25 წელი ქართული ბიზნესისთვის – პროკრედიტი ევროპული გამოცდილების გაზიარებას განაგრძობს

გამჭვირვალობა და ღია კომუნიკაციის კულტურა, ინდივიდუალური საბანკო მომსახურება, სოციალური პასუხისმგებლობა და ბიზნესის განვითარების თანამედროვე ევროპული ხედვების დანერგვა – ეს იმ უპირატესობათა არასრული ჩამონათვალია, რაც პროკრედიტ ბანკს 25-წლიანი ოპერირების მანძილზე გამოარჩევს. ბანკი საერთაშორისო პროკრედიტ ჰოლდინგის წევრია, რომელიც ფრანკფურტის საფონდო ბირჟის პრემიუმ ლისტინგშია. ჯგუფი აერთიანებს გერმანიასა და აღმოსავლეთ ევროპაში არსებულ ფინანსურ ინსტიტუტებს, რომლებიც დღეს 12 ქვეყანაშია წარმოდგენილი. […]

თბილისის სააპელაციო სასამართლოსთან აქცია იმართება

თბილისის სააპელაციო სასამართლოში დაიწყო საპარლამენტო არჩევნების სააპელაციო სარჩელების განხილვა. სასამართლოს ეზოში შესასვლელ ჭიშკართან დილიდან პოლიციაა მობილიზებული – მოქალაქეებს, რომელთა საქმეც არ განიხილება, შიგნით არ უშვებენ. სააპელაციო საჩივრების განხილვის დროს სასამართლოსთან შეიკრიბნენ ოპოზიციური პარტიების ლიდერები და მათი მხარდამჭერები. აქციის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ სახელისუფლებო პარტიამ საპარლამენტო არჩევნები გაყალბების შედეგად მოიგო. სააპელაციო სასამართლო დღეს ორ ნაწილად გაერთიანებულ საქმეებს […]

პრესტიჟული გამოცემის „The New York Times” ოფიციალურ ვებგვერდზე ქართული ღვინის სარეკლამო ბანერების სლაიდშოუ განთავსდა

ღვინის ეროვნული სააგენტო ამერიკის შეერთებულ შტატებში ქართული ღვინის ცნობადობის ზრდის კამპანიას აქტიურად აგრძელებს. კამპანიის ფარგლებში, პრესტიჟული გამოცემის „The New York Times” ოფიციალურ ვებგვერდზე, რომელსაც კვირის განმავლობაში, საშუალოდ, 100 მლნ მომხმარებელი ჰყავს, ქართული ღვინის სარეკლამო ბანერების სლაიდშოუ განთავსდა. “აშშ-ში ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და ცნობადობის გაზრდის კამპანიის ფარგლებში, მიმდინარე წლის შემოდგომაზე განხორციელდა ამერიკელი ღვინის პროფესიონალებისა და ჟურნალისტების […]

პესკოვი: პუტინს არ აქვს დაგეგმილი ტრამპისთვის გამარჯვების მილოცვა

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა, განაცხადა, რომ ვლადიმირ პუტინს არ აქვს დაგეგმილი დონალდ ტრამპის გამარჯვების მილოცვა აშშ-ის არჩევნებში. პესკოვის თქმით, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები ისტორიულ მინიმუმზეა და მათი გაუარესება პრაქტიკულად შეუძლებელია. მან აღნიშნა, რომ ვაშინგტონს შეუძლია შეცვალოს თავისი საგარეო პოლიტიკის კურსი, თუმცა ეს შესაძლებელი იქნება მხოლოდ იანვარში, როდესაც ტრამპი ოფიციალურად დაიკავებს თანამდებობას. ეს იმ ფონზე, […]

როგორია კრემლის რეაქცია ტრამპის გამარჯვებაზე?

