ლუაზო: მოსკოვმა დრო გამონახა, რომ საქართველო საკუთარი კონტროლის ქვეშ მოექცია

ფრანგი ევროპარლამენტარი, ნატალი ლუაზო X-ზე წერს, რომ ბუდაპეშტში ევროპელ ლიდერებს საქართველოზე სასაუბროდ “დრო არ ჰქონდათ”, მოსკოვმა კი, თავის მხრივ, დრო გამონახა, რომ ის თავისი კონტროლის ქვეშ მოექცია. “ბუდაპეშტში შეხვედრის დროს ევროპელ ლიდერებს “დრო არ ჰქონდათ საქართველოზე სასაუბროდ”. მოსკოვმა, თავის მხრივ, დრო გამონახა, რომ ის საკუთარი კონტროლის ქვეშ მოექცია. არასდროს არ ვსწავლობთ”, – წერს ლუაზო. ლუაზო […]

გია ხუხაშვილი – ხელისუფლებას იმედი აქვს, რომ ვიღაც დაიღლება, ოპოზიციაში ვიღაცას ხელფასი უნდა, ვიღაცას შეიტყუებენ პარლამენტში – ეცდება, ჭაობის სიტუაციაში შეიყვანოს ყველაფერი, ვიღაცებს ხელი ჩააქნევინოს და ამით მოიპოვოს ლეგიტიმაცია

ხელისუფლებას იმედი აქვს, რომ ვიღაც დაიღლება, ოპოზიციაში ვიღაცას ხელფასი უნდა, ვიღაცას შეიტყუებენ იმ პარლამენტში. ის ეცდება, რომ ჭაობის სიტუაციაში შეიყვანოს ეს ყველაფერი, ვიღაცებს ხელი ჩააქნევინოს და ამით ეცდება, მოიპოვოს ლეგიტიმაცია, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა. ხუხაშვილის განცხადებით, ევროკავშირისგან ლეგიტიმაციის სანაცვლოდ, შესაძლოა, ბიძინა ივანიშვილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონიც დათმოს. […]

ნათია თურნავა – გაჩნდა აჟიოტაჟური მოთხოვნა დოლარზე და ასეთ დროს, მით უფრო, როცა ეს არ მომდინარეობს ეკონომიკური მიზეზებით, ვალდებული ვართ, ეს მღელვარება ჩავაქროთ – ჩვენ ეს გავაკეთეთ

ჩვენ მოსახლეობას ავარიდეთ გაღარიბება და ლარის გაუფასურება ისეთ დროს, როდესაც ეკონომიკა ჯანსაღია და ეს არ უნდა ხდებოდეს, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ ეროვნული ბანკის მიერ სავალუტო რეზერვების ხარჯვის შესახებ კითხვაზე პასუხისას განაცხადა. როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა, წინასაარჩევნოდ ხელოვნურად ატეხილი აჟიოტაჟის გამო, მოთხოვნა გაიზარდა დოლარზე და ასეთ დროს ეროვნული ბანკი […]

“აი, რა შედეგი მოაქვს 33 წლიან ანტიეროვნულ, ვაჭრუკანულ მმართველობას!” – ზვიად ტომარაძე

აი რა შედეგი მოაქვს 33 წლიან ანტიეროვნულ, მარიონეტულ, ვაჭრუკანულ მმართველობას! 1) სახელმწიფო საგარეო ვალი: 27 მილიარდ 420 მილიონი ლარი; 2) ვაჭრობა: ექსპორტ–იმპორტის უარყოფითი სალდო 9,4 მილიარდი დოლარი; ექსპორტზე 6 მილიარდის ღირებულების საქონელი გავიტანეთ და 15,4 მილიარდის შემოვიტანეთ, თან ამ 6 მილიარდიდან 3,2 მილიარდი რეექსპორტია; 3) ბანკების წმინდა მოგება 2 მილიარდ 700 მილიონი ლარი; 4) აზარტული […]

თინა ბოკუჩავა პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს

“ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი, თინა ბოკუჩავა პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს – როგორც ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა, გაბიტაშვილის უწყებაში დაბარების შესახებ ინფორმაცია მისთვის ცნობილი დღეს გახდა. არსებობს სერიოზული ეჭვები, რომ არჩევნები გაყალბდა და ამას სჭირდება სერიოზული გამოძიება, რაც ბუნებრივია, არ გულისხმობს პროკურატურის მხრიდან პრეზიდენტი ზურაბიშვილის პროკურატურაში დაბარებას, ან თინა ბოკუჩავას პროკურატურაში დაბარებას, რაც სხვათა შორის დღეს […]

