ტრამპმა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა, რესპუბლიკელებმა სენატში დაიბრუნეს უმრავლესობა

რესპუბლიკური პარტიის კანდიდატი დონალდ ტრამპი აშშ-ის 47-ე პრეზიდენტად აირჩიეს. მან დემოკრატების კანდიდატი, ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი დაამარცხა კენჭისყრაში. ვისკონსინის შტატში მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, ტრამპმა მოაგროვა საარჩევნო კოლეგიის 270 ხმა, რომლებიც საჭირო იყო პრეზიდენტობისთვის. პარალელურად, დასავლეთ ვირჯინიის და ოჰაიოს შტატებიდან ადგილების მოპოვების შედეგად, რესპუბლიკურმა პარტიამ სენატში უმრავლესობა დაიბრუნა. ტრამპმა მხარდამჭერებს ფლორიდის შტატის ქალაქ უესტ-პალმ-ბიჩიდან მიმართა და თავისი […]
ცესკომ მოსამართლე ხუჭუას “მიკერძოების” დასასაბუთებლად საქმეს მისი ცოლის პოსტების სქრინები დაურთო – ქურდოვანიძე

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) თავმჯდომარის, ნონა ქურდოვანიძის ინფორმაციით, საარჩევნო ადმინისტრაცია მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუას მიკერძოებაში ადანაშაულებს. ქურდოვანიძის თქმით, ამის დასასაბუთებლად ცესკო სააპელაციო სასამართლოში ხუჭუას ცოლის, ელზა გურგენიძის ფეისბუქ პოსტებს წარადგენს. ამის პარალელურად, ცესკო ითხოვს საქმიდან ამორიცხოს რაიონულ სასამართლოში, ხმის ფარულობის შემოწმების მიზნით ჩატარებული ექსპერიმენტი. “თეთრიწყაროს საქმეც აქ განიხილება. საარჩევნო ადმინისტრაცია ითხოვს, რომ მოსამართლე მიკერძოებული იყო, […]
,,მე არ გამხარებია ტრამპის მოგება“ – გია ნოდია

პროფესორი გია ნოდია: ,,მე არ გამხარებია ტრამპის მოგება. ჩემი აზრით, ტრამპი არ არის ღირსეული ადამიანი და ის არ შეესაბამება ამერიკის პრეზიდენტის თანამდებობას. მაგრამ მე რას ვფიქრობ ტრამპზე, არავითარი მნიშვნელობა არა აქვს. მთავარია, რატომ მისცა მას ხმა ხალხმა. ხოდა, ამაზე მოკლე პასუხი მაქვს: ტრამპი არის დემოკრატების ბრალი! ტრამპი არის დემოკრატების ბრალი! ტრამპი არის დემოკრატების ბრალი! სამწუხაროდ, […]
კახა კალაძე – ვფიქრობ, ტრამპი მაინც კონსერვატორია შეხედულებებით და პოლიტიკით – არ იზიარებს ლიბერალურ ფაშიზმს, რაც არამხოლოდ საქართველოში, ზოგადად მსოფლიოშია გაბატონებული

ვფიქრობ, ტრამპი კონსერვატორია შეხედულებებით და პოლიტიკით – სხვათა შორის, ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებშიც ძალიან ხშირი იყო იმ ტიპის განცხადებები, რომ თუ რაიმე არასწორად არ კეთდებოდა, რუსულ კვალს ხედავდნენ. თუ ვინმე მათთვის საწინააღმდეგო განცხადებას აკეთებდა, საუბრობდნენ, რომ რუსეთუმეა,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განაცხადა. როგორც კალაძემ განმარტა, ტრამპი არ იზიარებს „ლიბერალურ ფაშიზმს“, […]
ოლაფ შოლცმა და ემანუელ მაკრონმა დონალდ ტრამპს არჩევნებში გამარჯვება მიულოცეს

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა სატელეფონო საუბარში აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები განიხილეს, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „ფრანს-პრესი“ გერმანიის კანცლერის პრესსპიკერზე, შტეფენ ჰებესტრეიტზე დაყრდნობით ავრცელებს. „შეთანხმდნენ, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით მჭიდროდ ითანამშრომლონ“, – განაცხადა გერმანიის კანცლერის პრესსპიკერმა. ამასთან, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა დონალდ ტრამპს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. „პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ვულოცავ. ჩვენ […]
ნეთანიაჰუ ტრამპს: გილოცავთ უდიდეს ისტორიულ დაბრუნებას!

