სააპელაციო მოსამართლე ხუჭუას განაჩენის განხილვას ხმაურის ფონზე იწყებს

გააუქმებს თუ არა სააპელაციო სასამართლო ვლადიმერ ხუჭუას განაჩენს? – საქმის განხილვას მოსამართლეთა კოლეგია ამ წუთებში ხმაურის, სპეცრაზმის კორდონის და დიდი აქციის ფონზე იწყებს.
სასამართლოს შენობაში უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომებია მიღებული. ღია სხდომაზე ოპოზიციის ლიდერებს არ უშვებენ, რასაც ცოტა ხნის წინ ადგილზე დაპირისპირება მოყვა. სხდომაზე დამსწრეთა მსურველი ბევრი ადამიანია. ესენი არიან არასამთავრობოების, საოლქოების წარმომადგენლები და მესამე მხარედ მიწვეული ოპოზიციური პარტიის ლიდერები – და თამარ კორძაია.
ისინი ამბობენ, რომ აქვთ ბევრი მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს, რომ 26 ოქტომბრის “ქართულმა ოცნებამ” გააყალბა.
სააპელაციოს თანამშრომლებს აქვთ სპეციალური სიები, რომელთა მიხედვითაც ხდება სხდომათა დარბაზში ადამიანების შესვლა.
ადგილზე არიამ ცესკოს წარმომდგენლებიც, რომლებიც ამტკიცებენ, რომ მოსამართლეზე ზეწოლა მისმა მეუღლემ მოახდნა და ამის დასამტკიცებლად პროცესზე სოციალურ ქსელში დაწერილი სტატუსები მიიტანეს. (ტვპირველი)

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი რუხაძე – საქართველო კი არ არის მოსწავლე, რომელსაც საშემოდგომოს აყოლებენ, „ქართული ოცნებაა“, რომელიც ცდილობს, რაიმე ფორმით ჩააბაროს – კობახიძის თავხედობა ასე მარტივად არ ჩაივლის

კახა წიქარიშვილი დიუშენის მედიკამენტებზე – რამდენიმე ფაქტორი იყო: საზოგადოების მხარდაჭერა, საპატრიარქოს გავლენა და ბიძინა ივანიშვილისადმი წერილი, არ გამოვრიცხავ, პერსონალურ ჩარევას