საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მოცურავეთა გუნდმა „ტონუსმა“ 17 მედალი, ასევე, გუნდური ოქროსა და ვერცხლის მედლები მოიპოვა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საცურაო აუზის – „წყალთა სახეობის ცენტრი – ტონუსი“ – მოცურავეთა გუნდმა, ბათუმში გამართულ გიორგი კალანდაძის და ალექსანდრე ცინცაძის სახელობის პირველობაზე ცურვაში 17 მედალი, ასევე, გუნდური ოქროსა და ვერცხლის მედლები მოიპოვა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს. სტუ-ის ცნობით, ტურნირში, „ტონუსის“ (მწვრთნელები – მანანა თურქია და ირინა მინჟულინა) გარდა, მონაწილეობდნენ 2011-2012 წლებში […]
აჭარაში საუკეთესო ტურისტული სერვისის მომწოდებლების გამოსავლენად ხმის მიცემა მიმდინარეობს

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ცნობით, აჭარაში საუკეთესო ტურისტული სერვისის მომწოდებლების გამოსავლენად ხმის მიცემა მიმდინარეობს. როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, რეგიონში რეგისტრირებულ ყველა ტურისტულ ობიექტზე განთავსებულია QR Code-ი, რომლის მეშვეობითაც ადამიანებს კონკრეტული ობიექტის შეფასება შეუძლიათ. „გარდა ონლაინ გამოკითხვისა, გამარჯვებულთა გამოსავლენად გამოიყენება ტურისტების კვლევა (პირისპირი გამოკითხვის მეთოდით), ტურისტული სექტორის გამოკითხვა და Booking.com-ის, Google Map-ის, Trip Adviser-ის, Facebook.com-ის მონაცემები და […]
ანა დოლიძე – სასამართლო არის მონოპოლიზებული

სასამართლო არის მონოპოლიზებული – ჩამოართვეს მოსამართლეებს საქმეები და მისცეს თავის ერთგულ ხალხს, იმისთვის, რომ გარანტირებულად გამოიტანონ გადაწყვეტილებები, – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ანა დოლიძემ სააპელაციო სასამართლოდან გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა. ანა დოლიძე საქართველოში ევროკავშირის საგამოძიებო მისიის ჩამოსვლის აუცილებლობას ხედავს და აცხადებს, რომ ეს არა 26 ოქტომბრის არჩევნების გაყალბების დასამტკიცებლად, არამედ მომავალ არჩევნებზე გაყალბების ფაქტების […]
რადოსლავ სიკორსკი – ევროპას საკუთარ უსაფრთხოებაზე მეტი პასუხისმგებლობის აღება სასწრაფოდ სჭირდება

ევროპას საკუთარ უსაფრთხოებაზე მეტი პასუხისმგებლობის აღება სასწრაფოდ სჭირდება, – ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ განაცხადა. „ამერიკელმა ხალხმა ხმა მისცა და მათ გადაწყვეტილებას პატივს ვცემთ. ჩვენი საგარეო პოლიტიკა, როგორც „დემოკრატებთან“, ისე „რესპუბლიკელებთან“ დიალოგის შენარჩუნებისას ეფექტური იყო. მე მუდმივი კონტაქტი მაქვს უსაფრთხოების საკითხებში ორივე მხარის ოფიციალურ პირებთან. ევროპას საკუთარ უსაფრთხოებაზე მეტი პასუხისმგებლობის აღება სასწრაფოდ […]
საქართველოს ბანკის Ads მენეჯერით 30-ჯერ მეტი PLUS ქულის შეთავაზების შექმნა ბიზნესებს ნოემბრის ბოლომდე შეუძლიათ

საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესების მხარდაჭერას განაგრძობს. Ads მენეჯერის კამპანია გრძელდება. მისი დახმარებით ბიზნესს შეუძლია, ლოიალობის პროგრამის ფარგლებში, მომხმარებლებს მეტი სარგებელი შესთავაზოს, ამასთან ახალი მომხმარებლებიც მოიზიდოს. კამპანიის ფარგლებში, Ads მენეჯერის დახმარებით ბიზნესი საკუთარ მომხმარებლებს 30-ჯერ მეტი PLUS ქულის დაგროვების შესაძლებლობას აძლევს. ბიზნესის მიერ გასაწევ ხარჯს-30-ჯერ მეტ პლუს ქულას, რომელიც მომხმარებელს უნდა გადაეცეს, AmEX და […]
ისრაელ-ირანს შორის მოსალოდნელი ესკალაციის ფონზე ირანული რიალი ისტორიულ მინიმუმამდე გაუფასურდა

