ნიკა მელია განმარტავს, რატომ აღარ ჩანს ოპოზიციონერ ლიდერებთან ერთად ბოლო პერიოდში ნიკა გვარამია

არის შეხვედრები, შეკრებები, სადაც მეც არ ვარ. არის შეკრებები, სადაც არის ნიკა გვარამია. დღეს, მაგალითად, იქნება რამდენიმე შეკრება, სადაც მე ვერ ვიქნები, მაგრამ ნიკა იქნება,- ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერმა ნიკა მელიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც განმარტა, თუ რატომ არ იმყოფება დღევანდელ აქციაზე ნიკა გვარამია. როგორც ნიკა მელიამ აღნიშნა, კოალიციაში ფუნქციები მნიშვნელოვნად აქვთ გადანაწილებული. „ვფიქრობ, დრო […]

თავდაცვის ძალებში ნატოს სახმელეთო ძალების დელეგაციას უმასპინძლეს

საქართველოში სამუშაო ვიზიტით ნატოს სახმელეთო ძალების სარდლობის (LANDCOM) დელეგაცია იმყოფებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, დელეგაციის ხელმძღვანელს, ნატოს სახმელეთო ძალების შტაბის უფროსს, გენერალ-ლეიტენანტ მუსტაფა ოღუზის საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა უმასპინძლა. უწყების განმარტებით, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა ნატოელ გენერალს საქართველოს თავდაცვის ძალებსა და ნატოს სახმელეთო სარდლობას (LANDCOM) შორის თანამშრომლობის გაძლიერებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა […]

GITA-სა და Modern College of Business and Science-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა (GITA) და ომანის სასულთნოს ბიზნესისა და მეცნიერების თანამედროვე კოლეჯის (MCBS) Innovation X-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ამის შესახებ ინფორმაციას ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, აღნიშნული შეთანხმება მიზნად ისახავს საერთო ინიციატივების განხორციელებას და ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობას სტარტაპების, კვლევისა და განვითარების, ინოვაციური პროექტების და ტექნოლოგიების განვითარების მიმართულებით. „მემორანდუმის ფარგლებში, […]

გურჯაანის მერია – ზარალის დამთვლელმა მუდმივმოქმედმა კომისიამ სოფლებში ზარალის შესწავლა დაიწყო

ძლიერმა ქარმა გურჯაანის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელი დააზარალა. გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი მაჭავარიანი, საკრებულოს თავმჯდომარე ვანო ბერიძიშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, სტიქიის შედეგებს ადგილზე გაეცნენ. გურჯაანის მერიის ინფორმაციით, ძლიერმა ქარმა 50-ზე მეტ საცხოვრებელ სახლს სახურავი გადახადა, დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები. მათივე ცნობით, ამ დროისთვის, ელექტროენერგიის მიწოდება თითქმის ყველგან აღდგენილია. მერიის ზარალის დამთვლელი მუდმივმოქმედი კომისიები დილიდან გავიდნენ სოფლებში […]

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ულოცავს წევრ კომპანია „საქკაბელს“ საექსპორტო ქსელს გაფართოებას

საქართველოს საკაბელო ინდუსტრიის ლიდერი კომპანია „საქკაბელი“ საექსპორტო ქსელის დივერსიფიცირებას განაგრძობს“, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, კომპანიამ ამჯერად საკუთარი პროდუქციის ექსპორტი ახლო აღმოსავლეთის რეგიონში განახორციელა. საზღვაო გადაზიდვით სხვადასხვა სპეციფიკაციის კაბელის ექსპორტი წარმატებით შედგა. „საქკაბელი“ საკუთარი პროდუქციის ექსპორტს 2010 წლიდან ეწევა. 2023 წლიდან, „საქკაბელის“ პროდუქცია ევროკავშირის წევრ ქვეყანაში გამოჩნდა. მიმდინარე წელს კი, […]

სააპელაციომ გორის სასამართლოს 4 ნოემბრის გადაწყვეტილება შეცვალა – ბიულეტენებს აღარ გადაითვლიან

