ისრაელ-ირანს შორის მოსალოდნელი ესკალაციის ფონზე ირანის რიალი ისტორიულ მინიმუმამდე გაუფასურდა

ირანის რიალი არარეგულირებულ ბაზარზე ახალ ისტორიული მინიმუმამდე გაუფასურდა. Bloomberg news-ია ცნობით ამის მიზეზი ინვესტორები სიფრთხილეა- ისინი ისრაელსა და ირანს შორის მოსალოდნელ სამხედრო ესკალაციაზე მიუთითებენ. მხოლოდ აშშ-ის საფონდო ბირჟებზე გასულ დღეს 700,000 დოლარის ეკვივალენტი რიალი გაიყიდა. ირანული ვალუტა მიმდინარე წელს ამერიკულ დოლართან მიმართ დაახლოებით 27%-ით გაუფასურდა, ეს ტენდენცია კი სექტემბრიდან, ისრაელის საჰაერო შეტევების შემდეგ, კიდევ უფრო […]
პაატა მანჯგალაძე – „ქართულ ოცნებას“ ცრუ სიხარული აქვს, რადგან ირანისა და ვენესუელას ხელისუფლების მეგობარი პოლიტიკური ძალა ვერასდროს იქნება ტრამპისტი

რა თქმა უნდა, პროტესტი უნდა გაგრძელდეს. „ქართულ ოცნებას“ არჩევნები არ მოუგია, მათ უბრალოდ, თავხედურად გამოიცხადეს თავი გამარჯვებულად , – ამის შესახებ “ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა მისი თქმით გამარჯვება იქნება ახლოს, მთავარია, “დავიჯეროთ, რომ მათ არჩევნები არ მოუგიათ”. “ქართულ ოცნებას” ცრუ სიხარული აქვს, რადგან ირანისა და ვენესუელას ხელისუფლების მეგობარი პოლიტიკური ძალა ვერასდროს იქნება […]
“უსაბუთო ქართველ ემიგრანტებს მნიშვნელოვნად გაურთულებს ცხოვრებას“- გვარამია

ნიკა გვარამია ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩატარებულ არჩევნებს ეხმაურება: “მე მაინც ის მაცვიფრებს, ზოგიერთი საბუთიანი ქართველი ემიგრანტი ამერიკაში იმას რომ გულშემატკივრობს, ვინც უსაბუთო ქართველ ემიგრანტებს მნიშვნელოვნად გაურთულებს ცხოვრებას… არის ამაში რაღაც დარვინისეული ბუნებრივი გადარჩევის“. – წერს ნიკა გვარამია.
პრემიერი კობახიძე დონალდ ტრამპს გამარჯვებას ულოცავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძე, პრეზიდენტობის კანდიდატ დონალდ ტრამპს, არჩევნებში გამარჯვებას მიულოცა, სოციალურ ქსელ X-ში. „ვულოცავ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს არჩევნებში გადამწყვეტ გამარჯვებას. დარწმუნებული ვარ, რომ პრეზიდენტ ტრამპის ხელმძღვანელობა ხელს შეუწყობს მშვიდობას გლობალურად და ჩვენს რეგიონში, ასევე უზრუნველყოფს აშშ-საქართველოს ურთიერთობების გადატვირთვას“, – წერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. ტრამპს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმაც. “გილოცავთ არჩევნებში გამარჯვებას, ბატონო […]
დანიგანი: აშშ-საქართველოს ურთიერთობები გაუძლებს ნებისმიერ პოლიტიკურ არჩევნებს

მას შემდეგ რაც ცნობილი გახდა, რომ შეერთებულ შტატებში პრეზიდენტის თანამდებობას, დონალდ ტრამპი დაიკავებს, აშშ-ის ელჩმა საქართველოში, რობინ დანიგანმა განაცხადა, რომ ორი ქვეყნის ურთიერთობა “ნებისმიერ პოლიტიკურ არჩევნებს” გაუძლებს. ამის შესახებ ელჩმა რობინ დანიგანმა განაცხადა თბილისში, ამერიკული სავაჭრო პალატის მიერ ორგანიზებულ “საარჩევნო საუზმეზე” გააკეთა. “მე ნამდვილად მჯერა, რაც არ უნდა მოხდეს საქართველოს არჩევნებში ან აშშ-ის არჩევნებში, საქართველოს […]
სააპელაციო სასამართლომ 15 უბნის ბათილი ბიულეტენების გადათვლასთან დაკავშირებით გორის რაიონული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება გააუქმა – „სამართლიანი არჩევნები“

