“აფხაზეთში არ არსებობენ ანტირუსულად განწყობილი პოლიტიკური ძალები” – დე ფაქტო აფხაზეთის საპრეზიდენტო კანდიდატი

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტობის კანდიდატმა, ოლეგ ბარციცმა განაცხადა, რომ “აფხაზეთში არ არსებობს და არ შეიძლება იყვნენ ანტირუსულად განწყობილი პოლიტიკური ძალები”.
“2025 წლის დასაწყისში აფხაზეთში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება და ასეთ პერიოდებში, რიტორიკა მწვავდება. პოლიტიკური ოპონენტებისგან ერთმანეთის მიმართ რადიკალური, ზოგჯერ საკმაოდ ხმამაღალი განცხადებები კეთდება.
თუმცა, კატეგორიულად არავის ვურჩევდი ჩვენი შიდაპოლიტიკური პროცესების გადატანას აფხაზეთ-რუსეთის ურთიერთობების თემაზე,” – აღნიშნა ბარციცმა.
ბარციცის თქმით, “ინდივიდუალური შეჯახებები, რომლებიც წარმოიქმნება საინფორმაციო სივრცეში, წარმოდგენილია როგორც აფხაზეთისა და რუსეთის ურთიერთობების გართულება, მაგრამ ხშირად ეს შიდაპოლიტიკური ბრძოლის შედეგს წარმოადგენს”.

ასევე დაგაინტერესებთ

სემეკ-ის წევრი – სახელმწიფო ელექტროსისტემა „ენგურჰესის“ აგრეგატებზე აწარმოებდა დაგეგმილ ტესტირებას, რა დროსაც მოხდა ელექტროენერგეტიკული სისტემის სრულად გათიშვა, მიმდინარეობს შეფასება, რათა დადგინდეს ავარიის ზუსტი მიზეზები

გია ხუხაშვილი – ქვეყანაში „ოცნებისთვის“ დამახასიათებელი ბოროტი რომანტიკაა – რუსეთისთვის სირთულეს არ წარმოადგენს საბოტაჟის მოწყობა, გვაფრთხილებს – „ენგურჰესი“ რუსების ირიბი კონტროლის ქვეშაა, აფხაზეთიდან შეუძლიათ ამის გაკეთება