გამოხატვის და გაერთიანების თავისუფლების დარღვევა დისკრიმინაციასთან ერთობლიობაში- ყოფილმა მოსამართლემ სტრასბურგში დავა მოიგო

“სოციალური სამართლიანობის ცენტრის” ადვოკატებმა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მოიგეს საქმე “ბაქრაძე საქართველოს წინააღმდეგ”, რომელიც მათივე განცხადებით, დიდ გავლენას მოახდენს არამხოლოდ საქართველოს მართლმსაჯულებაზე, არამედ, მოსამართლეების დანიშვნისა და დაწინაურების საკითხებზეც. ევროპულმა სასამართლომ, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლის და შემდგომ არასამთავრობო ორგანიზაცია „მოსამართლეთა ერთობის” თავმჯდომარის, მაია ბაქრაძის მიმართ კონვენციის რამდენიმე მუხლის დარღვევა დაადგინა. მათ შორის, მე-10 (გამოხატვის თავისუფლება) […]

საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში წევრთა საერთო ყრილობა გაიმართა

საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში ასოციაციის წევრთა მორიგი ყრილობა გაიმართა, სადაც BAG-ის წევრებმა ასოციაციის პრეზიდენტი, პირველი ვიცე-პრეზიდენტი, ვიცე-პრეზიდენტი და სამეთვალყურეო საბჭოს წევრები აირჩიეს. ყრილობის მსვლელობისას ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ, წევრი კომპანიების წარმომადგენლებს 2019-2024 წლის BAG-ის ანგარიში წარუდგინა, სადაც დეტალურად იყო აღწერილი ასოციაციის ბოლო ხუთი წლის საქმიანობა, ამოცანები და მიღწევები. „საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ულოცავს სამეთვალყურეო საბჭოს, როგორც ძველ, […]

საქართველოს ბანკმა, Cloudera-სთან პარტნიორობით, მონაცემთა ანალიტიკის და რეპორტინგის ბაზის მოდერნიზაცია მოახდინა

ამერიკულმა ქლაუდ-კომპანია Cloudera-მ, რომელიც საქართველოს ბანკის მონაცემთა არქიტექტურის განვითარებაში ეხმარება, ბანკთან და ქართულ IT-ინტეგრატორთან, HT Solutions-თან წარმატებული თანამშრომლობის შესახებ სტატია გამოაქვეყნა. როგორც Cloudera-ში ამბობენ, საქართველოს ბანკს მომხმარებლების ფინანსური მონაცემების შესანახად ცენტრალიზებული და მოთხოვნისამებრ მასშტაბირებადი პლატფორმის შექმნა სურდა, რომელიც ბანკის დატაცენტრებში დაინერგა. საქართველოს ბანკის ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის დირექტორის, ვაჟა მანტუას თქმით, Cloudera-მ ქართულ კომპანიას თანამედროვე მონაცემთა […]

“კოორდინატორმა დაინახა ხმა ვის მივეცი” – რატომ არ გაუგრძელა ქუთაისის მერიამ კონტრაქტი თანამშრომელს??

“ბალდის კანიონის შესანარჩუნებლად” მოძრაობის წევრს, ცოტნე თვარაძეს ქუთაისის მერიამ შრომითი ხელშეკრულება არ გაუგრძელა. ცოტნე თვარაძე მერიის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტში გრაფიკოს-დიზაინერის პოზიციაზე 5 წელი მუშაობდა და მისთვის კონტრაქტის არ გაგრძელებას რამდენიმე მიზეზით ხსნის: “პირველ რიგში, ამის მიზეზი ბალდის პროტესტია. ამ სამართლიან პროტესტში დიდი ხანია ჩართული ვარ და ვერაფერი მომიხერხეს. ისინი, ჩემს გასაშვებად, სავარაუდოდ კარგ მომენტს ეძებდნენ […]

2020-2023 წლებში ₾812 მილიონის სესხი გაიცა – როგორია საკრედიტო საგარანტიო მექანიზმის შედეგები?

