„საქართველოს მეგობრების ჯგუფი“ დარღვევების საერთაშორისო გამოძიებას ითხოვს

„საქართველოს მეგობრების ჯგუფი“, რომელიც ევროპული ქვეყნების პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრებსა და თავმჯდომარეებს, ასევე ევროპარლამენტარებს, აერთიანებს, საქართველოს თაობაზე განცხადებას აქვეყნებს, რომელშიც
· „ღრმა მწუხარებით“ აღნიშნავს საქართველოში ბოლოდროინდელ დემოკრატიის უკუსვლას;
· გამოხატავს „ღრმა შეშფოთებას“ არჩევნებზე უპრეცედენტო რაოდენობის სისტემური დარღვევებისა და ინციდენტების გამო;
· ითხოვს დარღვევების გამჭვირვალედ და დამოუკიდებელი და საერთაშორისო ორგანოს მიერ გამოძიებას;
· ასევე, ხმისმიცემის პროტოკოლების გასაჯაროებას და ევროკავშირთან შეუთავსებადი კანონმდებლობის გაუქმებას.
წერილის მეორე ნაწილში ავტორები ითხოვენ ბიძინა ივანიშვილისა და საქართველოს პოლიტიკური ლიდერების სანქცირებას და სახელმწიფო სტრუქტურებისთვის დახმარების შეჩერებას, თუმცა ამავე დახმარების გაზრდას სამოქალაქო საზოგადოებისთვის და მედიისთვის.
გარდა ამისა, წერილში ასევე საუბარია ვიზალიბერალიზაციის გადახედვაზე, თუმცა ერთი დათქმით:
„ვიცით, რაოდენ მნიშვნელოვანია ვიზალიბერალიზაცია, განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის. მოვუწოდებთ ევროკომისიასა და ევროპულ საბჭოს, გადახედონ ვიზალიბერალიზაციის რეჟიმს, მათ შორის მის სრულ შეჩერებას, თუ ზემოთ მოყვანილი [მოთხოვნები] არ შესრულდა“.
წერილს ხელს 30-მდე პოლიტიკოსი აწერს.

ასევე დაგაინტერესებთ

ელენე ხოშტარია – რაც ანკარაში ითქვა, არის არა უბრალოდ განცხადებები, არამედ კონკრეტული გადაწყვეტილებები, რომლებიც უჩვეულოდ მოკლე ვადებშია დაგეგმილი – რუსეთს უნდოდა დაშლილი ევროპა და მიიღო ბევრად უფრო შეკრული

ზურაბ ჯაფარიძე – ე.წ. საბოტაჟის საქმეზე, სასამართლოში პოლიციელმა მე და ვაშაძეს დაგვადო ხელი, ვითომ „ჟეშტიკულაციით“ და სიტყვიერად, მოვუწოდებდით ხალხს: „მივაწვეთ“, სხვა არაფერი ახსოვს – რაც შეხება აუდიო-ჩანაწერს, არანაირი ფარული მიყურადება არაა

ლევან ლორთქიფანიძე – ყველა ხელისუფლება ახერხებდა, რომ გეოგრაფიის წყალობით საქართველო რეგიონში გადამწყვეტი ქვეყანა ყოფილიყო, „ოცნებამ“ კი მოახერხა ის, რომ აღარ ვართ მნიშვნელოვანი ქვეყანა – საქართველო თამაშგარე მდგომარეობაშია!

მონიტორინგის ფარგლებში იდენტიფიცირდა ძირითადად ქართული სახელის მქონე 1500-ზე მეტი ყალბი ანგარიში, ტროლი და ბოტი, რომლებიც გამოყენებული იქნა „იმედის“ მიერ გამოქვეყნებულ პოსტზე მოწონების რეაქციების გასაზრდელად