პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბუდაპეშტში მონაწილეობა მიიღო პანელურ დისკუსიაში „ეკონომიკური უსაფრთხოება და დაკავშირებადობა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, ევროპის პოლიტიკური გაერთიანების მეხუთე სამიტის ფარგლებში, მონაწილეობა მიიღო პანელურ დისკუსიაში, თემაზე „ეკონომიკური უსაფრთხოება და დაკავშირებადობა“. დახურული ფორმატის დისკუსიაზე სიტყვით გამოსვლისას მთავრობის მეთაურმა ყურადღება გაამახვილა ეკონომიკური დივერსიფიკაციის მნიშვნელობაზე, რაც ხელს უწყობს ეკონომიკის მდგრად განვითარებას. ირაკლი კობახიძემ ასევე ხაზი გაუსვა საქართველოს როლს ევროკავშირთან დაკავშირებადობის გაუმჯობესების კუთხით და ისაუბრა სატრანსპორტო სფეროში მიმდინარე და დაგეგმილი […]

ირაკლი კობახიძე შარლ მიშელს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროპის პოლიტიკური გაერთიანების მეხუთე სამიტის ფარგლებში ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს შეხვდა. შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებს. პრემიერმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის ერთგულია და ამ პროცესში პარტნიორების მხარდაჭერას და სამართლიან მიდგომებს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. საუბარი ასევე შეეხო საქართველოში მიმდინარე მოვლენებს. მთავრობის მეთაურმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ხელისუფლების მზადყოფნა […]

პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა იმ ეკონომიკურ შესაძლებლობებზე, რომელსაც ქმნის ჩვენი ქვეყანა, ხაზი გაუსვა მშვიდობისა და სტაბილურობის განსაკუთრებულ მნიშვნელობას ეკონომიკის განვითარებაში

პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა იმ ეკონომიკურ შესაძლებლობებზე, რომელსაც ქმნის ჩვენი ქვეყანა, ხაზი გაუსვა მშვიდობისა და სტაბილურობის განსაკუთრებულ მნიშვნელობას ეკონომიკის განვითარებაში პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა იმ ეკონომიკურ შესაძლებლობებზე, რომელსაც ქმნის ჩვენი ქვეყანა, იმ ეკონომიკურ განვითარებასა და შედეგებზე, რომლებიც აქვს უკვე საქართველოს, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა ბუდაპეშტში განაცხადა. პრემიერ-მინისტრმა მონაწილეობა მიიღო სამუშაო შეხვედრაში, რომელიც ეკონომიკურ უსაფრთხოებასა […]

კობახიძე: რეალურად, ამ არჩევნებზე ქვეყნის ევროპული მომავლის ბედი გადაწყდა

რეალურად, ამ არჩევნებზე, სხვა საკითხებთან ერთად, გადაწყდა ქვეყნის ევროპული მომავლის ბედი. თქვენ იცით, რა გეგმები ჰქონდა ოპოზიციას, და საბოლოო ჯამში, ამ გეგმების არგანხორციელება იყო გადამწყვეტი იმისთვის, რომ ქვეყანამ განაგრძოს სვლა ევროკავშირისკენ. ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიო დღის წესრიგი, ჩვენ გვაქვს ამბიციური მიზანი, 2030 წლისთვის გავხდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა და კიდევ ერთხელ, ძალიან მყარად შეგვიძლია გავიმეოროთ, რომ […]

კობახიძე: ვფიქრობ, ტრამპის არჩევასთან ერთად აშშ-სა და EU-ზე გავლენები შემცირდება

ვიღაცებს უნდოდათ საქართველოში ისეთი ძალების დაბრუნება, რომლებიც 2012 წლამდე აწამებდნენ, კლავდნენ ადამიანებს, იტაცებდნენ ბიზნესებს. ვიღაცებს, ვიღაცებს, კი. თქვენ იცით, რომ იყო სერიოზული გავლენები ოფიციალურ სტრუქტურებზე ევროკავშირსა და აშშ-ში და მე ვფიქრობ, რომ დონალდ ტრამპის არჩევასთან ერთად ეს გავლენებიც მნიშვნელოვნად შესუსტდება, არ გაქრება, მაგრამ იმედი მაქვს, რომ მნიშვნელოვნად შესუსტდება.