გილოცავთ უდიდეს ისტორიულ დაბრუნებას! თეთრ სახლში თქვენი დაბრუნება ამერიკას სთავაზობს ახალ დასაწყისსა და ისრაელსა და აშშ-ს შორის დიდი ალიანსის ძლიერ განახლებას. ეს უზარმაზარი გამარჯვებაა!
გია ვოლსკი – დიდი იმედი გვაქვს, რომ აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია სწორედაც მთელ კაცობრიობას გადაარჩენს ქვესკნელისაგან, რომელშიც შეიძლება აღმოჩნდეს დედამიწა, თუკი ეს ომი გაგრძელდება და მითუმეტეს, გაფართოვდება

დიდი იმედი გვაქვს, რომ აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია სწორედაც მთელ კაცობრიობას გადაარჩენს ქვესკნელისაგან, რომელშიც შეიძლება აღმოჩნდეს დედამიწა, თუკი ეს ომი გაგრძელდება და მითუმეტეს, გაფართოვდება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ამერიკის შეერთებული შტატების არჩევნებზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, ტრამპის გამარჯვების პირობებში, მმართველ გუნდს იმედი აქვს, რომ აშშ-სთან საქართველოს ურთიერთობები ნორმალურ კალაპოტში […]
ოთარ ზურაბიშვილი – ჩვენი აზრის გამოთქმის სიძლიერე იმაშია, რომ გამოვიდეთ იქ, სადაც აქციებია და ჩვენი სათქმელი ვთქვათ – თითოეულ ქართველს თავისი ხმა მოპარეს

ჩვენ ჩვენი აზრი უნდა გამოვთქვათ და დღეს, ჩვენი გამოთქმის სიძლიერე იმაშია, რომ გამოვიდეთ იქ, სადაც აქციებია და ჩვენი სათქმელი ვთქვათ, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ძმამ, ოთარ ზურაბიშვილმა „ინტერპრესნიუსს“ თბილისის სააპელაციო სასამართლოსთან განუცხადა, სადაც აქცია მიმდინარეობს. მისივე შეფასებით, თითოეულ ქართველს თავისი ხმა მოპარეს. „[საზოგადოების] განწყობა ყოველთვის იცვლება. ხან ოპტიმიზმია, ხან კიდევ პესიმიზმი, მაგრამ რაც მთავარია […]
მამუკა ხაზარაძე – გადაწყვეტილება მიღებული გვაქვს – ეს პარლამენტი არ იქნება ლეგიტიმური! თუ მივატოვეთ ეს ბრძოლა, ეს ნიშნავს, რომ მიატოვე შენი მეუღლე, შვილი, მიატოვე შენი ოჯახი, შენი კარ-მიდამო, ეზო, ამის მერე არაფერი არსებობს

გადაწყვეტილება მიღებული გვაქვს – ეს პარლამენტი არ იქნება ლეგიტიმური! თუ მივატოვეთ ეს ბრძოლა, ეს ნიშნავს, რომ მიატოვე შენი მეუღლე, შვილი, მიატოვე შენი ოჯახი, შენი კარ-მიდამო, ეზო, ამის მერე არაფერი არსებობს, – ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ სააპელაციო სასამართლოსთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა. მისივე თქმით, საქართველოში აუცილებლად დაინიშნება ახალი არჩევნები! „მოქალაქეებს არჩევანის უფლება წაართვეს […]
გიორგი ვაშაძე – დონალდ ტრამპის გუნდის წევრებს ვესაუბრე და ეს გამარჯვება მივულოცე – დარწმუნებული ვარ, ამერიკა საქართველოს გვერდით იქნება

დონალდ ტრამპის გუნდის წევრებს ვესაუბრე და ეს გამარჯვება მივულოცე – დარწმუნებული ვარ, ამერიკა საქართველოს გვერდით იქნება, – ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვების თაობაზე ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ამერიკა საქართველოსთან თანამშრომლობას სისტემურად უდგება და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. „დონალდ ტრამპს გამარჯვებას ვულოცავ. სხვათა შორის, ბიულეტენები […]