სააპელაციო სასამართლომ 15 უბნის ბათილი ბიულეტენების გადათვლასთან დაკავშირებით გორის რაიონული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება გააუქმა – „სამართლიანი არჩევნები“ სააპელაციო სასამართლომ „სამართლიანი არჩევნების“ სამი სააპელაციო საჩივრიდან არც ერთი არ დააკმაყოფილა და გააუქმა გორის რაიონული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება15 უბნის ბათილი ბიულეტენების გადათვლასთან დაკავშირებით. ინფორმაციას „სამართლიანი არჩევნები“ ავრცელებს. ცნობისთვის, 4 ნოემბერს, გორის სასამართლომ 15 უბანზე ბათილი ბიულეტენების […]
,, ეს უფრო მნიშვნელოვანი ამბავია ვიდრე რომელიმე კონკრეტული პარტია ოთხი წლით თეთრ სახლში” – ნანა გეგეჭკორი

აშშ-ში მცხოვრები ექიმი ნანა გეგეჭკორი: ,,ჩემს ირგვლივ, უამრავი ადამიანი, მათ შორის დემოკრატების დამფინანსებლებიც კი ჰარისის წინააღმდეგ აძლევდა ხმას ორი არგუმენტით… თვლიან რომ ჰარისი “დანიშნული” კანდიდატი იყო და არა არჩეული, რაც ეწინააღმდეგება დემოკრატიის ფუნდამენტს და მეორე, ტრამპის წინააღმდეგ წინასაარჩევნოდ გააქტიურებულ სასამართლო დავებში პოლიტიკურ მოტივს ხედავდნენ. პოლიტიკურად მოტივირებული საქმე კი მათთვის ნიშნავს სასამართლოზე პოლიტიკური ნების გავლენას, რაც […]
,,ტრამპის გამარჯვება განაპირობა მშვიდობის დაპირებამ! დიახ, ამერიკელებს არ სურთ ომი!“ – ბონდო მძინარაშვილი

ჟურნალისტი, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი, ბონდო მძინარაშვილი: ,,ტრამპის გამარჯვება განაპირობა მშვიდობის დაპირებამ! დიახ, ამერიკელებს არ სურთ ომი! გლობალურ ომზე არ ვწერ! სამოქალაქო ომი არ სურთ! და ამის ყველა წინაპირობა არსებობდა, საგანგებოდ მოემზადნენ, – შენობებიც კი შეფიცრეს! ამერიკელებმა მხარი დაუჭირეს ქვეყანაში მშვიდობას და დემოკრატებმა ამიტომაც თქვეს უარი ჩვეულ მასობრივ გაყალბებაზე! ტრამპს ერთხელ უკვე წაართვეს მოპოვებული […]
ჯაფარიძე: ზღაპარია, რომ ტრამპის ადმინისტრაციაში ივანიშვილზე თვალს დახუჭავენ

„გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის თქმით, ივანიშვილს და მის მხარდამჭერებს ტყუილად აქვთ მოლოდინი, თითქოს ტრამპის ადმინისტრაცია ივანიშვილს რამეს აპატიებს და თვალს დაუხუჭავს. ამის შესახებ ზურაბ ჯაფარიძემ ნეტგაზეთთან სააპელაციო სასამართლოსთან მიმდინარე პროტესტის დროს ისაუბრა. „საქართველოსა და ჩვენს რეგიონზე ცოტა რთული სათქმელია. ერთი, რაც მოსალოდნელია, ალბათ არის ის, რომ ამერიკის საგარეო პოლიტიკა გახდება ცოტა უფრო იზოლაციონისტური. ყოველ […]
რუსეთის საგარეო უწყება – ვიმუშავებთ აშშ-ს ახალ ადმინისტრაციასთან, როდესაც რუსეთის ეროვნულ ინტერესებს მხარს დაუჭერს და ფოკუსირებული იქნება სპეციალური სამხედრო ოპერაციის ყველა მიზნის მიღწევაზე – ჩვენი პირობები უცვლელია

ჩვენი პირობები უცვლელია და ვაშინგტონში კარგად არის ცნობილი, – ასე გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აშშ-ში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებს. “აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვება, რომელიც ოთხწლიანი პაუზის შემდეგ თეთრ სახლში ბრუნდება, რა თქმა უნდა, ამერიკელების უკმაყოფილებას ასახავს, როგორც ბაიდენის ადმინისტრაციის შედეგების, ისე დემოკრატიული პარტიის საარჩევნო პროგრამის მიმართ”, – ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში. ასევე, […]