“იმედის” ასლარა “ექსპერტებისგან” რა უნდა გაგიკვირდეს” – რომან გოცირიძე

“იმედის” მოსყიდულმა ექსპერტმა, ვინმე ლევან სურგულაძემ განაცხადა, რომ რომან გოცირიძის დროს ეროვნული ბანკის უცხოური ვალუტის რეზერვები 1,1 მილიარდი დოლარი იყო, ახლა კი შეხედეთ, 4 მილიარდი დოლარიაო. ჯერ ერთი, მაშინ, ოქტომბრის თვეში რეზერვები 1,5 მილიარდი დოლარი იყო და ეს იყო ერთ-ერთი საუკეთესო შედეგი მშპ-სთან, იმპორტის მოცულობასთან და საგარეო ვალის ოდენოსთან მიმართებით, რითაც ხდება რეზერვების ადეკვატურობის შეფასება. […]

„გორის ფოტოგრაფთა კლუბმა“ კატალოგი “მხატვრის თვალით დანახული გორი” დაბეჭდა

გორის მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსებით „გორის ფოტოგრაფთა კლუბმა“ კატალოგი “მხატვრის თვალით დანახული გორი” დაბეჭდა. აღნიშნულ ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს. როგორც გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, წიგნის პრეზენტაცია სერგი მაკალათიას სახელობის ეთნოგრაფიულ მუზეუმში გაიმართა. ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. კატალოგის შექმნის იდეა მუზეუმის მრჩეველ – კონსულტანტს, გორის საპატიო მოქალაქეს თინათინ სოსანიძეს ეკუთვნის. ჩვენი ქალაქის ისტორია საუკუნეებს ითვლის. გორის ხედები […]

პროკურატურამ ორგანიზებული ჯგუფის მიერ სახელმწიფოს კუთვნილი მიწის ნაკვეთის დაუფლებისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადების ფაქტებზე შვიდ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი დანაშაული გამოავლინა და დიდი ოდენობის, 780 ათასი ლარის ღირებულების სახელმწიფოს კუთვნილი მიწის დაუფლების, სამსახურებრივი სიყალბისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადების ფაქტებზე შვიდ პირს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ორგანიზებული ჯგუფის წევრები ყალბი დოკუმენტების […]

“2007 წელს, ეროვნული ბანკის რეზერვები 1 მილიარდ 159 მილიონი დოლარი იყო და არ დავქცეულვართ” – 2024 წლის რეზერვებზე ლევან სურგულაძე

„ხომ შევთანხმდით და ოპონენტებიც ცალსახად დაგვეთანხმნენ: ეროვნული ბანკის კონსტიტუციური ვალდებულებაა გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა ბერკეტი რათა უზრუნველყოს ფინანსური სისტემის და ფასების სტაბილურობა. ლარის აჟიოტაჟური გაუფასურება, მაშინ როდესაც ამის ეკონომიკური საფუძვლები არ არსებობენ, სწორედაც რომ ფასებს და ფინანსური სისტემის სტაბილურობას დააზიანებდნენ. დიახ, ეროვნული ბანკის ქმედებები იყო სრულიად კანონიერი, მართებული და დროული. ოპონენტები აპელირებენ გამოყენებული რეზერვის […]

“წერეთელზე, შუქნიშნის მე–8 ანთებამ მომიწია…” – რას წერს ირაკლი ლატარია

იქნებ ვინმემ ამას მიხედოს? .. იმედია ყველა დამეთანხმებით.. საცობების ყველაზე დიდი პრობლება არის შუქნიშნების გამო. დააყენეთ ჭკვიანი შუქნიშნები, რომლებიც გამტარიანობის მიხედვით ინთებიან.. არ შეიძლება შუქნიშანზე იდგე 6 წუთი.. წარმოუდგენელია… წერეთელზე, მე 8 ანთებამ მომიწია .. წითელი ინთება და დაახლოებით 10 წამშე, უკვე ისევ წითელია.. სამი მანქანა ძლივს ასწრებს გასვლას.. . ასეთი სიტუაციააა ყველგან… ყველაფერი კარგად […]

