“შავ პარასკევს” ამერიკელები რეკორდულ $75 მილიარდს დახარჯავენ – ანგარიში

ამერიკის შეერთებულ შტატებში, შავი პარასკევიდან კიბერ ორშაბათის ჩათვლით დღეებში, აშშ-ის საცალო ვაჭრობის სექტორში გაყიდვები რეკორდულ ნიშნულს, $75 მილიარდს მიაღწევს. Bain & Company-ის ანგარიში აჩვენებს, რომ შოპინგის მოყვარულთათვის ყველაზე მნიშვნელოვან უქმეებზე, წლიურ ჭრილში, გაყიდვების 5%-იანი ზრდაა მოსალოდნელი, რაც მნიშვნელოვნად აჭარბებს ამავე ორგანიზაციის პროგნოზს სადღესასწაულო სეზონზე (ოქტომბერი-დეკემბერი) გაყიდვების მოცულობის 3%-იანი ზრდის შესახებ. კვლევა აჩვენებს, რომ მომხმარებელთა ქცევა […]
ომების დაწყებას არ ვაპირებ, ომების შეჩერებას ვაპირებ
მე არ ვაპირებ ომების დაწყებას, ომების შეჩერებას ვაპირებ, – ამის შესახებ აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სამადლობელი სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, შეერთებულ შტატებს, წლებია, ომები არ ჰქონია. „ჩვენ საღი აზრის მქონე პარტია ვართ. ჩვენ გვსურს საზღვრები, უსაფრთხოება, საქმე რომ იყოს კარგად, უსაფრთხოდ. გვსურს კარგი განათლება, ძლიერი და გავლენიანი შეიარაღებული ძალები, იდეალურ შემთხვევაში, არ მოგვიწიოს […]
სააპელაციომ ISFED-ის მოთხოვნა ხმების გადათვლაზე არ დააკმაყოფილა, გორის სასამართლოს გადაწყვეტილება კი გააუქმა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ “სამართლიანი არჩევნების” მოთხოვნა ხმების ხელახლა გადათვლის შესახებ არ დააკმაყოფილა. ამასთან, სააპელაციომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მოთხოვნა დააკმაყოფილა და გორის სასამართლოს 4 ნოემბერის გადაწყვეტილება გააუქმა. შეგახსენებთ, გორის რაიონულმა სასამართლომ სამართლიანი არჩევების მოთხოვნა 4 ნოემბერს დააკმაყოფილა და საოლქო საარჩევნო კომისიას 15 საარჩევნო უბნის ბათილი ბიულეტენების გადათვლა დაავალა.
,, დეეთხუეთ, მაგ საქმეს, ბიძიკოებო. აგერ ცოტა ხნის წინ იძახდით, ბაიდენი რომ მოვა, ჩვენც გვიშველისო და იმან, ოთხი წელი არც შეგიმჩნიათ” – მაია ნადირაძე –

ყოფილი პარლამენტარი, მაია ნადირაძე: ,,ტრამპზე ერთი რამის თქმა შემიძლია დანამდვილებით – ტრამპის პრეზიდენტობის დროს რუსეთი თითქმის ისეთ კრიზის უახლოვდებოდა, როგორც რეიგანის დროს. ციფრებში ჩანს ეს და სხვა რამეებს არ ჩამოვწერ. CNN, NbC, New York times და ეგეთ მონსტრების დეზინფორმაციით აღჭურვილი ხალხის გადარწმუნების სურვილი არ მაქვს. მერე კოვიდმა და ბაიდენმა გადაარჩინეს რუსეთი ჩამოქცევას. ელოდეთ ახალ პანდემიას. […]
მუხრანში, მოხუცთა თავშესაფარში ხანძარს ორი ბენეფიციარი ემსხვერპლა – ზრუნვის სააგენტო

სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს ინფორმაციით, მუხრანში, მოხუცთა თავშესაფარში გაჩენილ ხანძარს ორი ბენეფიციარი ემსხვერპლა. გარდა ამისა, დაშავდა კიდევ 2 ადამიანი, რომლებიც ამ ეტაპზე საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. “მუხრანის მოხუცთა თავშესაფარ შპს “მუხრანის სავანეში” გაჩენილი ხანძრის შედეგად, ორი ბენეფიციარი გარდაიცვალა […] თავშესაფარში გაჩენილი ხანძრის შედეგად, ასევე, დაშავდა 2 ბენეფიციარი, რომლებიც სამედიცინო დაწესებულებაში არიან გადაყვანილი. დაშავებულები მიხეილ სარჯველაძემ, ადგილობრივი ხელისუფლების […]
„ვფიქრობ, აშშ-ში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები ლარზე გავლენას ვერ მოახდენს“ – ლაშა პაპაშვილი

“ამერიკაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები ლარზე გავლენას დიდი ალბათობით ვერ მოახდენს,”- ამის შესახებ ბიზნესმენი ლაშა პაპაშვილი “ბიზნესპარტნიორთან” აცხადებს. „მტკიცებით ფორმაში ამას ვერ ვამტკიცებ, თუმცა, ვფიქრობ რომ არ ექნება, რადგან ზოგადად, ქვეყანაში მაკროეკონომიკური ფუნდამენტები ძლიერია, მზარდია სავალუტო შემოდინებები. ჩვენზე გავლენას უფრო ახდენს ჩვენი შიდა პოლიტიკური პროცესები. ამერიკის არჩევნებს გლობალური პოლიტიკური პროცესების ჭრილში მნიშვნელოვანი გავლენა ექნება, თუ ტრამპი […]
დონალდ ტრამპი აშშ-ის არჩეული პრეზიდენტია

რესპუბლიკელი დონალდ ტრამპი, შეერთებული შტატების არჩეული პრეზიდენტია. ვაშინგტონის დროით დილის 7:00 საათზე, მას ელექტორთა 277 ხმა აქვს, კამალა ჰარისს კი 224. “ამერიკის ხმის” ჩართვა “ტვ პირველის” პირდაპირ ეთერში.
გიორგი რურუა საქალაქო სასამართლოში, მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით იკითხება

„მთავარი არხის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, გიორგი რურუა თბილისის საქალაქო სასამართლოში მივიდა. სასამართლოში მისი გამოკითხვა უკვე დაიწყო. ის მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით პასუხობს კითხვებს, რომელიც მასთან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებლებს აქვთ. „არ ვიცი, რას უკავშირდება ეს დაბარება. [განჩინება] იყო რუტინული. გამოსვლის შემდეგ გავაკეთებ კომენტარს. არანაირი ინფორმაცია არ მაქვს, რა საქმეზე ვართ. გავიგებ და რომ გამოვალ გეტყვით“,- განაცხადა გიორგი […]
„სამართლიანი არჩევნები“ – სააპელაციო სასამართლომ 15 უბნის ბათილი ბიულეტენების გადათვლასთან დაკავშირებით გორის რაიონული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება გააუქმა

სააპელაციო სასამართლომ „სამართლიანი არჩევნების“ სამი სააპელაციო საჩივრიდან არც ერთი არ დააკმაყოფილა და გააუქმა გორის რაიონული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება15 უბნის ბათილი ბიულეტენების გადათვლასთან დაკავშირებით. ინფორმაციას „სამართლიანი არჩევნები“ ავრცელებს. ცნობისთვის, 4 ნოემბერს, გორის სასამართლომ 15 უბანზე ბათილი ბიულეტენების ხელახლა გადათვლის შესახებ ISFED-ის სარჩელი დააკმაყოფილა.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი კაიროს უნივერსიტეტში UNESCO-UIA-ს არქიტექტურული პროგრამების ვალიდაციის საბჭოს სააკრედიტაციო კომისიის მუშაობაში მონაწილეობდა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დიზაინის საერთაშორისო სკოლის დეკანის მოადგილემ და არქიტექტორთა საერთაშორისო კავშირის (UNESCO-UIA) არქიტექტურული პროგრამების ვალიდაციის საბჭოს წევრმა, პროფესორმა გოჩა მიქიაშვილმა კაიროს (ეგვიპტე) უნივერსიტეტის არქიტექტურული ინჟინერიის და ტექნოლოგიების პროგრამის სააკრედიტაციო შეფასების პროცესში მიიღო მონაწილეობა. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს. მისივე ცნობით, ხუთწევრიანმა კომისიამ, რომლის შემადგენლობაში, სტუ-ის პროფესორთან ერთად არიან ბრიტანელ არქიტექტორთა სამეფო ინსტიტუტის (RIBA) და […]