6 ნოემბერს სააპელაციო სასამართლომ შეცვალა გორის რაიონული სასამართლოს 4 ნოემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც გორის 32-ე საოლქო საარჩევნო კომისიას 15 უბნის ბიულეტენების გადათვლა დაავალა. ეს დავა სააპელაციო სასამართლომ საარჩევნო ადმინისტრაციის სასარგებლოდ გადაწყვიტა და შესაბამისად ძალა დაუკარგა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას. გარდა ამისა, სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე დამკვირვებელი არასამთავრობო ორგანიზაციის, “სამართლიანი არჩევნების” საჩივრები, რომლებითაც […]

სააპელაციო სასამართლომ ISFED-ის არცერთი საჩივარი არ დააკმაყოფილა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა “სამართლიანი არჩევნების” არცერთი სარჩელი. უფრო მეტიც, გააუქმა გორის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება 15 უბნის გადათვლის შესახებ. გორის საქალაქო სასამართლომ ISFED-ის სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა 4 ნოემბერს. კონკრეტულად, სასამართლომ დაადგინა, რომ დარღვევების გამო უნდა გადათვლილიყო გორის ოლქში შემავალი 15 საარჩევნო უბნის ბიულეტენები. თუმცა, უარი უთხრა ორგანიზაციას, დისციპლინური პასუხისმგებლობა დაჰკისრებოდათ ამ უბნების თავმჯდომარეებსა და […]

“ახლა კარგ მომენტში ნამდვილად არ ვართ” – ბუტრაგენიომ ზამთარში “რეალის” შესაძლო გაძლიერებაზე ისაუბრა

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-4 ტურის შეხვედრაში მადრიდის “რეალი” საკუთარ მოედანზე “მილანთან” 1:3 დამარცხდა. ეს “სამეფო კლუბისთვის” ზედიზედ მეორე მარცხი იყო და მატჩის შემდეგ ჟურნალისტებმა გუნდის აღმასრულებელ დირექტორ ემილიო ბუტრაგენიოს ზამთრის შესაძლო ტრანსფერებზე ჰკითხეს. “ვენდობით ჩვენს ფეხბურთელებს, ევროპის სუპერთასი, ჩემპიონთა ლიგა და ლა ლიგა ახლახანს მოვიგეთ. ახლა არ ვართ კარგ მომენტში, ეს უნდა ვაღიაროთ, მაგრამ […]

აშშ-ის არცერთი ადმინისტრაცია არ იქნება „ოცნების“ რეჟიმის გვერდით — უსუფაშვილი

„ლელოს“ წევრი, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი დარწმუნებულია, რომ აშშ-ის არცერთი ადმინისტრაცია, იმის მიუხედავად, ვინ იქნება აშშ-ის პრეზიდენტი, „ქართული ოცნების“ ავტორიტარული რეჟიმის გვერდით არ დადგება. ამის შესახებ უსუფაშვილმა კომენტარი ნეტგაზეთთან სააპელაციო სასამართლოსთან მიმდინარე აქციაზე გააკეთა. „დანამდვილებით ვიცი, რომ საქართველოსთან მიმართებით, აშშ-ის არცერთი შესაძლო პრეზიდენტი არ გადაუხვევს ამერიკის კურსს. ისინი შეეცდებიან იდგნენ ქართველი ხალხის გვერდით, მაგრამ […]

„კუჭის ეროზიის გამომწვევი ყველაზე ხშირი მიზეზი ჰელიკობაქტერ პილორი“ – გიორგი გოგინაშვილი

კუჭის ეროზიის გამომწვევი ყველაზე ხშირი მიზეზი არის, კუჭშიდა ნაწლავში მობინადრე თვალით უხილავი ბაქტერია, რომელსაც ჰელიკობაქტერ პილორი ჰქვია, – ამის შესახებ „კომერსანტთან“ „ნიუ ჰოსპიტალსის“ ენდოსკოპისტმა და ზოგადმა ქირურგმა გიორგი გოგინაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, „ნიუ ჰოსპიტალსში“ კუჭის ეროზიის დიაგნოსტირება ხდება როგორც ენდოსკოპიური წესით, ასევე არის მეორე მეთოდი, რომელსაც ენდოკაფსულა ჰქვია. „კომერსანთან“ გიორგი გოგინაშვილმა კუჭის ეროზიის, მისი გამომწვევი […]