხადა. გორდულაძის თქმით, ცალკე შესწავლის საგანია, საიდან იცოდა პოლიტიკოსმა წინასწარ, […]

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სენატმა ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე ასოცირებული პროფესორი დავით მახვილაძე დაამტკიცა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი დავით მახვილაძე, სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის ფარგლებში, სტუ-ის წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატი) და ფაკულტეტების წარმომადგენლების წინაშე მოხსენებით წარსდგა. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს. უნივერსიტეტის ცნობით, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელმა დამსწრე საზოგადოებას გააცნო თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში, გასული 4 წლის განმავლობაში, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მიმდინარე პროცესები და […]

„საქართველოს ბანკის” გათამაშებაში ინდ. მეწარმეებმა 1 000 000-მდე ბილეთი დააგროვეს – პირველი ეტაპის გამარჯვებული 6 ნოემბერს გამოვლინდება

“საქართველოს ბანკის” გათამაშებაში ინდივიდუალურმა მეწარმეებმა ციფრული ტრანზაქციების შესრულებით უკვე მილონამდე ბილეთი დააგროვეს. ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს. მათი ცნობით, გათამაშება 1 ოქტომბერს დაიწყო და სამ ეტაპად, 13 იანვრამდე ხორციელდება. პირველი ეტაპი 31 ოქტომბერს დასრულდა და მისი გამარჯვებულების ვინაობა 6 ნოემბერს გახდება ცნობილი. ინდივიდუალურ მეწარმეებს, რომლებიც ამ დროის განმავლობაში ციფრულ ბილეთებს აგროვებდნენ, ექნებათ შესაძლებლობა, სხვადასხვა […]

მამუკა ხაზარაძე – მკაფიო გზავნილი უნდა გავუგზავნოთ ივანიშვილს, რომ სისტემა დამპალია, თევზი თავიდან ლპება

მკაფიო გზავნილი უნდა გავუგზავნოთ ივანიშვილს, რომ სისტემა დამპალია, თევზი თავიდან ლპება. ამ ჭიშკარს კი არ გავუკეთებთ დემონტაჟს, შენ გაგიკეთებთ დემონტაჟს ივანიშვილო შენს ხალხთან ერთად – ჩვენ თითქოს ცხვრების ფარა ვართ აქ და უნდა ვიცხოვროთ ამის ნება-სურვილზე, ასეა არ იქნება! – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ თბილისის სააპელაციო სასამართლოსთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე სიტყვით გამოსვლისას […]

ღაზის სექტორიდან 100-ზე მეტი პაციენტის ევაკუაცია განხორციელდება

ღაზის სექტორიდან 100-ზე მეტი პაციენტის ევაკუაცია განხორციელდება, – ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელმა, რიკ პიპერკორნმა განაცხადა. „ეს საგანგებო ზომებია. ჩვენ არაერთხელ მოვითხოვეთ მუდმივი სამედიცინო ევაკუაცია ღაზის ფარგლებს გარეთ“, – განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელმა. მისივე თქმით, პაციენტებს შორის ბავშვებიც არიან და დამატებით ევაკუაციას 12 000 ადამიანი ელოდება. რიკ პიპერკორნმა აღნიშნა, რომ პაციენტებს კერომ შალომის […]

საქართველოს სუპერმარკეტების ქსელების რეიტინგი შემოსავლების მიხედვით

დღეს საქართველოს კონკურენციის სააგენტომ სუპერმარკეტების ბაზრის მსხვილ მოთამაშეებს – “დეილისა” და “რითეილ ჯგუფის”, ანუ “მაგნიტს” შორის კონცენტრაციის გარიგების შესახებ გასცა თანხმობა. თავის მხრივ, 2024 წლის 6 აგვისტოს კონკურენციის სააგენტომ კიდევ ერთ კონცენტრაციაზე გასცა თანხმობა, რომლითაც შპს “დეილი”, რომელიც ამავდროულად “გვირილას” ქსელის მფლობელია, გახდა “ფუდმარტის” 100%-იანი წილის მესაკუთრე – თავად “ფუდმარტი” კი აერთიანებს “სპარის” და “იოლის” […]