კობახიძე: შარლ მიშელთან მქონდა ძალიან მეგობრული, კონსტრუქციული საუბარი

პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე ბუდაპეშტში ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს შეხვდა. როგორც მან ჟურნალისტებთან თქვა, მიშელთან მას “ძალიან მეგობრული, კონსტრუქციული” საუბარი ჰქონდა. “მას აინტერესებდა, როგორ ვითარდება მოვლენები საქართველოში. ვუთხარი, რა მდგომარეობაც არის დღეს საქართველოში, მათ შორის ისიც ვუთხარი, რომ ოპოზიციას ძალიან უჭირს ადამიანების მობილიზება, ოპოზიციას არ აქვს სახალხო მხარდაჭერა. ასეთ პირობებში ვფიქრობ, რომ მოვლენები ბევრად უფრო […]

18 წ. | მეექვსე ტიტულისთვის ჩეხეთში

“უმცროსი ბორჯღალოსნების” სამწვრთნელო შტაბმა 2024 წლის 18-წლამდელთა რაგბი ევროპის ჩემპიონატისთვის 26-კაციანი შემადგენლობა დაასახელა. ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთის დედაქალაქი პრაღა უმასპინძლებს და მიჯრით 5-გზის ჩემპიონი საქართველო, ტიტულის დაცვას 16 ნოემბერს, გერმანიასთან მატჩით იწყებს. 1/4-ფინალური შეხვედრა ჩვენი დროით 18 საათზე დაიწყება და გამარჯვების შემთხვევაში, თასის ნახევარფინალში “უმცროსი ბორჯღალოსნები” ნიდერლანდები-რუმინეთს შორის გამარჯვებულს 19 ნოემბერს ერკინებიან, ფინალი კი გიორგობა დღეს, […]

რა ინტერესები აქვს ივანიშვილის დეიდაშვილს ჰესების ბიზნესში?

რა ინტერესები აქვს ივანიშვილის დეიდაშვილს ჰესების ბიზნესში? – საგამოძიებო ბიუროს ხელმძღვანელმა, ირაკლი აბესაძე მინიმუმ 8 ჰესი დათვალა, რომლის მშენებლობის უფლებაც მამაცაშვილის ცოლის ძმას ერთ დღეში მისცეს. განკაგულებები 4 ნოემბრით თარიღდება. ირაკლი აბესაძე დარწმუნებულია, რომ გარიგება შედგა – მცირე ჰესები კი ივანიშვილის ახლობლებისთვის დიდი ფულის შოვნის ახალი გზა ხდება. უჩა მამაცაშვილის ცოლის ძმა კოკა კოკოლაშვილია, მას […]

“ბიძინამ ეს 300 მილიონ დოლარად იყიდა და იქვე მოგვყიდა 2 მილიარდად” – ხუხაშვილი

პოლიტოლოგი, გია ხუხაშვილი, სატირული წერილით ეხმაურება, 2024 წლის არჩევნებზე ხმის ფარულობის დარღვევას, კერძოდ, იმას, რომ საარჩევნო ბიულეტინზე უკანა მხრიდან, გაფერადებული ჩანდა და წერს: ბიძინამ თანამედროვნე ხელოვნების ნიმუში – კალანდარიშვილის “გაჟონილი შავი წერტილი” 300 მილიონ დოლარად იყიდა თბილისის საარჩევნო აუქციონზე და იქვე მოგვყიდა მინიმუმ 2 მილიარდად…

წელს საქართველოს სავალუტო რეზერვები 925 მლნ დოლარით შემცირდა

ოქტომბერში სავალუტო რეზერვების მოცულობა 628 მლნ დოლარით შემცირდა, ბოლო ორ თვეში 754 მლნ-ით, ბოლო 10 თვეში 925 მლნ-ით, ხოლო ბოლო 15 თვეში 1.3 მლრდ-ზე მეტით. ეროვნულმა ბანკმა ოქტომბრის მდგომარეობით საქართველოს სავალუტო რეზერვების სტატისტიკა გუშინ გამოაქვეყნა, საიდანაც ირკვევა, რომ რეზერვების ზომა 4.08 მილიარდ დოლარამდე არის შემცირებული.