“არ ვაღიარებთ გაყალბებურ არჩევნებს, ბოლომდე ვიბრძოლებთ“ – პენცენტრი ხელახალ არჩევნებს ითხოვს

ქართველი მწერლები, მთარგმნელები, გამომცემლები, წიგნის გამავრცელებლები და ლიტერატურის მენეჯერები ხელახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ და ასევე, სხვა სფეროს წარმომადგენლებსაც მოუწოდებენ “ხმა ამოიღონ”. ჩვენ არ შევეგუებით ქართველი ხალხის არჩევანის მოპარვას და არ ვაღიარებთ ტოტალურად გაყალბებული არჩევნების შედეგებს. პირობას ვდებთ, რომ შეუპოვრად, ბოლომდე ვიბრძოლებთ საქართველოს იდენტობის, თანამედროვე საქართველოს სახელმწიფოებრიობის, მისი ევროპული აწმყოსა და მომავლის დასაცავად. ამიტომ მოვითხოვთ ხელახალი, […]

მსოფლიოში ნავთობის ფასი შემცირდა, საქართველოში კი 5 თეთრამდე გაძვირდა

აშშ-ში არჩევნების დასრულებისა და დონალდ ტრამპის გამარჯვების შემდეგ, მსოფლიოში ნავთობის ფასი შემცირდა. სანავთობო ბაზარზე ბენზინის ტიპის ნავთობის ღირებულება 74 დოლარამდე დაეცა. ტრამპის გაცხადებული პოლიტიკა ასეთია, ის შტატებში ნავთობის მოპოვების მოცულობის გაზრდას გეგმავს. ანალიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ ამით მსოფლიოში ნავთობის ფასი შემცირდება. გამონაკლისი აღმოჩნდა საქართველო. ჩვენს ქვეყანაში, ბოლო 2 დღეში ბენზინის ფასი 2 თეთრიდან 5 თეთრამდე გაიზარდა. […]

ერდოღანმა ტრამპს მიულოცა და თურქეთში მიიწვია

ამერიკის შეერთებულ შტატებთან დაძაბული ურთიერთობების ფონზე, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯებ ტაიპ ერდოღანმა ამერიკის არჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. სატელეფონო საუბრის დროს ერდოღანმა დონალდ ტრამპი თურქეთში მიიწვია. შედგება თუ არა ვიზიტი ამ დროისთვის უცნობია. თურქეთში ბუდაპეშტიდან დაბრუნებულმა ერდოღანმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ იმედი აქვს, რომ ტრამპი მის მიწვევას დათანხმდება. მას მიაჩნია, რომ ანკარაში ტრამპის შესაძლო ვიზიტი […]

ოპოზიციური კოალიციების ლიდერები არჩევნების საკითხზე ევროკავშირის ელჩს შეხვდნენ

ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ ევროკავშირის წარმომადგენლობაში, სადაც შეხვდნენ ევროკავშირის ელჩს საქართველოში, პაველ ჰერჩინკის. შეხვედრას ესწრებოდნენ კოალიცია “ძლიერი საქართველოს” წარმომადგენელი ბადრი ჯაფარიძე, “კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერი ნიკა გვარამია და “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი თინა ბოკუჩავა. შეხვედრის დასრულების შემდეგ მედიასთან საუბარში ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა, რომ “ეს იყო ძალიან სასარგებლო საუბარი, ძალიან ინფორმატიული ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელთან”. მისი […]

გაერო: ღაზაში დაღუპულთა 70%-მდე ქალი და ბავშვია

გაეროს ადამიანის უფლებათა ოფისმა პარასკევს განაცხადა, რომ ღაზაში, ომის გამო დაღუპულთა თითქმის 70%, ქალი და ბავშვია. გაეროში ამბობენ, რომ ისინი საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ფუნდამენტური პრინციპების სისტემატურ დარღვევას გმობენ. გაეროს ეს მონაცემები, ღაზის სექტორში, ისრაელ-„ჰამასის“ კონფლიქტის პირველ შვიდ თვეს მოიცავს. გაეროს ადამიანის უფლებათა ოფისის მიერ ამ შვიდთვიანი პერიოდის განმავლობაში დადასტურებული და გადამოწმებული 8 119 მსხვერპლი მნიშვნელოვნად […]