სახელმწიფო პროგრამა საკრედიტო საგარანტიო სქემის ფარგლებში გასულ ოთხ წელში 988 ხელშეკრულება გაფორმდა და 812.3 მილიონი ლარის სესხი გაიცა. ამის შესახებ პროექტის განმახორციელებელი სააგენტოს “აწარმოე საქართველოში” 2023 წლის ანგარიშშია აღნიშნული. საკრედიტო საგარანტიო მექანიზმი გულისხმობს ისეთი მცირე და საშუალო საწარმოებისთვის საკრედიტო გარანტიის გაცემას, რომელთაც არ აქვთ შესაძლებლობა, დააკმაყოფილონ სესხის უზრუნველყოფაზე არსებული მოთხოვნები. შესაბამისად, სახელმწიფო ფინანსური გარანტიით იღებს […]

დიდმა ბრიტანეთმა ოს სეპარატისტთა ყოფილ ლიდერ ანატოლი ბიბილოვს სანქციები დაუწესა

დიდმა ბრიტანეთმა ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ყოფილი პრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვის წინააღმდეგ სანქციები დააწესა. ბრიტანეთის მთავრობის ვებგვერდზე ნათქვამია, რომ ” ბიბილოვი მონაწილეობდა ან მონაწილეობს უკრაინის დესტაბილიზაციაში, ძირს უთხრის ან ემუქრება უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს ან დამოუკიდებლობას.” სანქციები, კერძოდ, მოიცავს აქტივების გაყინვას და მოგზაურობის აკრძალვას. ანატოლი ბიბილოვი 2022 წლის მაისში “საპრეზიდენტო არჩევნებში” დამარცხების შემდეგ წავიდა დონეცკში. · […]

ISFED: ცესკოს მონაცემებით, ბაკურიანის უბანზე რეგისტრირებულზე 77-ით მეტი კაცი მივიდა

„სამართლიანი არჩევნები“ აცხადებს, რომ ცესკოდან ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ მიღებული ინფორმაცია 2024 წლის 26 წლის საპარლამენტო არჩევნების დღეს საარჩევნო უბნებზე მანიპულაციებზე მიანიშნებს. ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ნინო დოლიძემ მედიას წარუდგინა მონაცემები, რომლის მიხედვითაც, ზოგიერთ უბანზე უფრო მეტმა კაცმა მისცა ხმა, ვიდრე საარჩევნო სიაში იყო. მან მაგალითად დაასახელა ბორჯომის ოლქში, ბაკურიანში გახსნილი საარჩევნო უბანი, სადაც რეგისტრირებული იყო 514 კაცი […]

არჩილ გორდულაძე – ოპოზიციას აქვს გეგმა, რომელიც აღმოჩნდა ხაზარაძე – ასევე, აქვთ გეგმა, რომ ამინდიდან გამომდინარე გადაწყვიტონ, თბილისის რომელ ქუჩაზე და უბანში გაისეირნონ

ოპოზიციას აქვს გეგმა, რომელიც აღმოჩნდა [მამუკა] ხაზარაძე – ასევე, აქვთ გეგმა, რომ ამინდიდან გამომდინარე გადაწყვიტონ, თბილისის რომელ ქუჩაზე და უბანში გაისეირნონ, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილემ, არჩილ გორდულაძემ ჟურნალისტებთან ბარიერგადალახული ოპოზიციონერების გეგმებზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, „ოპოზიციას სხვა მეტი არაფრის გაკეთების შესაძლებლობა არ აქვს იმ მიზეზიდან გამომდინარე, რომ არ აქვთ არანაირი მტკიცებულება, […]

რამაზ სვანაძემ ხორვატიასთან მატჩებისთვის საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობა დაასახელა

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები, 15 ნოემბერს, უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის პლეი-ოფის პირველ მატჩს მიხელ მესხზე, ხორვატიის წინააღმდეგ ითამაშებს. 19 ნოემბერს კი ჩვენი რიეკაში გაემგზავრება, სადაც პლეი-ოფის მეორე მატჩს ითამაშებს. აღნიშნული მატჩებისთვის, რამაზ სვანაძემ 24 ფეხბურთელი გამოიძახა. მათ შორის ორი დებიუტანტია, 17, 19 და 20-წლამდე ასაკობრივი გუნდების ყოფილი ნახევარმცველი – დაჩი ლორდქიფანიძე ახალგაზრდულ ნაკრებში პირველადაა […]

გერმანიაში მმართველი კოალიცია დაიშალა

გერმანიაში მმართველი ე.წ.”შუქნიშნის კოალიცია” დაიშალა და გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი მთავრობის ნდობის საკითხს ბუნდესტაგში კენჭისყრაზე 15 იანვარს დააყენებს, რათა მარტში ვადამდელი არჩევნების ჩატარება გახდეს შესაძლებელი, – ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს. შოლცის თქმით, ის ეთანხმება ვიცე-კანცლერს რობერტ ჰაბეკს, რომ გერმანიას სჭირდება სწრაფი სიცხადე სამომავლო პოლიტიკის მიმართულებასთან დაკავშირებით. მანამდე შოლცმა თანამდებობიდან გადააყენა ფინანსთა მინისტრი, კრისტიან ლინდნერი, რომელიც […]