კოსი: გავაგრძელებთ პროცესს პირობით – საქართველოს მთავრობამ გვაჩვენოს EU-სკენ გზის სურვილი

ევროპული სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოების საკითხებში ევროკომისრობის კანდიდატის მარტა კოსის განცხადებით, საქართველოს მთავრობის ნაბიჯებზეა დამოკიდებული, გააგრძელებენ თუ არა გაფართოების პროცესს საქართველოსთა. მარტა კოსს საქართველოს შესახებ ევროპარლამეტარებმა ბრიუსელში მიმდინარე მოსმენაზე ჰკითხეს. მოსმენა რამდენიმე საათია გრძელდება. ევროპარლამენტარები, გაფართოების მომავალ ევროკომისარს უსმენენ. “საქართველოს ხალხისთვის მაქვს გზავნილი – არ დაკარგოთ იმედი! ჩვენ მზად ვართ, გავაგრძელოთ გაფართოების პროცესი. პირველი პირობა […]

დიდმა ბრიტანეთმა ოკუპირებული ცხინვალის ყოფილ ე.წ. პრეზიდენტს სანქციები დაუწესა

დიდმა ბრიტანეთმა ოკუპირებული ცხინვალის ყოფილ დე ფაქტო პრეზიდენტს ანატოლი ბიბილოვს სანქციები დაუწესა. დიდი ბრიტანეთის მთავრობის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ანატოლი ბიბილოვის სანქცირების მიზეზი უკრაინის დესტაბილიზაციაში მისი ჩართულობა, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისთვის, სუვერენიტეტისა თუ დამოუკიდებლობისთვის ძირის გამოთხრაა. “ანატოლი ბიბილოვი მონაწილეობს ან იყო ჩართული უკრაინის დესტაბილიზაციაში, ძირს უთხრის ან ემუქრება უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს თუ დამოუკიდებლობას”, – ნათქვამია […]

2024 წლის ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებზე წარმოუდგენლად დიდი თანხა დაიხარჯა

საერთო ჯამში, 10,5 მილიარდი დოლარი დაიხარჯა კამპანიის რეკლამებზე 2024 წლის საარჩევნო ციკლში, AdImpact-ის მიერ შედგენილი და NPR-ის მიერ გაანალიზებული მონაცემების მიხედვით. ეს ჯამი 1 მილიარდი დოლარით მეტია ოთხი წლის წინანდელთან შედარებით. ამ ციკლის ოცდასამ შტატში დაიხარჯა 100 მილიონ დოლარზე მეტი. მაგრამ ერთი შტატი პირველ ადგილზეა: პენსილვანია. 1,2 მილიარდი დოლარი დაიხარჯა შტატში რეკლამებზე, ეს პირველი შემთხვევაა […]

TAV Georgia თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ტაქსების სერვისის ექსკლუზიურად გაწევაზე ინტერესთა გამოხატვას აცხადებს

თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველი კომპანია TAV Georgia აცხადებს ინტერესთა გამოხატვას თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ტაქსების სერვისის ექსკლუზიურად გაწევის თაობაზე. „თუ თქვენი კომპანია დაინტერესებულია თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან მგზავრთა გადაყვანის ექსკლუზიური უფლებების მოპოვებით, გთხოვთ გადახვიდეთ ბმულზე, https://tbilisiairport.com/files/AirportTaxi.pdf გაეცნოთ შესაბამის მოთხოვნებს და 2024 წლის 25 ნოემბრის 17:00 საათამდე მოგვაწოდოთ თქვენი განაცხადი. შეკითხვის არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით: 032 2 […]

გაერთიანებულმა სამეფომ ანატოლი ბიბილოვი დაასანქცირა

გაერთიანებულმა სამეფომ ოკუპირებული ცხინვალის ყოფილი ე.წ. „პრეზიდენტი“, ანატონი ბიბილოვი დაასანქცირა, – ინფორმაციას გაერთიანებული სამეფოს მთავრობა ავრცელებს. „ანატოლი ბიბილოვი არის ან იყო ჩართული უკრაინის დესტაბილიზაციაში, ძირს უთხრის ან ემუქრება უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს თუ დამოუკიდებლობას, რადგან ის ეწევა, მხარს უჭერს ან ხელს უწყობს ნებისმიერ პოლიტიკას ან ქმედებას, რომელიც დესტაბილიზაციას უქმნის უკრაინას, ძირს უთხრის ან საფრთხეს უქმნის […]

