ირანის მთავრობა – აშშ-ის პრეზიდენტის არჩევას ირანთან კავშირი არ აქვს – ზოგადი პოლიტიკა უცვლელია და მნიშვნელოვანი განსხვავება არ არის იმაში, თუ ვინ გახდება აშშ-ის პრეზიდენტი

აშშ-ის პრეზიდენტის არჩევას ირანთან კავშირი არ აქვს, – ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ირანის მთავრობის პრესსპიკერზე, ფატიმე მოჰაჯერანზე დაყრდნობით ავრცელებს. „აშშ-ის პრეზიდენტის არჩევას ირანთან კავშირი არ აქვს. აშშ-ისა და ირანის ზოგადი პოლიტიკა უცვლელია და მნიშვნელოვანი განსხვავება არ არის იმაში, თუ ვინ გახდება აშშ-ის პრეზიდენტი“, – განაცხადა ირანის მთავრობის პრესსპიკერმა. მისივე თქმით, ირანმა აუცილებელი ზომები წინასწარ მიიღო. […]

ნონა ქურდოვანიძის განცხადებით, ცესკო თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მოსამართლეს მიკერძოებულად მიიჩნევს, „რადგან მისი ცოლი სოციალურ ქსელებში კრიტიკულ პოსტებს აქვეყნებს და მარწყვის ტორტის გამოცხობას დაპირდა“

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარის, ნონა ქურდოვანიძის განცხადებით, ცესკო თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მოსამართლეს, ვლადიმერ ხუჭუას მიკერძოებულად მიიჩნევს, რადგან მისი მეუღლე სოციალურ ქსელებში კრიტიკულ პოსტებს აქვეყნებს. როგორც „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე ქურდოვანიძე წერს, ცესკო მოითხოვს, მოსამართლის მიერ სასამართლო სხდომაზე ჩატარებული ექსპერიმენტი მტკიცებულებად არ ჩაითვალოს. „ველოდებით 14:00 საათზე სააპელაციო სასამართლოში ფარულობის უფლების დარღვევაზე გაერთიანებული საქმის დაწყებას. მოსამართლეების შემადგენლობაც კი […]

საპენსიო სააგენტომ 150 მლნ ლარი EBRD-ის მიერ გამოშვებულ ობლიგაციებში ჩადო

საპენსიო სააგენტომ განახორციელა 150 მილიონი ლარის ინვესტიცია ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) გლობალური საშუალოვადიანი ობლიგაციების (GMTN) პროგრამის ფარგლებში განთავსებულ ევროობლიგაციებში. აღსანიშნავია, რომ მცურავი განაკვეთის მქონე ფასიანი ქაღალდები ლარშია დენომინირებული, ვადიანობა კი 5 წლით განისაზღვა. EBRD-ის უმაღლესი საკრედიტო რეიტინგის (AAA) მქონე ობლიგაციებში საპენსიო აქტივების ინვესტირება აუმჯობესებს საპენსიო სააგენტოს პორტფელის ხარისხს, ზრდის აქტივების დივერსიფიკაციას და ამასთან […]

შალვა პაპუაშვილი – ვულოცავ დონალდ ტრამპს პრეზიდენტად არჩევას – ამ არჩევანმა წერტილი უნდა დაუსვას აღქმების ბატონობას რეალობაზე, რაც ბოლო წლებში საქართველოს მიმართ დასავლეთის პოლიტიკის მახასიათებელი გახდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი დონალდ ტრამპს პრეზიდენტად არჩევას სოციალურ ქსელ ,,X” ულოცავს. როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს ამ არჩევანმა უნდა დააბრუნოს საღი აზრი მსოფლიო პოლიტიკაში და წერტილი დაუსვას აღქმების ბატონობას რეალობაზე. „ვულოცავ დონალდ ტრამპს პრეზიდენტად არჩევას. ამ არჩევანმა უნდა დააბრუნოს საღი აზრი მსოფლიო პოლიტიკაში და წერტილი დაუსვას აღქმების ბატონობას რეალობაზე, რაც ბოლო წლებში საქართველოს მიმართ […]

ნათია მეზვრიშვილი – ეს არ და ვერ იქნება სრულყოფილი გამოძიება – ყველაფერი მიმართული იქნება იქითკენ, რომ გამოძიებამ დაადგინოს, თქვენ ყველას მოგეჩვენათ, არანაირი მტკიცებულება არავის აქვს და არჩევნები არ გაყალბებულა

