ზურაბ ჯაფარიძე – ეს პროტესტი მნიშვნელოვანია – რაც შეეხება გეგმას, დღეს იქნება პროტესტი, შემდეგ როგორ განვითარდება, ამაზე პოლიტიკური ლიდერები შევთანხმდებით

ერთადერთი გეგმა არსებობს – ამ პროტესტის კულმინაცია. 21 ნოემბერს არის ბოლო ვადა, როდესაც ცესკომ შემაჯამებელი ოქმი უნდა გამოაქვეყნოს. ამის შემდეგ არის 10-დღიანი ვადა, როდესაც ეცდებიან შეკრიბონ პარლამენტი და ლეგიტიმაცია მისცენ. ეს არ უნდა დავუშვათ! – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ ჟურნალისტებს სააპელაციო სასამართლოსთან განუცხადა, სადაც ოპოზიციური კოალიციების ლიდერები და მხარდამჭერები იკრიბებიან. როგორც […]

დონალდ ტრამპი – ეს ამერიკის ოქროს ხანა იქნება – ვაპირებთ ქვეყანას განკურნებაში დავეხმაროთ

ეს ამერიკის ოქროს ხანა იქნება, – ამის შესახებ დონალდ ტრამპმა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ფლორიდაში შეკრებილ მხარდამჭერებს განუცხადა. „ეს ყველა დროის დიდებული პოლიტიკური მოძრაობა იყო. ვაპირებთ ჩვენს ქვეყანას განკურნებაში დავეხმაროთ. ჩვენს ქვეყანას, რომელსაც დახმარება სჭირდება. ჩვენს საზღვრებს გამოვასწორებთ, ყველაფერს გამოვასწორებთ. უკვე ნათელია, რომ ჩვენ ყველაზე საოცარ პოლიტიკურ გამარჯვებას მივაღწიეთ“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა. სიტყვით […]

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წყალმომარაგების მაგისტრალურ მილზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ჩაატარებს

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წყალმომარაგების სისტემური გაუმჯობესების მიზნით, მაგისტრალურ მილსადენზე, რომელიც ვაკე-საბურთალოს, მთაწმინდა- კრწანისის და ჩუღურეთის რაიონების ნაწილს სასმელი წყლით ამარაგებს, აუცილებელ სარეაბილიტაციო სამუშაოებს ჩაატარებს. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ავრცელებს. მათი ცნობით, კომპანიის 2024 წლის საინვესტიციო გეგმის ფარგლებში, აღნიშნული მაგისტრალური ქსელის მონიტორიგის შედეგად ორი ამორტიზებული მონაკვეთის იდენტიფიცირება მოხდა და შესაბამისი სარეაბილიტაციო სამუშაოები […]

როცა ზელანდიასთან საუკეთესო გორგოძე გახდა – იტალიელების ფიქრი რევანშზე და საქართველოს ნაკრები სერიოზული მატჩებით

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ივლისის ტესტ-მატჩებში, ძირითადად, კარგი შთაბეჭდილება დატოვა. მთავარი მწვრთნელი რიჩარდ კოკერლი სწორად რეაგირებს იმ სირთულეებზე, რაც ეროვნულ გუნდს ბოლო პერიოდში ჰქონდა. მაგალითად, უკეთ გამოვიყურებოდით აუტში, მოლსა თუ რაქში. ახალი მწვრთნელი ცდილობს, გუნდი უფრო თანამედროვედ და სწრაფად ათამაშოს, დასაწყისი მართლაც მშვენიერია. ახლა მორიგი გამოწვევა ნოემბრის ტესტ-მატჩებია, სადაც მოწინააღმდეგეები ძლიერები არიან – “ოლ ბლექსი” XV, […]

ტრამპმა პენსილვანიაც მოიგო, გამარჯვებას მას სულ 3 ელექტორის ხმა აშორებს

პენსილვანიის მოგებით, რესპუბლიკელმა დონალდ ტრამპმა ოპონენტს, დემოკრატ კამალა ჰარისს გამარჯვების შანსი თითქმის აღარ დაუტოვა. შვიდ მერყევ შტატს შორის, პენსილვანია ყველაზე მეტად მოიაზრებოდა გადამწყვეტ შტატად, რომელსაც საპრეზიდენტო არჩევნებში მოგებულის ვინაობა უნდა განესაზღვრა. გამარჯვებულის დასახელებამდე, ტრამპს კიდევ 3 ელექტორის ხმა სჭირდება. ხმების დათვლის პროცესი ჯერ ისევ გრძელდება. ტრამპმა ამ ეტაპზე 267 ელექტორის ხმა მოიპოვა, კამალა ჰარისს კი […]

თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების სტომატოლოგიური კლინიკა ფუნქციონირებს

ბორჯომში, მესხეთის ქუჩაზე მდებარე, თანამედროვე სტანდარტების სტომატოლოგიური კლინიკა – „იმპლანტ სტუდიო“, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ერთ-ერთი წამყვანი კლინიკაა. მისი ისტორია ხუთ წელს ითვლის. კლინიკა „იმპლანტ სტუდიო“ 10 თანამშრომელს აერთიანებს და ადგილობრივი და მოწვეული სპეციალისტებითაა დაკომპლექტებული. ბავშვთა და ზრდასრულთა თერაპია, იმპლანტაცია, ორთოდონტია, ორთოპედია, ქირურგია – ეს იმ სერვისების ჩამონათვალია, რომლებსაც კლინიკა პაციენტებს სთავაზობს. თუმცა, მაღალტექნოლოგიური აპარატურა და მომსახურების […]

ყველაზე დიდი პოლიტიკური დაბრუნება – ტრამპმა არჩევნები მოიგო

აშშ-ის 47-დე პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გახდა. ყველასთვის მოულოდნელად, არჩევნები შტატებში მოკლე დროში დამთავრდა. ,,ყველაზე დიდი პოლიტიკური დაბრუნება“- ასე აფასებენ ამერიკის შეერთებულ შტატებში ტრამპის გამარჯვებას. პრეზიდენტობის კანდიდატმა მხარდამჭერებს ვესტ პალმ ბიჩიდან მიმართა. მან მხარდამჭერებს მადლობა გადაუხადა და თქვა, რომ ის თავის ქვეყანას დაეხმარება. ტრამპმა აღნიშნა, რომ ის შტატების 45-ე პრეზიდენტი იყო და ახლა ისტორიული მომენტია, რადგან […]

ეკა სეფაშვილი დემოკრატიის მსოფლიო ფორუმში მონაწილეობს

საფრანგეთის რესპუბლიკის ქალაქი სტრასბურგი 6-8 ნოემბერს დემოკრატიის მსოფლიო ფორუმს მასპინძლობს. ფორუმის მუშაობაში მონაწილეობს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრი, ეკა სეფაშვილი, რომელიც ღონისძიებაზე წარდგენილია ასამბლეის სოციალური კომიტეტიდან. ფორუმი განიხილავს იმ კრიტიკულ საფრთხეებს, რომლებიც შედეგად მოჰყვება დეზინფორმაციას, ასევე, მრავალფეროვნების გარშემო სხვადასხვა პოლიტიკურ ნარატივებს – მათ შორის საარჩევნო კამპანიის კონტექსტში. ფორუმი ყურადღებას გაამახვილებს იმაზე, […]

Fox News: ტრამპმა კამალა ჰარისი დაამარცხა და აშშ-ის 47-ე პრეზიდენტი გახდება

Fox News-ის ინფორმაციით, მათი პროგნოზირებით, რესპუბლიკელების კანდიდატმა დონალდ ტრამპმა კოლეგიის 277 ხმა უკვე მიიღო და დემოკრატების კანდიდატ კამალა ჰარისს მოუგო. გამოცემის ცნობით, ტრამპი აშშ-ის 47-ე პრეზიდენტი გახდება. სხვა მონაცემებს აქვეყნებს გამოცემა Associated Press, გამოცემის ცნობით, ტრამპს ჯერ-ჯერობით საარჩევნო კოლეგიისგან 267 ხმა აქვს მიღებული, BBC-ის ცნობით, კი ტრამპს 266 ხმა აქვს.

თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს ნათია მეზვრიშვილს გამოკითხავენ

თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს “გახარია საქართველოსთვის” ერთ-ერთ ლიდერს, ნათია მეზვრიშვილს მაგისტრატ მოსამართლესთან გამოკითხავენ. როგორც მეზვრიშვილი წერს, მოსამართლეს ის არჩევნების გაყალბების მტკიცებულებებს წარუდგენს. გამოკითხვა 12 საათზეა ჩანიშნული.