კრემლი ფრთხილი რეაქციით გამოეხმაურა დონალდ ტრამპის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას და განაცხადა, რომ აშშ კვლავ მტრულ სახელმწიფოდ რჩება. რუსეთის 2022 წლის უკრაინაში შეჭრამ გამოიწვია ყველაზე დიდი დაპირისპირება მოსკოვსა და დასავლეთს შორის 1962 წლის კუბის კრიზისის შემდეგ, როდესაც საბჭოთა კავშირი და აშშ ბირთვული ომის ზღვარზე იდგნენ. კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ტრამპმა თავისი კამპანიის დროს […]

საბოლოო ჯამში გამოძიება დაადგენს, რომ ყველაფერი მოგვეჩვენა და არჩევნები არ გაყალბებულა – ნათია მეზვრიშვილი გამოკითხვის შემდეგ

“გახარია საქართველოსთვის” ერთ-ერთ ლიდერი ნათია მეზვრიშვილი, დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში მაგისტრ მოსამართლესთან გამოიკითხა. მეზვრიშვილის შეფასებით, გამოძიება ობიექტური ვერ იქნება და გამოძიების დაწყებაც სიმბოლურად მოხდა “ეს არის ვიწრო გამოძიება, ძალიან ვიწრო მუხლით. ეს ადამიანები ახლა ეცდებიან, მაქსიმალურად, ასეთი მოლოდინიც მქონდა, რომ ჩავიდნენ ვიწრო დეტალებში. გამოიკვლიონ მაგალითად ბიულეტენში რაღაცა იყო თუ არა გაყალბებული, ინდივიდუალური ფაქტები და საქმეები […]

სააპელაციო მოსამართლე ხუჭუას განაჩენის განხილვას ხმაურის ფონზე იწყებს

გააუქმებს თუ არა სააპელაციო სასამართლო ვლადიმერ ხუჭუას განაჩენს? – საქმის განხილვას მოსამართლეთა კოლეგია ამ წუთებში ხმაურის, სპეცრაზმის კორდონის და დიდი აქციის ფონზე იწყებს. სასამართლოს შენობაში უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომებია მიღებული. ღია სხდომაზე ოპოზიციის ლიდერებს არ უშვებენ, რასაც ცოტა ხნის წინ ადგილზე დაპირისპირება მოყვა. სხდომაზე დამსწრეთა მსურველი ბევრი ადამიანია. ესენი არიან არასამთავრობოების, საოლქოების წარმომადგენლები და მესამე მხარედ […]

მუხრანში, მოხუცთა თავშესაფარში გაჩენილ ხანძარს ორი ბენეფიციარი ემსხვერპლა

მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ მუხრანში, ოჯახური ტიპის მოხუცთა თავშესაფარში გაჩენილ ხანძარს ორი ბენეფიციარის სიცოცხლე ემსხვერპლა. ინფორმაცია გაავრცელა ჯანდაცვის სამინისტროს სახელმწიფო ზრუნვის სააგენტომ.

ნიკა მელია – ფუნქციები მნიშვნელოვნად გვაქვს გადანაწილებული – არის შეხვედრები, შეკრებები, სადაც მეც არ ვარ, არის შეკრებები, სადაც არის ნიკა გვარამია

არის შეხვედრები, შეკრებები, სადაც მეც არ ვარ. არის შეკრებები, სადაც არის ნიკა გვარამია. დღეს, მაგალითად, იქნება რამდენიმე შეკრება, სადაც მე ვერ ვიქნები, მაგრამ ნიკა იქნება,- ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებებისთვის” ლიდერმა ნიკა მელიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც განმარტა, თუ რატომ არ იმყოფება დღევანდელ აქციაზე ნიკა გვარამია. როგორც ნიკა მელიამ აღნიშნა, კოალიციაში ფუნქციები მნიშვნელოვნად აქვთ გადანაწილებული. „ვფიქრობ, დრო […]

ავთანდილ წულაძე – ტრამპის პრეზიდენტობისას საქართველოს საკითხში აშშ-სა და ევროკავშირს შორის პოზიციებში განხეთქილება მოხდება

აშშ-ს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების პერიპეტიებსა და იმაზე, არჩევნებში ტრამპის გამარჯვება, სავარაუდოდ, როგორ აისახება საერთაშორისო პოლიტიკაზე, აშშ-ევროკავშირის ურთიერთობებზე, მათ შორის საქართველოსთან დაკავშირებულ საკითხებზე, „ინტერპრესნიუსი“, პოლიტიკის ანალიტიკოსს, ავთანდილ წულაძეს ესაუბრა. – ბატონო ავთანდილ, აშშ-ში საპრეზიდენტო კამპანიას მთელი მსოფლიო ადევნებდა თვალს. ყველა კარგა ხანია ელოდება თუ ვინ იქნება მსოფლიოში ყველაზე ძლიერი ეკონომიკისა და გავლენის მქონე ქვეყნის შემდეგი პრეზიდენტი. […]