ევროკავშირი და ტრამპი უკრაინის მხარდაჭერის საკითხს განიხილავენ – ლაიენი

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბუდაპეშტში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ “ევროკავშირი და დონალდ ტრამპი უკრაინის მხარდაჭერის საკითხზე საუბარს გამართავენ”. კერძოდ, ევროკომისიის პრეზიდენტის ინფორმაციით, ევროკავშირი შტატებთან რუსული აგრესიის შეკავების მნიშვნელობაზე იმსჯელებს. ჩემი აზრით, ჩვენთვის ჩვენს ამერიკელ მეგობრებთან უფრო მნიშვნელოვანია იმის განხილვა, რომ რუსეთი საფრთხეა არა მხოლოდ ევროპისთვის, არამედ მთლიანობაში გლობალური უსაფრთხოებისთვისაც. ვინაიდან რუსეთი არა […]

საფრანგეთში დავითაშვილის გოლი ოქტომბერში საუკეთესოდ აღიარეს [VIDEO]

მეშვიდე ტურში, სახლში “ოსერთან” მოგებულ მატჩში (3:1), “სენტ-ეტიენის” ნახევარმცველმა ზურიკო დავითაშვილმა ჰეთ-თრიკი შეასრულა, მისი პირველი გოლი კი ლიგა 1-ში ოქტომბერში საუკეთესოდ აღიარეს. დავითაშვილის ანგარიშზე მიმდინარე ტურნირზე 5 გოლი და 2 საგოლე გადაცემაა. ის გასულ თვეში საფრანგეთის ჩემპიონატზე საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოზეა წარდგენილი.

ორ რუს სამხედროს სამუდამო პატიმრობა მიესაჯა დონეცკის ოლქში ჩადენილი მასობრივი მკვლელობებისთვის

დონის როსტოვის სამხედრო სასამართლომ რუსეთის არმიის სამხედრო მოსამსახურეებს სტანისლავ რაუს და ანტონ სოპოვს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა 2023 წლის ოქტომბერს, დონეცკის ოლქის ქალაქ ვოლნოვახაში ჩადენილი მასობრივი მკვლელობისთვის. რადიო თავისუფლების რუსული სამსახურის ცნობით, განაჩენის მიხედვით, მსჯავრდადებულმა სამხედროებმა ერთი და იმავე ოჯახის ცხრა წევრი დახოცეს. მათ შორის 9 და 5 წლის და-ძმა. დანაშაულის მოტივები უცნობია. საქმის მასალები- კლასიფიცირებული. […]

ირაკლი კობახიძე – საქართველოს ეროვნული ბანკისა და კომერციული ბანკების ერთობლივი ძალისხმევით, ჩვენ გვაქვს რეგიონში ნამდვილად სამაგალითო საბანკო სექტორი, რითაც შეგვიძლია ვიამაყოთ

დღეისათვის საქართველოს ეროვნული ბანკისა და კომერციული ბანკების ერთობლივი ძალისხმევით, ჩვენ გვაქვს რეგიონში ნამდვილად სამაგალითო საბანკო სექტორი, რითაც შეგვიძლია ვიამაყოთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ბანკირის პროფესიულ დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ქვეყანაში არის ჯანსაღი მაკროეკონომიკური გარემო, რაც სწორი ეკონომიკური, ეფექტიანი მონეტარული პოლიტიკის შედეგია. „პირველ რიგში, მინდა მოგილოცოთ პროფესიული […]

ევროპარლამენტარი ნატალი ლუაზო – ბუდაპეშტში ევროპელ ლიდერებს „დრო არ ჰქონდათ საქართველოზე სასაუბროდ“, მოსკოვმა კი, თავის მხრივ, დრო გამონახა, რომ ის თავისი კონტროლის ქვეშ მოექცია

ბუდაპეშტში ევროპელ ლიდერებს „დრო არ ჰქონდათ საქართველოზე სასაუბროდ“, მოსკოვმა კი, თავის მხრივ, დრო გამონახა, რომ ის თავისი კონტროლის ქვეშ მოექცია, – ამის შესახებ ფრანგი ევროპარლამენტარი, ნატალი ლუაზო X-ის საკუთარ გვერდზე წერს. ლუაზო ამ ფორმით გამოეხმაურა მედიაში, კერძოდ, ჟურნალისტ რიკარდ იოზვიაკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ 8 ნოემბერს ბუდაპეშტში შეხვედრის დროს ევროპელ ლიდერებს დრო არ ჰქონდათ საქართველოს […]