თავდაცვის მინისტრის მოადგილემ სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის თავდაცვის მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის თავდაცვის მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, მინისტერიალის მიზანია რეგიონის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის კონსოლიდაცია, რეგიონში უსაფრთხოებისა და მშვიდობის, ასევე რეგიონის ქვეყნების ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის ხელშეწყობა. “საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ პაატა პატიაშვილმა მონაწილეობა მიიღო სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის თავდაცვის მინისტერიალში (SEDM), რომელიც ტირანაში, ალბანეთში ჩატარდა. მინისტერიალის ფარგლებში […]

ჩინეთის საგარეო უწყების სპიკერი – პატივს ვცემთ ამერიკელი ხალხის არჩევანს და ვულოცავთ ტრამპს შეერთებული შტატების პრეზიდენტად არჩევას

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი ლინ ძიანი დონალდ ტრამპს აშშ-ის არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს.­ „ჩვენ პატივს ვცემთ ამერიკელი ხალხის არჩევანს და ვულოცავთ ბატონ ტრამპს შეერთებული შტატების პრეზიდენტად არჩევას“, – წერს ჩინეთის საგარეო უწყების სპიკერი. წინასწარი მონაცემებით, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში “რესპუბლიკური პარტიის” პრეზიდენტობის კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა გაიმარჯვა. დონალდ ტრამპმა დაამარცხა „დემოკრატების“ კანდიდატი, ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი.

ფუტსალი | საქართველო 2:2 ლატვია

საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა ლატვიასთან პირველი ამხანაგური მატჩი გამართა. თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ჩატარებული შეხვედრა ფრედ, 2:2 დასრულდა. შეხვედრის პირველი ნახევარი სტუმართა მინიმალური უპირატესობით დასრულდა. 37-ე წუთზე ლატვიელებმა მეორედ გაიტანეს, თუმცა მატჩის დასკვნით ორ წუთში, გიორგი ჩიმაკაძის დუბლით, საქართველოს ნაკრებმა ანგარიშის გათანაბრება შეძლო. საქართველოს და ლატვიის მეორე ამხანაგური მატჩი 7 ნოემბერს, კვლავ თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება. […]

თბილისში აივნებიც სახიფათოა – Urban Media

აივნები თბილისის ურბანული ლანდშაფტის ერთ-ერთი გამორჩეული და დამახასიათებელი ელემენტია. ეს მძლავრი არქიტექტურული დეტალები საუკუნეების განმავლობაში არა მხოლოდ ქალაქის ესთეტიკას აყალიბებდა, არამედ თბილისელების ყოველდღიური ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი იყო. დედაქალაქის ისტორიულ უბნებში თითქმის ყველა სახლს ჰქონდა სხვადასხვა ფორმისა და ზომის ღია აივანი, რაც დღესაც თბილისის ერთგვარი სავიზიტო ბარათია. აივნების მნიშვნელობა სცილდება მხოლოდ ესთეტიკას. ისინი მრავალსაუკუნოვანი კულტურისა და […]

გიორგი მარგველაშვილი – საქართველოს ტრამპთან რა ურთიერთობა ჩამოუყალიბდება, სრულიად დამოკიდებულია იმაზე, როგორ მოვიქცევით – ის აფასებს რეალურ ძალისხმევას

ტრამპთან საქართველოს რა ურთიერთობა ჩამოუყალიბდება, სრულიად დამოკიდებულია იმასთან, თუ როგორ მოვიქცევით და რამდენად მზად ვართ, ვიმუშაოთ და ვიბრძოლოთ ჩვენი ღირებულებებისთვის , – ამის შესახებ საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა “პალიტრანიუსის” გადაცემა “360 გრადუსში” განაცხადა. ამით გიორგი მარგველაშვილი გამოეხმაურა აშშ-ში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებს და დონალდ ტრამპის გამარჯვებას. მარგველაშვილის შეფასებით, დონალდ ტრამპი რეალისტი პოლიტიკოსია და რეალურ ძალისხმევას […]

მამუკა ხაზარაძე – სასამართლოში დაკითხვაზე როგორც კი შეფასებაზე გადავდიოდი, მაჩერებდნენ, აბა, რა აინტერესებთ? – ეს ეპოქა დასრულდება!

