მთავრობამ ენერგოპროექტების ინვესტორები გარანტიის წარდგენის ვალდებულებისგან გაათავისუფლა – რა კითხვებს აჩენს ახალი დადგენილება?

ოქტომბრის თვეში, განახლებადი ენერგიის ელექტროსადგურების ინვესტორებისთვის ახალი შეღავათი ამოქმედდა. ეკონომიკის სამინისტროს აღნიშნული დადგენილებით, მშენებლები, რომლებსაც ტექნიკურ-ეკონომიკური განხორციელებადობის ხელშეკრულება ფორმდება, გარანტიის წარდგენის ვალდებულებისგან თავისუფლდებიან. ცვლილება ეხება ქარის და მზის სადგურებს და ასევე იმ ჰიდროელექტროსადგურებს, რომელთა დადგმული სიმძლავრე 100 მეგავატს აღემატება. “განახლებადი ენერგიების მარეგულირებელი ჩარჩო ძალიან საინტერესო ცვლილებებით გამოირჩევა. ბოლო დროს საქართველოს მთავრობის ორ დადგენილებაში საკმაოდ საინტერესო […]
არჩევნების გაყალბებაზე სარჩელს სასამართლო ღამეც იხილავდა

20 საათზე მეტი ხანია გრძელდება არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებული საქმის განხილვა სასამართლოში. საქმის განხილვა თბილისის სააპელაციო სასამართლოში ღამეც გაგრძელდა – პროცესი 6 ნოემბერს, 14.00 საათზე დაიწყო და ამ დრომდე მიმდინარეობს. თბილისის სააპელაციო სასამართლომ გააერთიანა საიას [ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის] 12 საქმე 40-მდე ოლქის წინააღმდეგ და კოალიცია ,,ჩემი ხმის“ საქმეები. ჯერჯერობით უცნობია როდის დამთავრდება განხილვა და როდის გამოაცხადებს […]
ილონ მასკის ქონება 26,5 მილიარდი დოლარით გაიზარდა

კომპანია Tesla-ს დამფუძნებლისა და გენერალური დირექტორის, ილონ მასკის ქონება 26,5 მილიარდი დოლარით გაიზარდა, რაც კომპანიის აქციებმა 15%-ით მოიმატა. ინფორმაციას Bloomberg Billionaires Index-ი ავრცელებს. მასკი ბლუმბერგის რეიტინგში კვლავ პირველ ადგილზეა, მისი ქონება 290 მილიარდ დოლარს შეადგენს. ილონ მასკი დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო კამპანიაში აქტიურად იყო ჩართული და მისი კომპანიის აქციების ზრდის ერთ-ერთ მიზეზად ტრამპის გამარჯვებასაც ასახელებენ. ცნობისთვის, […]
კრაკოვში ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო გამოფენაში ქართული ღვინის ხუთი მწარმოებელი მონაწილეობს

ღვინის ეროვნული სააგენტოს და პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით, ქალაქ კრაკოვში ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო გამოფენაში enoexpo 2024 ქართული ღვინის ხუთი მწარმოებელი მონაწილეობს. „EnoExpo“, რომელიც უკვე ოცდამეერთედ იმართება, ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ და პრესტიჟულ გამოფენად ითვლება აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპაში. გამოფენაზე ქართული ღვინის კომპანიებს შესაძლებლობა აქვთ შეხვდნენ ადგილობრივ იმპორტიორებსა და ჰორეკა სექტორის წარმომადგენლებს სამომავლო თანამშრომლობისა […]
დონალდ ტრამპმა და სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცების რუსეთში გაგზავნის საკითხი და უკრაინაში არსებული ვითარება განიხილეს