პიტერ ფიშერი მაკრონის, შოლცისა და ტუსკის ერთობლივ განცხადებაზე – ეს ჩვენი ოფიციალური პოზიციაა, სხვაგვარად არ დაიჯეროთ

ეს ჩვენი ოფიციალური პოზიციაა, სხვაგვარად არ დაიჯეროთ, – ასე ეხმაურება საქართველოში გერმანიის ელჩი, პიტერ ფიშერი ე.წ. ვაიმარის სამკუთხედის ლიდერების მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებას. „ეს ჩვენი ოფიციალური პოზიციაა, სხვაგვარად არ დაიჯეროთ. ჭკვიანი კომენტატორებისთვის, მოსალოდნელია, რომ ეს გერმანიის მომავალი მთავრობის პოზიცია იქნება, რადგან ჩვენ ევროკავშირის გაფართოებაზე ფართო კონსენსუსი გვაქვს“, – წერს პიტერ ფიშერი სოციალურ ქსელში. შეგახსენებთ, საფრანგეთის […]

ECHR-მა ყოფილი მოსამართლე მაია ბაქრაძის საქმეზე დისკრიმინაციის მუხლის დარღვევა დაადგინა

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლისა და მოსამართლეთა ერთობის თავმჯდომარის მაია ბაქრაძის საქმეზე გადაწყვეტილება გამოაცხადა. სასამართლომ დაადგინა, რომ მაია ბაქრაძის მიმართ დაირღვა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-14 (დისკრიმინაციის აკრძალვის მუხლი) მე-10 (გამოხატვის თავისუფლება) და მე-11 (გაერთიანების თავისუფლება) მუხლებთან მიმართებაში. სასამართლომ საქართველოს სახელმწიფოს მორალური ზარალის ანაზღაურებისთვის 4 500 ევროს გადახდა დააკისრა. საქმეს სოციალური […]

ევროპელ ლიდერებთან ვისაუბრებთ ყველა თემაზე, რაც საინტერესოა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების კუთხით, გვექნება საუბარი საქართველოს საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტზე, რაც არის ევროკავშირში ინტეგრაცია

ევროპელ ლიდერებთან ვისაუბრებთ ყველა თემაზე, რაც საინტერესოა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების კუთხით, გვექნება საუბარი საქართველოს საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტზე, რაც არის ევროკავშირში ინტეგრაცია მე მექნება გამოსვლა თემატურ პანელზე, ასევე დასკვნით პლენარულ სესიაზე, სადაც გაჟღერდება გზავნილები იმაზე, რაც უკავშირდება ჩვენს ქვეყანას და ჩვენი ქვეყნის გარშემო მიმდინარე მოვლენებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს უნგრეთში განუცხადა, სადაც ევროპის […]

მოსკოვს თბილისის მხრიდან ქმედითი ნაბიჯების იმედი აქვს – ჟენევის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი

5-6 ნოემბერს, ჟენევაში მოლაპარაკებების 62-ე რაუნდი უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შესახებ გაიმართა. ქართულ დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ლაშა დარსალია ხელმძღვანელობდა. მოლაპარაკებებს ასევე ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილი და სამხრეთ ოსეთის [დე ფაქტო] ემიგრაციაში მყოფი დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი თამაზ ბესტაევი. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, “შეხვედრაზე ქართულმა დელეგაციამ აქცენტი გააკეთა რუსეთის მიერ […]

ირაკლი კობახიძე ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტში მონაწილეობს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტში მონაწილეობს, რომელიც უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში იმართება. სამიტის მონაწილე 40-მდე სახელმწიფოს ლიდერებს უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი მასპინძლობს. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა სამიტის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ღონისძიების ფარგლებში, როგორც სიტყვით გამოსვლისას, ისე ევროპელ ლიდერებთან, საქართველოში მიმდინარე პროცესებსა და საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე ისაუბრებს. „განსაკუთრებით საინტერესოა, რომ ეს […]