რეალურად, ვერც ხაზარაძე და ვერც გახარია ვერასოდეს გაემიჯნებიან ნაცმოძრაობას. მათ ერთი პატრონი ჰყავთ, ერთნი არიან

,,რეალურად, ვერც ხაზარაძე და ვერც გახარია ვერასოდეს გაემიჯნებიან ნაცმოძრაობას, რადგან მათგან არაფერი განასხვავებთ“,- ამის შესახებ საზოგადოება „ქართულის“ ხელმძღვანელმა Გიორგი გაბუნიამ განაცხადა. მისი განცხადებით, აღნიშნული პარტიები იმ გარე აქტორებისგან იღებენ დავალებას, რომლებიც „ნაცმოძრაობას“ მართავენ. , ,რეალურად, ვერც ხაზარაძე და ვერც გახარია ვერასოდეს გაემიჯნებიან ნაცმოძრაობას, რადგან მათგან არაფერი განასხვავებთ და სწორედ იმ გარე აქტორებისგან იღებენ დავალებას, რომლებიც […]
გახარია საქართველოსთვის: სასამართლომ დაუშვებლად ცნო ჩვენი სარჩელი სიების გასაჯაროებაზე

პარტია გახარია საქართველოსთვის აცხადებს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ დაუშვებლად ცნო მათი სარჩელი იმ ამომრჩევლების სიების გასაჯაროებაზე, ვინც ვერიფიკაცია გაიარა. პარტიაში ამბობენ, რომ ამის მოტივად სასამართლომ დაასახელა ის, რომ აპარატურა, სადაც სიები ინახება, უკვე პროკურატურის კონტროლქვეშაა. გახარია საქართველოსთვის შეფასებით, პროკურატურამ საბოლოოდ აიყვანა მძევლად არჩევნების გაყალბების უმნიშვნელოვანესი მტკიცებულება. პარტია ამბობს, რომ ამით აშკარად იკვეთება ცესკოს, პროკურატურისა და […]
პოლიციას რუსეთში “ტრადიციული ღირებულებების” გაძლიერებისთვის გამოიყენებენ

რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოამზადა დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც, პოლიციის უფლებამოსილებას დაემატება ტრადიციული სულიერი და მორალური ღირებულებების განმტკიცება. განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს დამატებითი ამოცანების შესრულება უკვე გამოყოფილი დაფინანსების ფარგლებში განხორციელდება. დოკუმენტი არ აკონკრეტებს, თუ როგორ გაუმკლავდება სამინისტრო ტრადიციული ღირებულებების განმტკიცებასა და შენარჩუნებას. რადიო თავისუფლების რუსული სამსახურის თანახმად, “ტრადიციულ ღირებულებებთან შეუსაბამობა” გახდა რუსეთში მრავალი […]
თელავის სპორტის სასახლის პროექტისთვის 22 მლნ ლარი გამოიყო

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თელავის სპორტის სასახლე დაათვალიერა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, იყო გარკვეული სამართლებრივი პრობლემები, რომელიც სრულად არის მოგვარებული და სპორტული კომპლექსი უახლოეს მომავალში გაიხსნება. „ეს კომპლექსი აშენდა, თუმცა იყო გარკვეული სამართლებრივი პრობლემები. დღეს უკვე ეს პრობლემები სრულად არის მოგვარებული და უახლოეს მომავალში ეს კომპლექსი გაიხსნება და იქნება ხელმისაწვდომი თელაველებისთვის. ვიდრე საბოლოოდ გაიხსნება ეს […]
26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით საოლქო საარჩევნო კომისიებში საჩივრების განხილვა დასრულდა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა გიორგი სანტურიანმა მედიას 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით საჩივრების განხილვის შესახებ სტატისტიკური ინფორმაცია გააცნო. როგორც გიორგი სანტურიანმა აღნიშნა, საჩივრების განხილვის პროცესი საოლქო საარჩევნო კომისიებში დასრულდა. „მთლიანობაში კენჭისყრის დღესთან დაკავშირებით საოლქო საარჩევნო კომისიებში ჯამურად წარმოდგენილი იყო 1201 საჩივარი. მათგან 537 შეეხებოდა საუბნო საარჩევნო კომისიის შედეგების ბათილად ცნობას ან გადათვლას. დისციპლინური პასუხისმგებლობის […]
არ ვაღიარებთ გაყალბების შედეგს, მოვითხოვთ ხელახალ, სამართლიან არჩევნებს – პენცენტრი

ქართველი მწერლები, მთარგმნელები, გამომცემლები, წიგნის გამავრცელებლები და ლიტერატურის მენეჯერები მოითხოვენ ხელახალი არჩევნების ჩატარებას. ისინი სხვა სფეროს წარმომადგენლებსაც მოუწოდებენ “ხმა ამოიღონ”. “ჩვენ არ შევეგუებით ქართველი ხალხის არჩევანის მოპარვას და არ ვაღიარებთ ტოტალურად გაყალბებული არჩევნების შედეგებს. პირობას ვდებთ, რომ შეუპოვრად, ბოლომდე ვიბრძოლებთ საქართველოს იდენტობის, თანამედროვე საქართველოს სახელმწიფოებრიობის, მისი ევროპული აწმყოსა და მომავლის დასაცავად. ამიტომ მოვითხოვთ ხელახალი, სამართლიანი […]
თბილისში აფრიკის დასახლებაში ცოფის შემთხვევა დაფიქსირდა – სურსათის ეროვნული სააგენტო ეძებს პირებს, ვისაც დაავადებულ ძაღლთან კონტაქტი ჰქონდა

სურსათის ეროვნული სააგენტო ეძებს პირებს, ვინც აფრიკის დასახლებაში ჭიჭინაძის ქუჩა #6 მიმდებარე ტერიტორიაზე ცოფით დაავადებულ ძაღლთან იყვნენ კონტაქტში. როგორც სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამი, თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოდან მიიღო ინფორმაცია, აფრიკის დასახლებაში, ჭიჭინაძის ქუჩა #6 მიმდებარე ტერიტორიიდან ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარში გადაყვანილი უპატრონო ძაღლის სიკვდილის შესახებ. სურსათის ეროვნული სააგენტო დაავადებულ ცხოველთან შეხებაში მყოფ […]
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7247 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7247 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7247 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7328 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0081 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9345 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9389 ლარს შეადგენდა. […]
KIU-ში საბავშვო უნივერსიტეტის გახსნის ღონისძიება გაიმართა

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში (KIU) საბავშვო უნივერსიტეტის გახსნის ღონისძიება გაიმართა, რომლის ფარგლებშიც KIU-ს რექტორმა, პროფესორმა გიორგი ხუბუამ პირველი საჯარო ლექცია თემაზე – „რა არის სამართლიანობა?“ წაიკითხა. ამის შესახებ ინფორმაციას უნივერსიტეტის ადმინისტრაცია ავრცელებს. როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, გიორგი ხუბუამ მოსწავლეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა, ახალი პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა და აქტიური ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა. “რექტორის თქმით, KIU […]
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ილია ჭავჭავაძის მოღვაწეობისადმი მიძღვნილი კვირეული დაიწყო

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში ილია ჭავჭავაძის 187 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, შემეცნებითი ტური გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს. მათივე ცნობით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში წმინდა ილია მართლისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, პირველი ღონისძიება საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტმა გამართა. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის განცხადებით, უნივერსიტეტი ერთ-ერთი პირველი გამოეხმაურა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის […]