„ოცნების“ პრობლემები კიდევ უფრო დამძიმდება — გახარია ტრამპის გამარჯვებაზე

პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია აცხადებს, რომ ტრამპის გამარჯვებით „ქართული ოცნების“ არსებული პრობლემები კიდევ უფრო დამძიმდება. „დარწმუნებული ვარ, რომ რესპუბლიკელების გამარჯვების პირობებში, დღევანდელი „ოცნების“ პრობლემები კიდევ უფრო დამძიმდება. მათ არ აქვთ წარმოდგენა იმაზე, როგორ ფუნქციონირებს საერთოდ სახელმწიფო, განსაკუთრებით აშშ. განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, როცა ორპარტიული გადაწყვეტილებები საქართველოსთან მიმართებით, ჩვეულებრივი მოვლენა გახდა. ამიტომ „ოცნება“ ძალიან ცდება, თუ […]

ომების დაწყებას არ ვაპირებ, მე მათ დასრულებას ვაპირებ – ტრამპი

ომების დაწყებას არ ვაპირებ, მე მათ დასრულებას ვაპირებ, – ამის შესახებ დონალდ ტრამპმა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ მხარდამჭერების წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „მე ომების დაწყებას არ ვაპირებ, მე მათ დასრულებას ვაპირებ. ჩვენ ომები არ გვქონია, ოთხი წლის განმავლობაში ომები არ გვქონია. გარდა იმისა, როცა ჩვენ ე.წ. ისლამური სახელმწიფო დავამარცხეთ“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა. ამასთან, […]

რუსეთში ინტელექტუალურ თამაშებს კრძალავენ – გენერალური პროკურატურის პოზიცია

რუსეთში ლიხტენშტაინის ინტელექტუალური თამაშების საერთაშორისო ასოციაციის საქმიანობა არასასურველად გამოცხადდა. გადაწყვეტილება ფედერაციის გენერალურმა პროკურატურამ მიიღო. ლიხტენშტაინის ინტელექტუალური თამაშების საერთაშორისო ასოციაცია ევროპიდან, აზიიდან და ჩრდილოეთ ამერიკიდან 200-ზე მეტ მონაწილეს აერთიანებს, ისეთ ინტელექტუალურ თამაშებში, როგორიც არის „რა? სად? როდის?”, “Brain Ring”, “Own Game” და სხვა. გენერალური პროკურატურის გზავნილში აღნიშნულია, რომ ასოციაცია აქტიურად უჭერს მხარს უცხოელ აგენტებს და ონლაინ […]

ტრამპის გამარჯვების გამო მსოფლიოში ნედლეულზე ფასები ეცემა

აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დოლარი გამყარდა. შედეგად საქონლის ფასები, ნავთობიდან დაწყებული ლითონებითა და მარცვლეულით დამთავრებული დაეცა. ნავთობის ფასი დაახლოებით 1,5%-ით, ხოლო სპილენძი 2%-ზე მეტით დაეცა. ძვირფას ლითონებზე ფასი, მათ შორის ოქროზე სტაბილური დარჩა. ეს არის სასაქონლო ბაზრების პირველი რეაქცია აშშ-ში ჩატარებულ არჩევნებზე და ხმების დათვლის პროცესზე. ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ტრამპის ხელისუფლებაში მოსვლით ჩინეთის რკინისა და […]

არ ვიცი, მიულოცავს თუ არა პუტინი ტრამპს გამარჯვებას – პესკოვი

არ ვიცი მიულოცავს თუ არა ვლადიმერ პუტინი დონალდ ტრამპს გამარჯვებას, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა ბრიფინგზე განაცხადა.: „პრეზიდენტის გეგმების შესახებ, მიულოცავს თუ არა ტრამპს არჩევნებში გამარჯვებას, ცნობები არ მაქვს. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საუბარი არამეგობრულ ქვეყანაზეა, რომელიც პირდაპირ და ირიბად ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ ომშია ჩართული“

დონალდ ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტად აირჩიეს

დონალდ ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტად აირჩიეს, რაც მისი გამორჩეული დაბრუნებაა თეთრ სახლში ოთხი წლის შემდეგ. 78 წლის ტრამპმა ოთხშაბათს თეთრი სახლი დაიბრუნა მას შემდეგ, რაც მოიპოვა საარჩევნო კოლეგიის საჭირო 270 ხმაზე მეტი, Edison Research-ის პროგნოზის მიხედვით. გადამწყვეტი შტატის, ვისკონსინის, მოგებამ მას გამარჯვება მოუტანა. „ამერიკამ მოგვცა უპრეცედენტო და ძლიერი მანდატი,“ – განაცხადა ტრამპმა ოთხშაბათ დილით ფლორიდაში, პალმ-ბიჩის […]

როგორ განაწილდა ამომრჩეველთა ხმების აშშ-ის არჩევნებზე?

რესპუბლიკელი დონალდ ტრამპი დემოკრატ კამალა ჰარისზე დამაჯერებელი გამარჯვების ზღვარზეა 2024 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში. როგორ მოახერხა ტრამპმა ეს? ტრამპს დაეხმარა ის გარემოება, რომ ამერიკელი ამომრჩევლები უკმაყოფილოა მაღალი ფასების გამო და შედარებით ნაკლებად, მაგრამ მაინც, უკანონო იმიგრაციის გამო, სამხრეთ საზღვარზე. ეს საკითხები ტრამპის პოლიტიკური დღის წესრიგის მთავარ თემებად იქცა, რაც მნიშვნელოვანი ბერკეტი იყო ჰარისის საარჩევნო კამპანიის […]

ნიკა მელია – გამარჯვებულმა პოლიტიკურმა ძალებმა გამარჯვება უნდა დავიბრუნოთ! ჩვენ ვართ გამარჯვებულები – უახლოეს პერიოდში ნახევარი თბილისი უნდა იყოს ხალხით სავსე, ყველა მოედანი, ყველა გამზირი

თქვენი მეშვეობით, გამარჯვებულმა პოლიტიკურმა ძალებმა გამარჯვება უნდა დავიბრუნოთ! ჩვენ ვართ გამარჯვებულები. პირველ რიგში, ეს ბრძოლა მოსაგებია საკუთარ გონებაში, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა, ნიკა მელიამ სააპელაციო სასამართლოსთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა. მისივე თქმით, მოქალაქეების მორალური ვალდებულებაა, ივანიშვილის ხელისუფლების პირობებში შვილები არ გაზარდონ, რადგან ეს არის დეგრადაციის გზა. „ღმერთმა დაიფაროს ის ადამიანი, ვინც შეიძლება ივანიშვილის ხელისუფლებასა […]

მუხრანის მოხუცთა თავშესაფარში ხანძრის შედეგად, ორი ბენეფიციარი გარდაიცვალა, არიან დაშავებულებიც

მუხრანის მოხუცთა თავშესაფარ შპს “მუხრანის სავანეში” გაჩენილი ხანძრის შედეგად, ორი ბენეფიციარი გარდაიცვალა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო ავრცელებს. მათი ცნობით, ხანძრის შედეგად ასევე დაშავებულია 2 ბენეფიციარი. „ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის გამო, სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს. თავშესაფარში […]

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულებს 17-17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულებს 17-17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ. თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის, ჯგუფურად ძალადობის და ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა, შენახვა და ტარების ფაქტებზე ორი ბრალდებული დამნაშავედ ცნო და 17-17 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. ამის შესახებ ინფორმაციას […]