პირველად ისტორიაში, ამერიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციას ქალი უხელმძღვანელებს

შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, რომელიც ძალაუფლებას 2025 წლის 20 იანვარს გადაიბარებს, სიუზი უაილსი მომავალი საპრეზიდენტო ადმინისტრაციის უფროსად დაასახელა. უაილსი მისი წარმატებული საპრეზიდენტო კამპანიის მენეჯერია და ამერიკის ისტორიაში პირველი ქალი იქნება, რომელიც თეთრ სახლში ამ გავლენიან პოსტს დაიკავებს. ტრამპის შიდა წრეებში უაილსის დამსახურებად თვლიან იმას, რომ ტრამპმა წლევანდელი კამპანია ძალზე გათვლილად, სწორად და დისციპლინირებულად […]
“წინა არჩევნებზე ეს ტყვია უკვე გაისროლეს” – პრემიერი

ქვეყნის პრემიერს, ირაკლი კობახიძეს ISFED -ს მტკიცებულებებზე საუბრისას, ამბობს: “ხავსს ეჭიდება ახლა მთლიანად ოპოზიცია, მათ შორის ISFED. ვეღარ მოახერხეს მათ ე.წ. პვტ გაყალბება, იმიტომ, რომ წინა არჩევნებზე ეს ტყვია უკვე გაისროლეს, ახლა ცდილობენ, რომ განსხვავებული რაღაც ინსტრუმენტებით სცადონ ჩრდილის მიყენება ამ არჩევნებისთვის და ამიტომ არ აქვეყნებენ მათ შორის ახალ, გაუყალბებელ პვტ-ს. ყველაფრიდან ჩანს, რომ ასეთ […]
“მამუკა ხაზარაძე, ძალიან გთხოვ, აკონტროლე საკუთარი ვნებები და ნუ დააზიანებ ერთობას” – სარიშვილი

პოლიტიკოსი, ირინა სარიშვილი: პატარა ადამიანებს ახასიათებთ გულისწყვეტა იმის მიმართ, ვისზეც ხვდებიან რომ მასზე მეტია, თუნდაც პატიმარი. გარდაცვლილებისაც შურთ პატარა ადამიანებს, ეს შური კი ისეთი ოხერი რამეა, ისეთ დროს ამოგიხტება და სრულიად უადგილოდ და უდროოდ ისეთ რამეს გათქმევინებს, კიდევ უფრო პატარავდები და სასაცილო ხდები. მამუკა ხაზარაძე, ძალიან გთხოვ, აკონტროლე საკუთარი ვნებები და ნუ დააზიანებ ერთობას ასეთ […]
“ოცნებამ” ყველაზე დიდი თანხა იუმორისტ ჯიმს, ყველაზე ცოტა კი კვალიაშვილს გადაუხადა

ფოტო – ნეტგაზეთი ნეტგაზეთის ინფორმაციით, 8 ოქტომბრიდან 26 ოქტომბრის ჩათვლით, “ქართულმა ოცნებამ” წინასაარჩევნო საკონცერტო ღონისძიებებში მონაწილეობისთვის არაერთი მუსიკოსი, წამყვანი და მსახიობი დაიქირავა. ნეტგაზეთი მმართველი პარტიის ფინანსურ ანგარიშზე დაყრდნობით წერს, რომ ივანიშვილის გუნდმა ყველაზე დიდი თანხა იუმორისტ ჯიმს, ყველაზე ცოტა კი ეკა კვალიაშვილს გადაუხადა. დეკლარაციის თანახმად, პარტიამ ფული შემდეგ ადამიანებს მისცა: · მომღერალი ეკა კვალიაშვილი – […]
შალვა პაპუაშვილი – პირადად მე არანაირი კითხვები ISFED-ის მიმართ არ მაქვს, კითხვები მაქვს USAID მიმართ, რომელიც მას აფინანსებს – წინა ჯერზე ყველა პასუხისმგებლობას გაექცა, ახლა ვერავინ გაექცევა

პირადად მე არანაირი კითხვები ISFED-ის მიმართ არ მაქვს, მე კითხვები მაქვს USAID მიმართ, რომელიც აფინანსებს მას – USAID-ის პასუხისმგებლობაა, რომ მათ მიერ დაფინანსებული ეს ორგანიზაცია ახლა ცდილობს თაღლითურად არჩევნების ჩაშლას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, ISFED პარალელური დათვლის შედეგებს არ აქვეყნებს, რათა სპეკულაციებისთვის ნიადაგი შექმნას. „მე პირადად არანაირი კითხვები […]
როინ შავაძის ჯგუფურად განზრახ მკვლელობაში და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთაში ბრალდებულები, იმჟამინდელი კუდ-ის სამი ყოფილი თანამშრომელი სასამართლომ დამნაშავედ ცნო და 12-12 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