ეს არ და ვერ იქნება სრულყოფილი გამოძიება, – ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნათია მეზვრიშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში მაგისტრატი მოსამართლის წინაზე გამოკითხვის შემდეგ განაცხადა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, თუ გამოძიება ყურადღებას მიაქცევს მის მიერ დღეს წარმოდგენილ მტკიცებულებებს არჩევნების გაყალბებაზე, სრულყოფილ გამოძიებას ჩაატარებს. „ეს არ და ვერ იქნება სრულყოფილი გამოძიება. ეს ყველაფერი მიმართული იქნება იმისკენ, […]

გლდანში კიდევ ერთი სკვერი მოეწყო

გლდანის რაიონში, მესამე მიკრორაიონის N9 კორპუსთან სკვერის მოეწყო. ახალი რეკრეაციული სივრცე დღეს დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მის მოადგილესთან, კახა გულედანთან ერთად დაათვალიერა. სკვერი დღესვე, 19:00 საათზე კონცერტით გაიხსნება. „გლდანის მესამე მიკრორაიონში ვიმყოფებით, სადაც დავასრულეთ მე-9 კორპუსის წინ არსებული სივრცის სარეაბილიტაციო სამუშაოები. ჩვენ აქ რამდენიმე თვის წინ ვიმყოფებოდით და გვახსოვს, რა მდგომარეობა იყო. დღეს ტერიტორია სრულად […]

რატი იონათამიშვილი ოპოზიციაზე – მათ უნდათ პარლამენტში შემოსვლა, ამაზე ოცნებობენ – ქვეყნისთვის უკეთესიც კი იქნება, თუ ასეთი უთავმოყვარეო და გაკოტრებული ოპოზიცია არც პარლამენტში იქნება, არც პოლიტიკაში

სინამდვილეში მათ [ოპოზიციას] უნდათ პარლამენტში შემოსვლა, ამაზე ოცნებობენ კიდეც – ვფიქრობ, ქვეყნისთვის უკეთესიც კი იქნება, თუ ასეთი უთავმოყვარეო და გაკოტრებული ოპოზიცია არც პარლამენტში იქნება, არც პოლიტიკაში და არც სხვაგან, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, რატი იონათამიშვილმა ოპოზიციის აქციებზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, რადიკალური ოპოზიცია ახლა უფრო მძიმე და სავალალო მდგომარეობაშია, ვიდრე არჩევნებამდე იყო. „ამას […]

მომავალ წელს გაიზრდება პენსიები და 350 ლარი იქნება მინიმალური პენსია – პრემიერი

ჩვენი საარჩევნო პროგრამა ნამდვილად არის ძალიან ამბიციური, თუმცა არც ერთი დაპირება არ არის გადაჭარბებული, ყველა შესრულებადია, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ POSTV-სთან ინტერვიუში განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ეკონომიკის ნაწილში დასახულია ძალიან მკაფიო მიზნები და ეს არის ეკონომიკის ზრდა 130 მილიარდ ლარამდე. „90 მილიარდიდან ეკონომიკა 130 მილიარდ ლარამდე გაიზრდება, ბიუჯეტი 28 მილიარდიდან გადასცდება 40 […]

თბილისში III საერთაშორისო კონფერენცია „კონკურენცია და მომხმარებლის უფლებების დაცვა“ გაიმართება

20-22 ნოემბერს, 5 მარეგულირებელი უწყების – კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს, სემეკის, ეროვნული ბანკის, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურისა და კომუნიკაციების კომისიის ერთობლივი ორგანიზებით, კონკურენციის პოლიტიკის აღსრულების და მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ III საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება. კონფერენციის მიზანია საქართველოში კონკურენციის პოლიტიკის გაძლიერება და მომხმარებლის უფლებების მექანიზმების გაუმჯობესება. კონფერენციის ფარგლებში, ხუთი მარეგულირებელი უწყების ხელმძღვანელი პირის მონაწილეობით პანელური […]

ლანჩხუთში, უხუცეს, 106 წლის ქალბატონს მერმა დაბადების დღე მიულოცა

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე სარიშვილი, პირველ მოადგილე ეკატერინე გუჯაბიძესთან ერთად სოფელ ნინოშვილში, 106 წლის შურა გოგუაძეს ესტუმრა და დაბადების დღე მიულოცა. ლანჩხუთის მერმა უხუცეს ქალბატონს ჯანმრთელობა და დიდხანს სიცოცხლე უსურვა. შურა გოგუაძეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოციალური პროგრამიდან (ხანდაზმულ, 100 და მეტი წლის ასაკის, პირთა დახმარება) ანგარიშზე 1500 ლარი დაერიცხა.