საქალაქო სასამართლოში, კოალიცია „ძლიერი საქართველოს” ლიდერის, მამუკა ხაზარაძის მაგისტრატ მოსამართლესთან დაკითხვა დასრულდა. როგორც ხაზარაძემ სასამართლოდან გამოსვლის შემდეგ მედიას განუცხადა, ის, რაც საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით მოხდა, არის მომავლის ქურდობა. მისივე თქმით, მიუხედავად უამრავი ფაქტებისა არვინ დასჯილა, გარდა ორი ადამიანისა, „რომლებმაც უხეშად ჩატენეს ბიულეტენები“. „როგორც კი შეფასებაზე გადავდიოდი, იმ წუთშივე მაჩერებდნენ. როგორც კი შეფასების გაკეთებას დავაპირებდი იმასთან […]

გიორგი მარგველაშვილი – საზოგადოება, ნაცვლად იმისა, რომ გაიზაროს რა დრამატული არჩევანის წინაშე დგას, ჭორაობის რეჟიმზეა გადასული, რომლის დასასრული არის ის, რომ ჩვენს შვილებს ჩააცმევენ ჩექმას, ფარაჯას და გაუშვებენ უკრაინის ომში რუსეთის მხარეს

პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ქართული საზოგადოება, იმის ნაცვლად, რომ გაიაზროს, რა დრამატული არჩევანის წინაშე დგას ამ მომენტში, განიხილავს იმას, ერთმა ლიდერმა რა თქვა, მეორემ რა უპასუხა, ჭორაობის რეჟიმშია გადასული და ამ ჭორაობის დასასრული არის ის, რომ ჩვენს შვილებს ჩააცმევენ ჩექმას, ფარაჯას და გაუშვებენ უკრაინის ომში რუსეთის მხარეს , – ამის შესახებ საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა გიორგი […]

საქართველოდან აშშ-ში ექსპორტირებულია 1 მლნ ლიტრზე მეტი ღვინო, რაც გასული წლის მაჩვენებელს 58%-ით აღემატება – ღვინის ეროვნული სააგენტო

ღვინის ეროვნული სააგენტო ამერიკის შეერთებულ შტატებში ქართული ღვინის ცნობადობის ზრდის კამპანიას აქტიურად აგრძელებს. კამპანიის ფარგლებში, პრესტიჟული გამოცემის „The New York Times” ოფიციალურ ვებგვერდზე, რომელსაც კვირის განმავლობაში, საშუალოდ, 100 მლნ მომხმარებელი ჰყავს, ქართული ღვინის სარეკლამო ბანერების სლაიდშოუ განთავსდა. ამერიკის შეერთებული შტატები წარმოადგენს ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზარს, სადაც 2013 წლიდან ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით განხორციელებულმა ღონისძიებებმა მნიშვნელოვნად […]

რას ამბობს გამოკითხვიდან გამოსული მამუკა ხაზარაძე

რას ამბობს გამოკითხვიდან გამოსული მამუკა ხაზარაძე მაგისტრი მოსამართლის წინაშე მამუკა ხაზარაძის გამოკითხვა დასრულდა. როგორც ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა განაცხადა, მოსამართლის მიერ დასმული კითხვები უინტერესო იყო და ამის გაჟღერებას აზრი არ აქვს. “საინტერესოა, რომ პროკურატურა პოლიტიკურ ლიდერებს იბარებს და ამის პარალელურად, გამყალბებლები ქუჩაში დადიან” – თქვა მამუკა ხაზარაძემ. კითხვის გაჟღერებას აზრი არ აქვს, არ არის საინტერესო. საინტერესო არის […]

“მთავრობას “დისქაუნთი” ჰქონდა, რომელიც შეუმცირეს” – რატომ გაუზარდეს მთავრობას საწვავის ფასი?

2024 წლის ნოემბერში, ოქტომბერთან შედარებით, მთავრობას ბენზინის შესყიდვა გაუძვირდა. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, ნოემბერში, სხვადასხვა ტიპის ბენზინის ფასი 9 თეთრით გაიზარდა, თუმცა დიზელის იგივე დარჩა. დოკუმენტაციის მიხედვით, ამის მიზეზი წინა თვეს „პლატსის“ ღირებულება გახდა. “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში აცხადებენ, რომ მთავრობას გარკვეული “დისქაუნთი” ჰქონდა, რომელიც შეუმცირდა.