თავდაცვის სამინისტროს სერჟანტის როინ შავაძის ჯგუფურად განზრახ მკვლელობაში და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთაში ბრალდებულები, იმჟამინდელი კუდ-ის 3 ყოფილი თანამშრომელი სასამართლომ დამნაშავედ ცნო. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით მათ 12-12-წლიანი პატიმრობა მიესაჯათ. მსჯავრდადებულებიდან მალხაზ აბულაძეს, რომელიც აჭარის კუდ-ის საგამოძიებო სამსახურის უფროსი იყო, ძებნაში იმყოფება და სასჯელი დაუსწრებლად მიესაჯა. განაჩენის გამოცხადებას როინ შავაძის მეუღლეც ესწრებოდა. ციცინო შავაძის განცხადებით, 13 […]
მწერლები და გამომცემლები: არ ვაღიარებთ ტოტალურად გაყალბებული არჩევნების შედეგებს

ქართველი მწერლები, მთარგმნელები, გამომცემლები, წიგნის გამავრცელებლები და ლიტერატურის მენეჯერები საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებზე ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და აცხადებენ, რომ არ აღიარებენ ტოტალურად გაყალბებული არჩევნების შედეგებს. ისინი აცხადებენ, რომ არ შეეგუებიან ქართველი ხალხის არჩევანის მოპარვას და ითხოვენ ხელახალი, სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩატარებას, რომელიც უზრუნველყოფს მათ შორის ემიგრაციაში მცხოვრები ადამიანებისთვის ხმის უფლების რეალიზებისთვის სათანადო პირობების შექმნას […]
„გახარია საქართველოსთვის“ აცხადებს, რომ სასამართლომ პარტიის სარჩელი დაუშვებლად ცნო

თბილისის საქალაქო სასამართლომ დაუშვებლად ცნო პარტიის, „გახარია საქართველოსთვის“ სარჩელი, რომლითაც ითხოვდა მოსამართლეს ცესკო დაევალდებულებინა, 2024 წლის არჩევნებთან დაკავშირებული მონაცემები სერვერებსა და ხმის მიცემის აპარატებში შეენახა და ამომრჩევლის სიები გაესაჯაროებინა. პარტიაში აცხადებენ, რომ სასამართლოს განმარტებით, „აპარატურა, სადაც სიები ინახება, უკვე პროკურატურის კონტროლქვეშაა“. „იკვეთება ცესკოს, პროკურატურისა და სასამართლოს კოორდინირებული მოქმედება, რომლის მიზანია არჩევნების გაყალბების დამადასტურებელი მტკიცებულებების სრულად […]
მიშელი: სერიოზული ეჭვებია არჩევნების გაყალბებაზე

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ამბობს, რომ საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით “სერიოზული ეჭვები” არსებობს, რაც გამოძიებას საჭიროებს. “არჩევნები ჩატარდა. არსებობს ეჭვები. გაყალბების სერიოზული ეჭვებია და ამას სერიოზული გამოძიება სჭირდება. ამ პროცესთან დაკავშირებით სიცხადე გვჭირდება, რათა დავრწმუნდეთ, რომ ყველაფერი სამართლიანად და გამჭვირვალედ გაკეთდა. ამასთან დაკავშირებით ეჭვები არა მხოლოდ ევროპაში, არამედ მსოფლიოს სხვა ქვეყნებშიცაა”, – თქვა […]
პრემიერ-მინისტრმა თელავის სპორტის სასახლე დაათვალიერა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თელავის სპორტის სასახლე დაათვალიერა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, იყო გარკვეული სამართლებრივი პრობლემები, რომელიც სრულად არის მოგვარებული და სპორტული კომპლექსი უახლოეს მომავალში გაიხსნება. „ეს კომპლექსი აშენდა, თუმცა იყო გარკვეული სამართლებრივი პრობლემები. დღეს უკვე ეს პრობლემები სრულად არის მოგვარებული და უახლოეს მომავალში ეს კომპლექსი გაიხსნება და იქნება ხელმისაწვდომი თელაველებისთვის. ვიდრე საბოლოოდ გაიხსნება ეს […]