ირაკლი კობახიძე – გლობალური ინფლაციური შოკების მიუხედავად, ჩვენ ვახერხებთ ინფლაციის მიზნობრივზე დაბალ დონეზე შენარჩუნებას, რაშიც ეროვნული ბანკისა და მთავრობის როლი ძალიან მნიშვნელოვანია

ეროვნული ბანკის რეგულაციები და საზედამხედველო ჩარჩო სრულ თანხვედრაშია მოწინავე საერთაშორისო პრაქტიკასთან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ბანკირის პროფესიულ დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველო პირველი ქვეყანაა რეგიონში, რომელმაც უკვე შეიტანა განაცხადი SEPA-ში, ერთიანი ევრო გადახდების სივრცეში გაწევრიანების თაობაზე. „იყო საკმაოდ რთული ვითარება, გასული წლების განმავლობაში, რაც განპირობებული იყო […]
ჩვენ გვაქვს რეგიონში სამაგალითო საბანკო სექტორი – ირაკლი კობახიძე

დღეისათვის საქართველოს ეროვნული ბანკისა და კომერციული ბანკების ერთობლივი ძალისხმევით, ჩვენ გვაქვს რეგიონში ნამდვილად სამაგალითო საბანკო სექტორი, რითაც შეგვიძლია ვიამაყოთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბანკირის პროფესიულ დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კობახიძემ თქვა, რომ ქვეყანაში არის ჯანსაღი მაკროეკონომიკური გარემო, რაც სწორი ეკონომიკური, ეფექტიანი მონეტარული პოლიტიკის […]
„ეკონომიკა 2024 წელს შთამბეჭდავად იზრდება და ეროვნულ ბანკს არ გაუჭირდება რეზერვების კვლავ შევსება“ – ლევან სურგულაძე

ფინანსისტი ლევან სურგულაძე ეროვნული ბანკის სავალუტო ინტერვენციებს სწორ ნაბიჯად მიიჩნევს და სტაბილური მაკროეკონომიკური გარემოს პირობებში რეზერვების კვლავ შევსებას სწრაფად ელის. ამის შესახებ ლევან სურგულაძე სოციალურ ქსელში წერს. „კომერსანტი“ ლევან სურგულაძის პოსტს უცვლელად გთავაზობთ: „ნამდვილად არ მესმის რას ემსახურება და რა აზრი აქვს ეროვნული ბანკის რეზერვების შესახებ კვლავ წამოწყებულ პოლემიკას: უნდა გამოეყენებინა თუ არა ეროვნულ ბანკს […]
„მოსკოვმა დრო გამონახა საქართველოს თავისი გავლენის ქვეშ მოსაქცევად“ – ევროპარლამენტარი

ევროპარლამენტის ფრანგი წევრი, ნატალი ლუაზო ამბობს, რომ მოსკოვმა დრო გამონახა და საქართველო თავისი გავლენის ქვეშ მოაქცია. „ევროპელმა ლიდერებმა ბუდაპეშტში ვერ გამონახეს დრო საქართველოზე სასაუბროდ. მოსკოვმა, თავის მხრივ, დრო გამონახა საქართველოს თავისი გავლენის ქვეშ მოსაქცევად. არ ვსწავლობთ“, – წერს იგი. ლუაზომ უპასუხა ჟურნალისტ რიკარდ იოზვიაკის პოსტს, რომლის თქმითაც ევროპელ ლიდერთა საუბარი საქართველოს არჩევნებთან დაკავშირებით დროის არქონის […]
ირმა ხეცურიანმა ეტლით ფარიკაობაში მსოფლიოს თასზე ოქროს მედალი მოიპოვა

ირმა ხეცურიანმა ეტლით ფარიკაობაში მსოფლიოს თასზე ოქროს მედალი მოიპოვა. ხეცურიანს აქამდეც არაერთი ჯილდო აქვს მიღებული. გამარჯვება მან რაპირით ფარიკაობის ტურნირზე გაიმარჯვა. შეჯიბრება იტალიაში მიმდინარეობს.
ეროვნული ბანკი სავალუტო რეზერვებს თავის დროზე ყიდის. ადრე ასე არ იყო და არც გვიჯერებდნენ – სოსო ფხაკაძე

ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე, ეროვნული ბანკის მიერ წინასაარჩევნო პერიოდში დიდი ოდენობით რეზერვების გაყიდვას დადებითად აფასებს. როგორც მან Bm.ge-სთან განაცხადა, სებ-ი სავალუტო ბაზარზე სწორ დროს ჩაერია. „ეროვნული ბანკი სავალუტო რეზერვებს თავის დროზე ყიდის. ადრე ასე არ იყო და არც გვიჯერებდნენ“, – განაცხადა მან. ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი ასევე ოპტიმისტურად არის განწყობილი სავალუტო რეზერვების შევსების საკითხში და […]
მაიკლ როთის ინფორმაციით, ევროკავშირის 8 ქვეყნის პარლამენტების კომიტეტების თავმჯდომარეები თბილისს 11 ნოემბერს ეწვევიან

ევროკავშირის 8 ქვეყნის პარლამენტების კომიტეტების თავმჯდომარეები თბილისს 11 ნოემბერს ეწვევიან. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანიის პარლამენტის (ბუნდესტაგის) საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მაიკლ როთი X-ის პირად გვერდზე წერს. „საქართველო და მისი ხალხი ძალიან ძვირფასია ჩვენი გულებისთვის. ჩვენ ევროპის შუაგულში თავისუფალი და დემოკრატიული საქართველოს ერთგულები ვართ. გაყალბებული არჩევნების შემდეგ შეშფოთებულები ვართ მიმდინარე მოვლენებზე. ფინეთის, შვედეთის, საფრანგეთის, ლიეტუვის, ლატვიის, […]
ევროკომისიის პრეზიდენტის განცხადებით, ევროკავშირი და დონალდ ტრამპი უკრაინის მხარდაჭერის საკითხს განიხილავენ

ევროკავშირი და დონალდ ტრამპი უკრაინის მხარდაჭერის საკითხზე საუბარს გამართავენ. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა 8 ნოემბერს ბუდაპეშტში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ფონ დერ ლაიენმა აღნიშნა, რომ ევროკავშირი შეერთებულ შტატებთან რუსული აგრესიის შეკავების მნიშვნელობას განიხილავს, ვინაიდან ეს ინდოეთ-წყნარი ოკეანის რეგიონში ვითარებასაც უკავშირდება. კითხვაზე, მზად არის თუ არა ევროკავშირი გააგრძელოს უკრაინის მხარდაჭერა იმ შემთხვევაში თუ […]
თეონა აქუბარდია – აქციებში ჩვენ ჩართულები ვიყავით, მშვიდობიანი დემონსტრაცია არის თითოეული მოქალაქის უფლება – მონაწილეობას ვიღებთ, თუმცა ორგანიზატორები არ ვართ

გიორგი გახარიას პარტიას სრულიად განსხვავებული ხედვა და ფასეულობები აქვს. არასდროს ყოფილა სიახლე, რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ეს განსხვავებები არსებობს. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ქვეყნის ევროპულ მომავალზე და არჩევნების თავისუფლების დაბრუნებაზე, რა თქმა უნდა, ამ მიზნებში ერთნაირი ხედვები გვაქვს, – ასე განმარტა პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, თეონა აქუბარდია რატომ არ იღებს გიორგი გახარიას პარტია ოპოზიციური პარტიების მიერ ორგანიზებულ […]
უკრაინის ნაკრებში იძულებითი ცვლილებაა – ციგანკოვის ნაცვლად კიევის “დინამოს” ფეხბურთელი გამოიძახეს

უკრაინის ნაკრების მწვრთნელმა სერგეი რებროვმა”ჟირონას” გარემარბის ვიკტორ ციგანკოვის ნაცვლად კიევის “დინამოს” 31 წლის ნახევარმცველი ვიტალი ბუიალსკი გამოიძახა. ციგანკოვმა ბარძაყის ტრავმის მორჩენა ვერ მოასწრო და რებროვი იძულებული გახდა ბიუალსკი ეხმო, რომელიც სარეზერვო შემდგენლობაში ჰყავდა. ბუალსკის ეროვნულ გუნდში 13 მატჩში აქვს მონაწილეობა მიღებული და შეიძლება ერთა ლიგაზე საქართველოსთან და ალბანეთთან დაპირისპირებებში თავის გამოჩენის შანსი მიეცეს.