სამხრეთ კორეის პრეზიდენტი, იუნ სოკ იოლი დონალდ ტრამპს ტელეფონით ესაუბრა და აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა, – ამის შესახებ ინფორმაციას Yonhap News Agency-ი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში სამხრეთ კორეის პრეზიდენტის მრჩევლის მთავარ მოადგილეზე, კიმ ტაე-ჰიოზე დაყრდნობით ავრცელებს. კიმ ტაე-ჰიოს თქმით, დონალდ ტრამპი და იუნ სოკ იოლი შეთანხმდნენ, რომ უახლოეს მომავალში შეხვედრის ადგილსა და თარიღს დანიშნავენ. ამასთან, […]
საქართველოს ტურისტულ პოტენციალს ლონდონის ტურისტულ გამოფენაზე WTM London 2024 ეცნობიან

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია დიდ ბრიტანეთში, მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს ტურისტულ გამოფენაზე სპეციალური სტენდით წარსდგა. ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს. მათი ცნობით, WTM London 2024-ზე ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად ტურიზმის სექტორიდან 21 კომპანია მონაწილეობს. საერთაშორისო გამოფენაზე აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, აეროპორტების გაერთიანება, ასევე სამეგრელოს დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციაა წარდგენილი. ლონდონის ტურისტული გამოფენის ფარგლებში, […]
გოდერძის უღელტეხილზე მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი(ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის კმ106-კმ123 (გოდერძის უღელტეხილი) მონაკვეთზე მაღალი გამავლობის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
შიში საპატიოდ არ მიმაჩნია. ყველა [ბიზნესმენს] ვუსურვებ, სინდისს ბოლომდე დაელაპარაკოს – შურღაია

“შიში საპატიოდ არ მიმაჩნია. ყველა [ბიზნესმენს] ვუსურვებ, საკუთარ სინდისს ბოლომდე დაელაპარაკოს“, – ასე უპასუხა ფინანსისტმა და ბიზნესის მრჩეველმა ნიკოლოზ შურღაიამ BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ წამყვანის კითხვას, რომელიც შეჩერებულ ევროინტეგრაციასთან და ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით მსხვილი ბიზნესის მხრიდან საკუთარი პოზიციის დაფიქსირებას შეეხებოდა. ნიკა შურღაია ამბობს, რომ არ სურს ვინმეს მსაჯული იყოს, მაგრამ იქვე დასძინა, რომ „დანაშაულის […]
„ავერსის კლინიკაში“ „გამა ნაიფის“ (Gamma knife) პრეზენტაცია გაიმართა

6 ნოემბერს „ავერსის კლინიკაში“ გაიმართა გამა ნაიფ ესპრიტის (Gamma Knife Esprit) ოფიციალური პრეზენტაცია. გამა ნაიფი (Gamma Knife) არის უსაფრთხო, უმტკივნეულო და უსისხლო რადიოქირურგიული მეთოდი, რომელიც წარმოადგენს თავის ტვინის სიმსივნეებისა და სხვა პათოლოგიების მკურნალობის ოქროს სტანდარტს. „ავერსის კლინიკა“ პირველი სამედიცინო დაწესებულებაა საქართველოში, რომელმაც მკურნალობის ეს ყველაზე თანამედროვე მეთოდი დანერგა. გამა ნაიფის (Gamma Knife), მისი უნიკალური შესაძლებლობებისა […]
Politico – ემანუელ მაკრონმა დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბარში უკრაინისა და ახლო აღმოსავლეთის საკითხი განიხილა

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბარში უკრაინისა და ახლო აღმოსავლეთის საკითხი განიხილა, – ამის შესახებ ინფორმაციას Politico ავრცელებს. Politico-ს ცნობით, სატელეფონო საუბარში, რომელიც 25 წუთს გაგრძელდა, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა დონალდ ტრამპს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და ასევე, მხარეები შეთანხმდნენ, რომ „მჭიდრო კონტაქტს“ შეინარჩუნებენ. ემანუელ მაკრონის გარდა ერთ-ერთი პირველები, რომლებმაც დონალდ ტრამპს […]