შალვა პაპუაშვილი – დღემდე ვხედავთ, როგორ ცდილობენ გაათეთრონ „ნაცმოძრაობის“ ყვავივით შავი პოლიტიკოსები – დღემდე ხელს აფარებენ მათი უცხოელი მფარველები, რათა არ შეეხოთ მართლმსაჯულება

2012 წელს ქართველმა ხალხმა განაჩენი გამოუტანა „ნაციონალურ მოძრაობას“ და იმ იდეოლოგიას, რასაც „ნაცობა“ ჰქვია. ამას მაშინ და დღემდე ხელს აფარებენ მათი უცხოელი მფარველები, რათა არ შეეხოთ მართლმსაჯულების ხელი-დღემდე ვხედავთ როგორ ცდილობენ გაათეთრონ ეს ყვავივით შავი „ნაცმოძრაობის“ პოლიტიკოსები, რათა რაღაცნაირად ლეგიტიმაცია მისცენ, – ამის შესახებ პარლამენტის თამჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენებზე საუბრისას განაცხადა. […]

შალვა პაპუაშვილი – დარწმუნებული ვარ, ოპოზიციონერები ადრე თუ გვიან პარლამენტში შემოვლენ, რასაც ეტყვიან ისე მოიქცევიან – ეტყვიან, იქნებ შემოვიდნენ პარლამენტში, რომ შიგნით ჰყავდეთ ბუნტისთავები და ისტერიის მომწყობები

დარწმუნებული ვარ, ოპოზიციონერები ადრე თუ გვიან პარლამენტში შემოვლენ, რასაც ეტყვიან ისე მოიქცევიან – ეტყვიან, იქნებ შემოვიდნენ პარლამენტში, რომ შიგნით ჰყავდეთ ბუნტისთავები და ისტერიის მომწყობები, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. მისივე თქმით, ოპოზიციას მე-10 მოწვევის პარლამენტში შფოთვის და ისტერიისა გარდა, არაფერი მოუწყვიათ და არანაირი მნიშვნელობა არ აქვს იქნებიან თუ არა ისინი საკანონმდებლო […]

“რა მოხდება ახლა?” – ლევან ლორთქიფანიძე

პოლიტოლოგი, ლევან ლორთქიფანიძე: 1949 წლიდან დღემდე გერმანიას, როგორც წესი, ორი პარტიისგან შემდგარი კოალიციები მართავდნენ. ყველაფერი შეიცვალა დიდი პარტიების, სოციალ-დემოკრატებისა და ქრისტიან-დემოკრატების კრიზისის, მათი ელექტორატის დაშლისა და შემცირების შემდეგ; ასპარეზზე ულტრამემარჯვენე პარტიის AfD-ს გამოჩენის გამო! AfD-მ იმხელა მხარდაჭერა მოიპოვა, ისე შეავიწროვა ტრადიციული დემოკრატიული პარტიების მოქმედების არეალი, რომ ძველ, ორწევრიან კოალიციებს უმრავლესობის მოპოვების შანსი მოუსპო. “შუქნიშნის კოალიცია” […]

სააპელაციომ თეთრიწყაროს სასამართლოს გადაწყვეტილება გააუქმა

ფოტო – ტვ პირველი თბილისის სააპელაციომ თეთრიწყაროს სასამართლოს გადაწყვეტილება გააუქმა – ამის შესახებ მოსამართლეთა კოლეგიამ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა გადაწყვეტილება.

ვაიმარის სამკუთხედი საქართველოზე: რას ითხოვს სამი ქვეყნის ლიდერი

საქართველოში ჩატარებულ არჩევნებში გამოვლენილი დარღვევების შესახებ გავრცელებული ცნობების გამჭვირვალედ გამოძიებას ვაიმარის სამკუთხედის ლიდერები ითხოვენ. უნგრეთში დაგეგმილ ევროპულ სამიტამდე რამდენიმე საათით ადრე, საფრანგეთის, გერმანიის და პოლონეთის პირველი პირები საკუთარ შეშფოთებას დარღვევებისა და ამომრჩევლების დაშინების შესახებ კიდევ ერთხელ აფიქსირებენ. ჩვენ ვიმეორებთ შეშფოთებას საქართველოში საპარლამენტო არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით, როგორც ეს საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის წინასწარ დასკვნებშია მითითებული. კერძოდ, შეშფოთებას […]