ირანული რიალი არარეგულირებულ ბაზარზე ახალ ისტორიული მინიმუმამდე გაუფასურდა. Bloomberg news-ის ცნობით, ამის მიზეზი ინვესტორების სიფრთხილეა – ისინი ისრაელსა და ირანს შორის მოსალოდნელ სამხედრო ესკალაციაზე მიუთითებენ. მხოლოდ აშშ-ის საფონდო ბირჟებზე გასულ დღეს 700,000 დოლარის ეკვივალენტი რიალი გაიყიდა. ირანული ვალუტა მიმდინარე წელს ამერიკულ დოლართან მიმართ დაახლოებით 27%-ით გაუფასურდა, ეს ტენდენცია კი სექტემბრიდან, ისრაელის საჰაერო შეტევების შემდეგ, კიდევ […]
თავდაცვის ძალებში ნატოს სახმელეთო ძალების დელეგაციას უმასპინძლეს

საქართველოში სამუშაო ვიზიტით ნატოს სახმელეთო ძალების სარდლობის (LANDCOM) დელეგაცია იმყოფებოდა. დელეგაციის ხელმძღვანელს, ნატოს სახმელეთო ძალების შტაბის უფროსს, გენერალ-ლეიტენანტ მუსტაფა ოღუზის საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა უმასპინძლა. გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა ნატოელ გენერალს საქართველოს თავდაცვის ძალებსა და ნატოს სახმელეთო სარდლობას (LANDCOM) შორის თანამშრომლობის გაძლიერებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა. თავდაცვის ძალების მეთაურმა LANDCOM-თან წარმატებული ორმხრივი თანამშრომლობა, ნატო-საქართველოს წვრთნებისა და […]
„კუჭის ეროზიის გამომწვევი ყველაზე ხშირი მიზეზია ჰელიკობაქტერ პილორი“ – გიორგი გოგინაშვილი

კუჭის ეროზიის გამომწვევი ყველაზე ხშირი მიზეზი არის, კუჭშიდა ნაწლავში მობინადრე თვალით უხილავი ბაქტერია, რომელსაც ჰელიკობაქტერ პილორი ჰქვია, – ამის შესახებ „კომერსანტთან“ „ნიუ ჰოსპიტალსის“ ენდოსკოპისტმა და ზოგადმა ქირურგმა გიორგი გოგინაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, „ნიუ ჰოსპიტალსში“ კუჭის ეროზიის დიაგნოსტირება ხდება როგორც ენდოსკოპიური წესით, ასევე არის მეორე მეთოდი, რომელსაც ენდოკაფსულა ჰქვია. „კომერსანთან“ გიორგი გოგინაშვილმა კუჭის ეროზიის, მისი გამომწვევი […]
საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ულოცავს წევრ კომპანია „საქკაბელს“ საექსპორტო ქსელს გაფართოებას

საქართველოს საკაბელო ინდუსტრიის ლიდერი კომპანია „საქკაბელი“ საექსპორტო ქსელის დივერსიფიცირებას განაგრძობს. კომპანიამ ამჯერად საკუთარი პროდუქციის ექსპორტი ახლო აღმოსავლეთის რეგიონში განახორციელა. საზღვაო გადაზიდვით სხვადასხვა სპეციფიკაციის კაბელის ექსპორტი წარმატებით შედგა. „საქკაბელი“ საკუთარი პროდუქციის ექსპორტს 2010 წლიდან ეწევა. 2023 წლიდან, „საქკაბელის“ პროდუქცია ევროკავშირის წევრ ქვეყანაში გამოჩნდა. მიმდინარე წელს კი, კომპანიამ საექსპორტო არეალი კიდევ გააფართოვა და ამჯერად საკუთარი პროდუქციის ექსპორტი […]
მუხრანის მოხუცთა თავშესაფარში ხანძრის შედეგად, ორი ბენეფიციარი გარდაიცვალა, არიან დაშავებულებიც

მუხრანის მოხუცთა თავშესაფარ შპს “მუხრანის სავანეში” გაჩენილი ხანძრის შედეგად, ორი ბენეფიციარი გარდაიცვალა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო ავრცელებს. მათი ცნობით, ხანძრის შედეგად ასევე დაშავებულია 2 ბენეფიციარი. „ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის გამო, სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს. თავშესაფარში […]