დონალდ ტრამპის ქონება არჩევნებში გამარჯვების შემდეგ თითქმის 300 მილიონი დოლარით გაიზარდა

დონალდ ტრამპის არჩევნებში გამარჯვების შედეგად, Trump Media & Technology Group-ის აქციების ღირებულება გაიზარდა. Forbes-ის ინფორმაციით, აქციების გაძვირებამ თითქმის 300 მილიონი დოლარი შემატა ტრამპის ქონებას. „ჩვენი ბოლო შეფასებით, ტრამპის წმინდა ქონება 6,3 მილიარდ დოლარად არის შეფასებული. მისი ქონება მერყეობდა ბოლო თვეებში Trump Media-ში არასტაბილური ვაჭრობის ფონზე“, – ნათქვამია Forbes-ის სტატიაში.

სააპელაციომ გააუქმა თეთრიწყაროს მოსამართლის გადაწყვეტილება, არ დააკმაყოფილა სარჩელები

სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა არჩევანის ფარულობასთან და საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციების სარჩელები, ასევე გააუქმა თეთრიწყაროს მოსამართლის ვლადიმერ ხუჭუას გადაწყვეტილება უბნების გაბათილებასათან დაკავშირებით. სააპელაციო სასამართლოში განხილვა 23 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. პროცესზე ჯამში 40 ოლქზე გამოვლენილი დარღვევები განიხილებოდა. სასამართლომ გააერთიანა სასამართლომ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის და ორგანიზაცია ჩემი ხმის სარჩელები. საქმეს მოსამართლეთა კოლეგია განიხილავდა, მათგან ერთ-ერთი დიმიტრი […]

სააპელაციომ თეთრიწყაროს სასამართლოს გადაწყვეტილება გააუქმა, არასამთავრობოების საჩივრები კი არ დააკმაყოფილა

· საარჩევნო კომისია მოითხოვდა, გაუქმებულიყო თეთრიწყაროს სასამართლოს გადაწყვეტილება წალკისა და თეთრიწყაროს ელექტრონულ უბნებზე არჩევნების ხელახლა ჩატარების შესახებ; · არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი მოითხოვდა უბნების ნაწილში ბიულეტენების ხელახლა გადათვლას, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ კი ყველა ელექტრონული უბნის შედეგების გაბათილებას, რადგან, ორგანიზაციის შეფასებით, დარღვეული იყო ხმის მიცემის ფარულობა. „ამ საქმემ სრულად გამოამჟღავნა სასამართლო სისტემის მანკიერებები. 2 000 000-მა […]

სასამართლომ 23-საათიანი განხილვის შემდეგ არ დააკმაყოფილა არცერთი სარჩელი ფარულობის დარღვევაზე

თბილისის სააპელაციო სასამართლომ, რომელიც 23 საათის განმავლობაში იხილავდა ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების საჩივრებს არჩევნებზე ხმის ფარულობის მასობრივ დარღვევასთან დაკავშირებით, არცერთი სარჩელი არ დააკმაყოფილა. საჩივრებს მოსამართლე დავით ახალბედაშვილის თავმჯდომარეობით, გოჩა დიდავა და დიმიტრი გვრიტიშვილი განიხილავდნენ. სააპელაციო სასამართლომ 26 საქმე ერთ წარმოებად გააერთიანა — იურისტების შეფასებით, ეს ხელოვნურად მოხდა. 26-დან 12 საქმე საიას მიერ იყო შეტანილი და ეხებოდა […]

ანატოლი ბიბილოვს დიდმა ბრიტანეთმა სანქციები დაუწესა

დიდმა ბრიტანეთმა სანქციები დაუწესა ოკუპირებული ე.წ. სამხრეთ ოსეთის ყოფილ დე ფაქტო პრეზიდენტს ანატოლი ბიბილოვს. დიდ ბრიტანეთის მთავრობის ვებ-საიტზე მითითებულია, რომ “ბიბილოვი მონაწილეობს ან მონაწილეობდა უკრაინის დესტაბილიზაციაში, ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის ან დამოუკიდებლობის რღვევაში და მისდამი მუქარაში”. სანქციები ითვალისწინებს, მათ შორის, აქტივების დაყადაღებას და მოგზაურობის აკრძალვას ბრიტანეთში. ანატოლი ბიბილოვი მჭიდრო კავშირებს ინარჩუნებდა სეპარატისტებთან ეგრეთ წოდებულ ლნრ-სა დნრ-ში […]